ეს "ნაპოლიმ" უნდა ნახოს - კვერნაძემ "შტურმს" დიდებული გოლი გაუტანა და ბათუმის "დინამოს" ფრე მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე ბათუმის "დინამო" ამხანაგურ მატჩში "შტურმს" დაუზავდა - 2:2.

აჭარული გუნდი ორბურთიანი სხვაობით აგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში ჯერ ლუკა ქაფიანიძემ თავურით ანგარიში შეამცირა, ხოლო შემდეგ გიორგი კვერნაძემ შორიდან ულამაზესი გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 19 წლის კვერნაძით "ნაპოლია" დაინტერესებული.

ბათუმის "დინამომ" აქამდე ორი სპარინგი გამართა და ორივეში დამარცხდა - პოლონეთის "ვიძევთან" 2:4 და კოსოვოს "მალიშევასთან" 0:1.

გრაცული გუნდის განაცხადში არ იყო ოთარ კიტეიშვილი, რადგან დღეს პირველ საკონტროლო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

დინამო (ბთ) (სასტარტო): ჩიჩკანი, კობახიძე, ქაფიანიძე, ბაგრატიონი,
მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, ვიდაკოვიჩი, ზარია, იაკობსენი, ჯოვინო, კაპანაძე

მკითხველის კომენტარები / 20 /
მაგარი ბიჭია
შაკო
20:43 27-01-2023
0
გაგიჟდები რა, ვერაფერი წუნი რომ ვერ დადეს პირჯვრის გადაწერა დაუწუნეს.დდდდდდდ
რრრ
18:44 27-01-2023
1

სიახლეები პოპულარული