Calcionapoli24: კვერნაძეს ბევრი ევროპული კლუბი, მათ შორის, "ნაპოლიც" აკვირდება

AutoSharing Option
იტალიურ მედიაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 19 წლის შემტევის, გიორგი კვერნაძის შესახებ უფრო და უფრო ბევრი იწერება. "საბურთალოს" ფეხბურთელი, რომელმაც გასულ სეზონში იჯარის წესით "თელავში" იასპარეზა, საქართველოს ჩემპიონატის გამორჩეული ახალგაზრდა მოთამაშეა. Calcionapoli24-ის ცნობით, "ნაპოლის" სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი მას უდიდეს ტალანტად მიიჩნევს და სამომავლოდ "კვარას" შემცვლელადაც განიხილავს.

"მიუხედავად იმისა, რომ "ნაპოლის" ერთადერთი მიზანი ამ სეზონში სკუდეტოს მოგებაა, "პარტენოპეი" სატრანსფერო ბაზარზე ახალგაზრდა ტალანტებს ეძებს, რომლებიც სპალეტის გუნდს სამომავლოდ გააძლიერებენ.

მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, კრისტიანო ჯუნტოლი კიდევ ერთი ახალგაზრდა
ქართველი ფეხბურთელის, გიორგი კვერნაძის დამატებას განიხილავს.

კვერნაძე ფიზიკურად ძლიერი გარემარბია, ტექნიკურია და გოლის გატანის კარგი ალღოც აქვს. ჯერ არაფერი დაუმტკიცებია, თუმცა მას თამაშის სტილით სწორედ "კვარას" ადარებენ და თავის ასაკში ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლება. სწორედ ამიტომ, "ნაპოლი", ისევე, როგორც ბევრი ევროპული კლუბი, მის კანდიდატურას ყურადღებით აკვირდება.

ცხადია, თუ "პარტენოპეი" მოქმედებას გადაწყვეტს, მოლაპარაკებებში დიდ როლს ხვიჩაც ითამაშებს. ამჟამად მისი სატრანსფერო ფასი დაბალია, რაც ფინანსურად არც ისე ძლიერი იტალიური კლუბებისთვის ტრანსფერს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის." - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, კვერნაძის ღირებულება გერმანულ სააგენტო Transfermarkt-ზე 300 000 ევროს შეადგენს. გიორგიმ გასულ სეზონში ეროვნულ ლიგაში 21 თამაში ჩაატარა და 3 გოლის გატანა შეძლო.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ჩაკვეც კარგი კადრი იქნებოდა ნაპოლისთვის. ის იტალიის სერია ა-ს ნამდვილად იმსახურებს!
ლაშა
07 თებერვალი 2023 23:38
0
Paokis tavdamsxmeli aris 20 wlis gordeziani dgesac gaitana goli vici chvens nakrebshi ocnebobs tamasze da ratom ar atamasheben ver gavige?! gamoidzaxon sanam berdznebma dagvaswres...
Givi
03 იანვარი 2023 17:56
2
როგორმე გაგნიძე წაიყვანოს რუსეთიდან რომელიმე წესიერმა გუნდმა და მეტი არაფერი არ მინდააა ! უნიჭიერესია მაგარი მებრძოლი და ნაღდად უმაგრესი საყრდენი დადგება მაგისგან !
zura222
02 იანვარი 2023 23:57
0
ნაპოლიში არ გვინდა !(იმიტომ რომ ხვიჩას კოპიოა იგივე ფლანზე იგივე სტილით თამაშობს და ნაპოლიში სკამზე ხომ არ დაჯდება) კარგი იქნება თუ აიაქსი ან ეინდჰოვენი ან დორტმუნდი აბ რამე ეგეთი გუნდი თუ წაიყვანს
zura222
02 იანვარი 2023 23:50
1
გუშინ ვიღაც იტალიელი ამეკიდა, წამოდი ჩემს გუნდში ფეხბურთს გათამაშებო, მე ვეუბნები დამანებე თავი ფეხბურთი არ მეხერხებათქო. მერე რა , ქართველი ხო ხარო,გინდა თუ არა დიდ ფეხბურთს ითამაშებო.არ მომეშვა
ვახ ჩემი
მესი ლიონელი
02 იანვარი 2023 19:45
9
ეგრეა ლასკალაშიც ოღონდ ქართველი იყავი და სმენაც არ არის საჭირო ისე მიგიღებენ
skaro
03 იანვარი 2023 04:45
1
მაგარი ტენდენციაა - ახალგაზრდა ფეხბურთელს რომელიც აღმოჩნდა რომ თურმე პერსპექტიული ყოფილა გუნდში ან არ ათამაშებენ და სკამზე ზის, ან ანათხოვრებენ და აღარც ახსოვთ ( კვარაცხელია, მამარდაშვილი და თუ გამოდგა ესეც )
???
02 იანვარი 2023 15:22
1
და რამდენი ჰყავს ჩვენს ძვირფას ფედერაციას და კლუბებს დაწუნებული ასაკობრივებში? თუ გამართლების იმედზე უნდა იყოს ნიჭიერი და პროფესიონალი ფეხბურთელი, აბა, ხელფასებს რაში ვუხდით ამ ფედერაციის უტვინო მაფიოზებს
....
04 იანვარი 2023 17:07
0
კარგია! უფრთხილდებიან!
პაპა
02 იანვარი 2023 15:43
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული