ქინქლაძიდან ზივზივაძემდე - მე-2 ბუნდესლიგაში ბევრი ქართველი ვნახეთ - ბუდუმ მეექვსე გაიტანა...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე გერმანიის მეორე ბუნდესლიგის "კარლსრუეს" მშვენივრად მოერგო, უკვე 6 გოლი გაიტანა, მისი გუნდი კი პროგრესირებს. შეგახსენებთ, 29 წლის ფეხბურთელის ტრანსფერში დიდი წვლილი "კარლსრუეს" ექსკაპიტანსა და ამჟამად სანაკრებო კურატორს, ალექსანდრე იაშვილს მიუძღვის.

რა გუნდია "კარლსრუე"?

ამავე ქალაქის კლუბი 1894 წლის 6 ივნისს შეიქმნა და მალე 130 წლის გახდება. მათ არენაზე 30 ათასამდე გულშემატკივარი ეტევა. საუკეთესო შედეგი 1996 წელს ჰქონდათ, როცა ბუნდესლიგაში მე-6 ადგილი დაიკავეს, თუმცა ორი წლის შემდეგ დაქვეითდნენ. მათი მთავარი მოძულე კლუბი "შტუტგარტია", ეს ბადენურ-ვიურტემბერგის
დერბია.

"კარლსრუეს" თავკაცი კრისტიან აიხნერი კარიერას სწორედ ამ გუნდში იწყებდა. ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშე სებასტიან იუნგია, რომელიც უფრო "ვოლფსბურგიდან" გვახსოვს.

იაშვილი და "კარლსრუე"

ალექსანდრე იაშვილმა ბუნდესლიგაში 200 მატჩი ჩაატარა. ისიც მეორე ბუნდესლიგიდან იწყებდა, "ლიუბეკში" მშვენივრად ათამაშდა. ამის შემდეგ მან გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბის, ლევერკუზენის "ბაიერის" კარი თბილისის "დინამოს" მაისურით აიღო, რასაც "ფრაიბურგში" ხანგრძლივი (10 წელი) კარიერა მოჰყვა. ის ამ კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც თითქოს ტრამპლინადაც უნდა ქცეულიყო. მაშინ მიუნხენის "ბაიერნის" ინტერესზე კი წერდნენ, მაგრამ ასე არ გამოვიდა. "იაშკა" "კარლსრუეში" 2007-12 წლებში თამაშობდა, მოგვიანებით კაპიტანი გახდა და 141 მატჩში 24 გოლი გაიტანა. მას მეორე ბუნდესლიგაში 47 შედეგიანი დარტყმა ჰქონდა, ბუნდესლიგაში - 32.

Sportall.Ge

სხვა ქართველები

გერმანიასა და მის რანგით მეორე ლიგაში არაერთ ქათველს უთამაშია, რამდენიმეს გამორჩევა კი განსაკუთრებით შეიძლება. როცა იაშვილსა და "ფრაიბურგზე" ვწერთ, ლევან კობიაშვილი აუცილებლად უნდა ვახსენოთ. მას მეორე ბუნდესლიგაში 86 მატჩი აქვს გამართული, რა დროშიც 15 გოლი გაიტანა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტის ბუნდესლიგური მიღწევები 351 მატჩში 32 გოლია. ამავე პერიოდში, ლევან ცქიტიშვილმა "ფრაიბურგთან" ერთად მეორე ბუნდესლიგაში 33 მატჩში 2 გოლი გაიტანა, ბუნდესლიგაში კი, სადაც "ვოლფსბურგშიც" თამაშობდა, 127 მატჩში 7 გოლი დაუგროვდა.

იმავე "ფრაიბურგთან" და "აუგსბურგთან" ერთად ოთარ ხიზანეიშვილმა მეორე ბუნდესლიგაში 30 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. მას ტრავმებმა ბევრი დააკარგვინა. "ფრაიბურგში" მოგვიანებით დავით თარგამაძეც გამოდიოდა და რანგით მეორე ლიგაში 6 მატჩი ითამაშა. "ფრაიბურგში" ლუკას ჰუფნაგელივ იყო. მას საქართველოს ნაკრების ღირსება 2 მატჩში დაუცავს.

Sportall.Ge

ქართველი ფეხბურთელების გერმანული გზა ერთ-ერთმა პირველმა რევაზ არველაძემა და კახა ცხადაძემ გაჭრეს. ბევრს შესაძლოა, არც კი ახსოვდეს, რომ ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი მარგალიტი, გიორგი ქინქლაძე, კარიერის დასაწყისში სწორედ გერმანიის მეორე ლიგაში, "ზაარბრიუკენში" გამოდიოდა და 11 შეხვედრა ჩაატარა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის მეორე ბუნდესლიგაში ჩვენი ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი იყო.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ლევან ყენია "ფორტუნას" რიგებში მას შემდეგ თამაშობდა, რაც გელზენკირხენის "შალკეში" კარიერა კარგად ვერ აეწყო. ამ ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჩვენებური მათე ღვინიანიძე იყო, რომელმაც "მიუნხენ 1860"-ის რიგებში 87 შეხვედრა ჩაატარა (1 გოლი). მეორე ბუნდესლიგაში 46 მატჩი 9 გოლის ავტორი ხვიჩა შუბითიძე გახდა. გიორგი ჭანტურია "დუისბურგში" მშვენივრად გამოიყურებოდა და 4 გოლის გატანაც შეძლო.

Sportall.Ge

ქართველები იმ იენის "კარლ ცაისის" წევრებიც იყვნენ, რომელიც 1981 წელს ლეგენდარულმა თბილისის "დინამომ" დაამარცხა - მეკარე გიორგი ლომაია, მიხეილ აშვეთია, გიორგი ონიანი და გიორგი სეთურიძე.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ ყოფილ ფორვარდს გაჰქონდა - დავით სირაძის ანგარიშზე 8 გოლი იყო, ნიკოლოზ გელაშვილის - 2.

გერმანიის რანგით მეორე ლიგაში საქართველოს ეროვნული ნაკრების დღევანდელი წევრებიც თამაშობდნენ - გიორგი ჩაკვეტაძე ("ჰამბურგი"), ლაშა დვალი ("დუისბურგი"), გურამ გიორბელიძე ("დრეზდენი") და გიორგი ლორია ("მაგდებურგი").

ბუდუ ზივზივაძე ფიზიკურად ძლიერი ფორვარდია, რომელიც პარტნიორებს ზონებს კარგად უთავისუფლებს, მოძრავია და გოლის ალღო აქვს. იმედია, მისი შედეგიანობა მარტის მატჩებში და არამხოლოდ გაგრძელდება, რაც საქართველოს ნაკრებს ძალიან გამოადგება.

