თბილისის "დინამოს" უგოლო ფრე "ჟალგირისთან"

AutoSharing Option
"დინამო თბილისმა" თურქულ შეკრებაზე რიგით მეხუთე ამხანაგური მატჩი ლიეტუვის ჩემპიონთან, ვილნიუსის "ჟალგირისთან" გამართა. შეხვედრა ძლიერი ქარის ფონზე წარიმართა და საგოლე მომენტების მიუხედავად, ფრედ, 0:0 დასრულდა.

მატჩის პირველი ნახევარი თბილისელთა სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა. "ჟალგირისი" მწყობრად იცავდა თავს და კონტრშეტევაზე ცდილობდა მეტოქის დაჭერას. "დინამო" ბევრს უტევდა. საქმე რეალურ საგოლე მომენტამდე არ მისულა, თუმცა თორნიკე კირკიტაძემ, ვაგნერ გონსალვეშმა და გიორგი მოისწრაფიშვილმა რამდენჯერმე გაამწვავეს შეტევა. სამაგიეროდ, იშვიათი კონტრშეტევის დროს ვილნიუსელებმა პენალტი მოინადირეს, თუმცა ზუსტად მისი გამოყენება ვერ შეძლეს და ტაიმი 0:0 მორჩა.
მატჩის მეორე ნახევარი პირველთან შედარებით უფრო ხისტად წარიმართა, მაგრამ სათამაშო უპირატესობა ისევ თბილისელთა მხარეს დარჩა. ხისტი სცენარიდან გამომდინარე, ერთ მომენტში ბარნს ოსეიმ მცირე ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა. "დინამო" ფლანგებიდან უფრო გააქტიურდა, ლუკა პარკაძე, უსმანე კამარა და დათო სხირტლაძე მწვავე შეტევებს ახორციელებდნენ. თბილისელებმა გოლიც გაიტანეს, თუმცა ბოლო წამს საბა ხვადაგიანი თამაშგარეში აღმოჩნდა და გოლიც გაუქმდა. ლიეტუველთა მეკარემ რამდენიმე ეპიზოდში გადაარჩინა გუნდი. მან იმრანის და დავით კობოურის რთული დარტყმულები მოიგერია. საბოლოოდ მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

მომდევნო მატჩს გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 5 თებერვალს მაკედონიის ჩემპიონის - "შკუპის" წინააღმდეგ გამართავს.

დინამო 0:0 ჟალგირისი


დინამო: კერესელიძე (კუტალაძე 46), კალანდაძე (ლაცაბიე 70), ნზაბა (ხვადაგიანი 60), ტაბიძე (კობოური 46), მაისურაძე (მალი 46), მექვაბიშვილი (უგრეხელიძე 60), ოსეი (ოსიყმაშვილი 60), მოისწრაფიშვილი (იმრანი 60), გონსალვეში (პარკაძე 46), კირკიტაძე (კამარა 46), მარუშიჩი (სხირტლაძე 46)

ჟალგირისი: გერტმონასი, ბოპესუ, კაჟუკოლოვასი, კაშკენი, პაველიჩი, გორობსოვი, გოლუბიცკასი, იარუსევიჩიუსი, ორეგა, იანსონასი, ოივუსი

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია, კარგი. ჟალგირისი ხომ გრანდად მიიჩნევა ჩვენ კლუბებთან შედარებით?
levani
10:45 02-02-2023
0

სიახლეები პოპულარული