ეს "ნაპოლიმ" უნდა ნახოს - კვერნაძემ "შტურმს" დიდებული გოლი გაუტანა და ბათუმის "დინამოს" ფრე მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე ბათუმის "დინამო" ამხანაგურ მატჩში "შტურმს" დაუზავდა - 2:2.

აჭარული გუნდი ორბურთიანი სხვაობით აგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში ჯერ ლუკა ქაფიანიძემ თავურით ანგარიში შეამცირა, ხოლო შემდეგ გიორგი კვერნაძემ შორიდან ულამაზესი გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 19 წლის კვერნაძით "ნაპოლია" დაინტერესებული.

ბათუმის "დინამომ" აქამდე ორი სპარინგი გამართა და ორივეში დამარცხდა - პოლონეთის "ვიძევთან" 2:4 და კოსოვოს "მალიშევასთან" 0:1.

გრაცული გუნდის განაცხადში არ იყო ოთარ კიტეიშვილი, რადგან დღეს პირველ საკონტროლო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

დინამო (ბთ) (სასტარტო): ჩიჩკანი, კობახიძე, ქაფიანიძე, ბაგრატიონი,
მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, ვიდაკოვიჩი, ზარია, იაკობსენი, ჯოვინო, კაპანაძე

მკითხველის კომენტარები / 20 /
მაგარი ბიჭია
შაკო
27 იანვარი 2023 20:43
0
გაგიჟდები რა, ვერაფერი წუნი რომ ვერ დადეს პირჯვრის გადაწერა დაუწუნეს.დდდდდდდ
რრრ
27 იანვარი 2023 18:44
1
ბევრია ვისაც ბიბლია წაკითხული არა აქვს სადაც წერია რომ ჯობია პირჯვარი სხვების საჩვენებლად არ დაიწერო.ასე რომ ვისაც გინდათ მორწმუნე ქრისტიანი გერქვათ პირველ რიგში სახარება უნდა წაიკითხოთ.არსებობს იოლად წასაკითხი საბავშო სახარება რომელიც ბევრ სასიკეთოს მოგიტანთ.
მოყვარეს პირში უძრახე
27 იანვარი 2023 17:12
10
სხვების საჩვენებლად კი არა სხვების მოსაჩვენებად არ გადაიწეროო, ეგ წერია მანდ, მარტო წაკითხვა არ შველის აზრს უნდა გამოტანა, თუ გულით გინდა პირჯვარის გადაწერა და არა მოჩვენებიდათ, ყველგან და ყოველთვის შეგიძლია გადაიწერო ვინც უნდა იმან დაინახოს, თუ აღიზიანებს გაიხედოს გვერდზე.
ეეე
27 იანვარი 2023 19:27
0
ნაპოლიმ რა უნდა ნახოს. გოლი? კარგით რა
გოგა
27 იანვარი 2023 13:30
3
"კაპიტან გარდენბურგი" ნუ წერთ, რაც არ იცით, ვერ გაიგებთ სანამ არ ირწმუნებთ.
გიორგი - 11
27 იანვარი 2023 13:16
2
ვერა რა ვერ არი გეგუჩაძე კარგი მწვრთნელი საქართველოს ჩემპიონატში უძლებს კონკურენციას აი ევროპა და შედეგი ნული იმ წელსაც დინამომ ჯგუფში ყველა თამაში წააგო ნაკრებშიც წვრთნიდა და რა რათქმაუნდა გულით და სულით მინდა შედეგი დადოს ოღონდ რეალური განათლება უნდა მიიეღო ევროპაში ის კიარა რაღაც ორკვირიანი ტრენინგების მერე ლიცენზიები რომ აქვთ თან რომელიმე ნორმალურ ჩემპიონატში კლუბში მწვრთნელის ასისტენტად მაინც ერთი წელი
კახა
27 იანვარი 2023 01:15
2
ბათუმის დინამოს დაცვა პირველი გოლის დროს.დ.დ. ევრო თასების ჯგუფზე რო აქვთ პრეტენზია.დ.დ. გუნდი კი არა ანეგდოტია.დ.დ.
a a
27 იანვარი 2023 00:41
0
კაცურად რა არ ჩამითვალოთ რაღაც ცუდ ტონში, მთელი პატივისცემით, გაგებით , უბრალოდ ამდენი პირჯვრის წერა გოლის მერე იქნებ მაინც არ იყოს საჭირო. ტამაშის მერე , თამაშის წინ გასაგებია, ან კამერები რომ არ იღებენ , მარა ასე ყველას დასანახად გოლის მერე, რაღაც არ არის ლამაზი მე მგონი. ვიმეორებ ურწმუნობაში და მაიმუნობაში ნუ ჩამომართმევთ. უბრალოდ ეს ძალიან პირადული რამეა და ასე სახალხოდ არ ვიცი, არ ვიცი
კაპიტან გარდენბურგი
27 იანვარი 2023 00:09
15
ჰოო. "ჩესტის" აღება ჯობია, რუსებივით????
კაირა
27 იანვარი 2023 09:54
5
ღმერთს უხდის მადლობას, რომ აქვს იმის შესაძლებლობა ითამაშოს და გოლი გაიტანოს. არაფერია ამაში გასაკვირი. პირიქით რწმენა უკეთეს ადამიანებად ხდის სპორცმენებს
ქართველი
27 იანვარი 2023 02:30
2
ყველა გამოხმაურება
ყოჩაღ!
ლაშა
26 იანვარი 2023 23:57
0
თან გერმანული კომენტაროთ...
ლაშა
26 იანვარი 2023 23:56
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული