ეს "ნაპოლიმ" უნდა ნახოს - კვერნაძემ "შტურმს" დიდებული გოლი გაუტანა და ბათუმის "დინამოს" ფრე მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე ბათუმის "დინამო" ამხანაგურ მატჩში "შტურმს" დაუზავდა - 2:2.

აჭარული გუნდი ორბურთიანი სხვაობით აგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში ჯერ ლუკა ქაფიანიძემ თავურით ანგარიში შეამცირა, ხოლო შემდეგ გიორგი კვერნაძემ შორიდან ულამაზესი გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 19 წლის კვერნაძით "ნაპოლია" დაინტერესებული.

ბათუმის "დინამომ" აქამდე ორი სპარინგი გამართა და ორივეში დამარცხდა - პოლონეთის "ვიძევთან" 2:4 და კოსოვოს "მალიშევასთან" 0:1.

გრაცული გუნდის განაცხადში არ იყო ოთარ კიტეიშვილი, რადგან დღეს პირველ საკონტროლო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

დინამო (ბთ) (სასტარტო): ჩიჩკანი, კობახიძე, ქაფიანიძე, ბაგრატიონი,
მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, ვიდაკოვიჩი, ზარია, იაკობსენი, ჯოვინო, კაპანაძე

მკითხველის კომენტარები / 20 /
კაცურად რა არ ჩამითვალოთ რაღაც ცუდ ტონში, მთელი პატივისცემით, გაგებით , უბრალოდ ამდენი პირჯვრის წერა გოლის მერე იქნებ მაინც არ იყოს საჭირო. ტამაშის მერე , თამაშის წინ გასაგებია, ან კამერები რომ არ იღებენ , მარა ასე ყველას დასანახად გოლის მერე, რაღაც არ არის ლამაზი მე მგონი. ვიმეორებ ურწმუნობაში და მაიმუნობაში ნუ ჩამომართმევთ. უბრალოდ ეს ძალიან პირადული რამეა და ასე სახალხოდ არ ვიცი, არ ვიცი
კაპიტან გარდენბურგი
27 იანვარი 2023 00:09
15
ღმერთს უხდის მადლობას, რომ აქვს იმის შესაძლებლობა ითამაშოს და გოლი გაიტანოს. არაფერია ამაში გასაკვირი. პირიქით რწმენა უკეთეს ადამიანებად ხდის სპორცმენებს
ქართველი
27 იანვარი 2023 02:30
2
ჰოო. "ჩესტის" აღება ჯობია, რუსებივით????
კაირა
27 იანვარი 2023 09:54
5
ყველა გამოხმაურება
ბათუმის დინამოს დაცვა პირველი გოლის დროს.დ.დ. ევრო თასების ჯგუფზე რო აქვთ პრეტენზია.დ.დ. გუნდი კი არა ანეგდოტია.დ.დ.
a a
27 იანვარი 2023 00:41
0
მოიცა ჯერ არ ანახოთ ერთი სეზონი ითამაშოს მაინც ბათუმში)))აუ ჩემი რა ვართ ქართველები)))
გიუშა
26 იანვარი 2023 22:31
2
ვერა რა ვერ არი გეგუჩაძე კარგი მწვრთნელი საქართველოს ჩემპიონატში უძლებს კონკურენციას აი ევროპა და შედეგი ნული იმ წელსაც დინამომ ჯგუფში ყველა თამაში წააგო ნაკრებშიც წვრთნიდა და რა რათქმაუნდა გულით და სულით მინდა შედეგი დადოს ოღონდ რეალური განათლება უნდა მიიეღო ევროპაში ის კიარა რაღაც ორკვირიანი ტრენინგების მერე ლიცენზიები რომ აქვთ თან რომელიმე ნორმალურ ჩემპიონატში კლუბში მწვრთნელის ასისტენტად მაინც ერთი წელი
კახა
27 იანვარი 2023 01:15
2
გაგიჟდები რა, ვერაფერი წუნი რომ ვერ დადეს პირჯვრის გადაწერა დაუწუნეს.დდდდდდდ
რრრ
27 იანვარი 2023 18:44
1
ნაპოლიმ რა უნდა ნახოს. გოლი? კარგით რა
გოგა
27 იანვარი 2023 13:30
3
არსად დაგეკარგოთ დაცვის ახალწვეულები
ოქუნოვი
26 იანვარი 2023 23:41
3
Simartle aris napoli rom akvirdeba magram satauria imena top!!! :)))(
L.J .
26 იანვარი 2023 22:55
1
მაინც ფრთხილად შეაპარეთ ლაურენტისს, რა იცი რა ხდება, ასაკშოა კაცი )))))
აბო
26 იანვარი 2023 22:42
3
მაგარი ბიჭია
შაკო
27 იანვარი 2023 20:43
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული