სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატურა მხოლოდ ლევან კობიაშვილმა წარადგინა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა.

2023-2027 წლის პრეზიდენტობის არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. საკუთარი კანდიდატურა მხოლოდ ლევან კობიაშვილმა წარადგინა და ის აღნიშნულ პოზიციაზე სფფ-ში 29 სუბიექტმა წარადგინა.

ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტს 4 თებერვალს სფფ-ის XXXIII საარჩევნო ყრილობაზე აირჩევენ. არჩეული კანდიდატი აღნიშნულ თანამდებობას მომავალი 4 წლის განმავლობაში დაიკავებს.

ყრილობასთან დაკავშირებით, 16 იანვარს, 12:00 საათზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:

. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXXIII საარჩევნო ყრილობის საპროცედური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ;
.
სხვადასხვა

მედიის წარმომადგენლებისთვის კომენტარები აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 19 /
ყველა ქართველმა კაცმა იცის ორი რამ რო კითხო - ფეხბურთი და პოლიტიკა გასაოცარია, რომ სფფ- ს პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატურაა იმის ფონზე რომ ქვეყანაში სამასზე მეტი პარტიააა. რა იყო, შე კაცო, ერთი ვინმე მაინც დაგეყენებინათ თვალის ასახვევად მთლად აიათოლა ხამენისავით რო არ იყოს ეს ერთი კაცი
იბერია
13:47 16-01-2023
0
პოლიტიკაში როგორც კი წააგო არჩევნები, მას მერე კონკურენციის ეშინია, სფფ-შიც და პოლიტიკაშიც. წარსულში მაგარი სპორტსმენი ასეთი მხდალი როგორ აღმოჩნდა?
ნუთუ
12:48 16-01-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული