სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატურა მხოლოდ ლევან კობიაშვილმა წარადგინა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა.

2023-2027 წლის პრეზიდენტობის არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. საკუთარი კანდიდატურა მხოლოდ ლევან კობიაშვილმა წარადგინა და ის აღნიშნულ პოზიციაზე სფფ-ში 29 სუბიექტმა წარადგინა.

ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტს 4 თებერვალს სფფ-ის XXXIII საარჩევნო ყრილობაზე აირჩევენ. არჩეული კანდიდატი აღნიშნულ თანამდებობას მომავალი 4 წლის განმავლობაში დაიკავებს.

ყრილობასთან დაკავშირებით, 16 იანვარს, 12:00 საათზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:

. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXXIII საარჩევნო ყრილობის საპროცედური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ;
.
სხვადასხვა

მედიის წარმომადგენლებისთვის კომენტარები აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 19 /
ყველა ქართველმა კაცმა იცის ორი რამ რო კითხო - ფეხბურთი და პოლიტიკა გასაოცარია, რომ სფფ- ს პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატურაა იმის ფონზე რომ ქვეყანაში სამასზე მეტი პარტიააა. რა იყო, შე კაცო, ერთი ვინმე მაინც დაგეყენებინათ თვალის ასახვევად მთლად აიათოლა ხამენისავით რო არ იყოს ეს ერთი კაცი
იბერია
16 იანვარი 2023 13:47
0
პოლიტიკაში როგორც კი წააგო არჩევნები, მას მერე კონკურენციის ეშინია, სფფ-შიც და პოლიტიკაშიც. წარსულში მაგარი სპორტსმენი ასეთი მხდალი როგორ აღმოჩნდა?
ნუთუ
16 იანვარი 2023 12:48
0
ვაშა კომუნისტებს. დიდება კომუნისტურ პარტიას!:)
ხმას ვაძლევ კიტრს
16 იანვარი 2023 12:32
0
აბა ომი გინდათ?))))
ჯოყოლა
16 იანვარი 2023 12:24
0
ჩამოიჭრა აჩერედნოი 300 მილიონი ხალხის ჯიბიდან)) გილოცავ ნაზარბაევ გამარჯვებას))
ბიუჯეტა
16 იანვარი 2023 12:22
0
ნეტავ ვინ გაიმარჯვებს??
გიორგი
16 იანვარი 2023 11:44
0
ქართული საკლუბო ფეხბურთი რო ღრმა ჭაობშია რატო არ იღებს ხმას არავინ? თქვით რამე!!
მაგარი ზურიკო
16 იანვარი 2023 11:16
0
კომუნიზმში ვართ..
წაიკითხე ხმამაღლა
16 იანვარი 2023 11:14
0
სფფ-ს და ბატონ ლევან კობიაშვილის მინდა გთხოვოთ, ყურადღება მიაქციონ ისრაელში დაბადებულ და გაზრდილ ბიჭს გიორგი კუპრავას რომელიც ნეს ციონას საფეხბურთო კლუბის წევრია.ის ახლა 17 წლისაა და მიწვეულია ისრაელის ასაკობრივ ნაკრებში.სხვათა შორის ნეს ციონას კლუბში თამაშობს დინამოს ყოფილი ფორვარდი ლევან კუტალია.
სეკცია ნეს ციონა
15 იანვარი 2023 22:55
5
რაღაც ეჭვი მეპარება მის გამარჯვებაში თუ მთავრობა არ ჩაერია :)
beqa
15 იანვარი 2023 22:55
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული