უეფა გულშემატკივრებს კალაძეს ახსენებს [PHOTO]

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას მშვენიერი თამაშით მთელი საფეხბურთო ევროპა აღფრთოვანებულია. ახალი თაობის გულშემატკივრებში, თუნდაც იტალიაში, ბევრს შესაძლოა, არც კი სმენია, რომ ქართველი მცველი კახი კალაძე "მილანის" ღირსებას წლების განმავლობაში იცავდა და სხვა უამრავ ტიტულთან ერთად, ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიპოვა.

Sportall.Ge

უეფას ჩემპიონთა ლიგის "ფეისბუქგვერდი" "მილანის" 2002-23 წლების შემადგენლობას გვთავაზობს. ეს ის გუნდია, რომელმაც უეფას ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ფეხბურთის ფინალში "იუვენტუსს" პენალტების სერიაში აჯობა და ჩემპიონთა ლიგა მოიპოვა. ფოტოზე მხოლოდ მარცხენა მცველის ადგილია გამოტოვებული და ნომერი ოთხი ჩანს, გულშემატკივრებმა კი უნდა გაიხსენონ, თუ ვინ
აკლია ფოტოზე. საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნისა და ამჟამად თბილისის მერის ამოცნობა ბევრს არ უნდა გაუძნელდეს.

იმ დროის "მილანში" მართლაც შეუდარებელი ფეხბურთელები თამაშობდნენ. მხოლოდ მალდინის, ნესტას, პირლოსა თუ შევჩენკოს ჩამოთვლა რად ღირს.

altხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...

alt"როცა პოლიტიკაში ხარ, ასეც უნდა იყოს" - შოთა არველაძე კალაძესა და კობიაშვილზე საუბრობს...

მკითხველის კომენტარები / 31 /
ავტოგოოოოლ
Joni
01:29 26-01-2023
6
კარგი ფეხბურთელი იყო განსაკუთრებით საკუთარ კარში უყვარდა გოლის გატანა…
rani
13:36 25-01-2023
39

სიახლეები პოპულარული