altცნობილი გახდა, რამდენი დაუჯდა "კარლსრუეს" ბუდუ ზივზივაძის ტრანსფერი

altთრილერი "ფოლკსპარკშტადიონზე" - ზივზივაძემ გაიტანა, "კარლსრუემ მოიგო და წინ მიიწევს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 17 /
სტადიონზე თამაშის წინ ფრაიბურგის გუნდის ფეხბურთელების გვარებს დიქტორი ხუმრობით ასე წარადგენდა: ცკიტიშვილი, იაშვილი, კობიაშვილი, მიულერშვილი, მანერშვილი, რიხტერშვილი, ვაგნერშვილი, შუმანშვილი,...
ნაღდი ამბავია. გულშემატკივრებსაც აიყოლიებდა.
ქ. გ.
29 იანვარი 2024 15:14
1
მართლა საჩვენოა ეს ლიგა.
ამდენი ქართველი არ მახსოვდა, კობი, იაშკა და ფინკეს ქართველები სულ სხვა იყვნენ
ფოლკერ ფინკე
29 იანვარი 2024 14:38
2
საჩვენო არა ***. სახიფათოა პირიქით მანდ გადასვლა არ ათამაშებენ ბევრს დაუწყებენ გერმანულ პრეტენზიებს. წავიდნენ ისინი ვინც გაქაჩავენ და კარგად აიწყობენ მანდ სიტუაციას, ძირითადში თამაშის პრობლემა ვისაც არ ექნებათ და მაგას მოახერხებენ კი. სხვა შემთხვევაში არ გაგახარებენ. მაგის გარდა გარდა ყველა საჩვენო ლიგაა ევროპაში.
Niangi
30 იანვარი 2024 21:01
0
კარგი სტატიაა, მარა რეზის არ გაუჭრია გერმანული გზა. კახა ცხადაძე იყო პირველი 1992 წელს და აინტრახტში ორი წელი თამაშობდა, თანაც საკმაოდ კარგად.
ID
29 იანვარი 2024 14:17
0
ცხადაძე ძირითადად სკამზე იჯდა აინტერახტში
ვაჟა
29 იანვარი 2024 14:26
8
ძალიან მაგრა ითამაშებს !
zura222
02 თებერვალი 2023 20:09
1
ეს კახა ვინ არის ასე რომ შესტკივა გული რუსეთზე, ან მოგზავნილია, ან მოსყიდულია, ან ვერ ხვდება რა ხდება დღეს მსოფლიოში და რომელ მხარეს უნდა იდგეს, ჩემი ადრინდელი კომენტარი მასზე (ჩუგუნოვი რომ მოიწონა) ხომ დაბლოკეთ, ახლა ვნახოთ რას იზამთ, თქვენ რომელ მხარეს დგახართ, თუ არ დაბლოკავთ, იქნებ რომელიმემ მიპასუხოთ, ვინ არის ჩუგუნოვი, სად თამაშობდა
პატრიოტი
02 თებერვალი 2023 17:41
11
რუსი ბოტია ეს kaxa. უნდა დაიბლოკოს მისი კომენტარები.
ქ. გ.
29 იანვარი 2024 14:09
4
არაა საჭირო ეს ცრუ და ფუჭი ილუზიები, ევროპული ფეხბურთი და ქართული ფეხბურთი განსხვავებულია, ჩვენი ფეხბურთი არის ახლოს რუსულთან, ბელორუსულთან და ა.შ. ზუსტად იმ დროს მიაღწია ლეგენდარულმა დინამომ შედეგს! მალე ჩვენ ისევ ვნახავთ გაერთიანებულ ნაკრებს! კავშირი აღდგება, ეს ძალიან მალე მოხდება და ჩვენ ისევ მწვერვალებს დავიპყრობთ! წინ გამარჯვებებისკენ!
kaxa
02 თებერვალი 2023 16:32
84
ვიხუმრე ხალხო,
და ძალიან ვნანობ ასეთი სისულელე რომ დავწერე! ბოდიშს ვუხდი ყველას!
kaxa
29 იანვარი 2024 22:01
0
ვაი შენს პატრონს..
ირაკლი
02 თებერვალი 2023 18:58
1
ყველა გამოხმაურება
არამგონია სხვა რომელიმე ლიგაში ამდენ ქართველს ეთამაშა. მადლობა ავტორს, კარგად უმუშავია
ლ.ლ
02 თებერვალი 2023 13:25
2
ღვთისავარ გარგი სტატიაა, მაგრამ ეროვნული ნაკრების დღევანდელ წევრებს, რომ წერ მანდ ჩვენი ვეტერანი მეკარეც - გიორგი ლორია ჩაუმატე, კაცმა ითამაშა! არენდით იყო მაგრამ ხომ ითამაშა მაგდებურგში!? გოგიაზე აღარაფერს ვიძახი! კაცმა უარი თქვა საქართველოს ნაკრებზე!
მწვრთნელი
02 თებერვალი 2023 13:13
5
საკმაოდ ბევრი ქართველი თამაშობდა მართლაც, თუმცა ძირითადი გვარები ესენია. თუკი იაშკას და კობის დროს არ ჩავთვით, სამწუხაროდ ძაან წარმატებულა ვერავის დავარქმევთ, სირაძის გოლები მახსოვს
არჩილი
02 თებერვალი 2023 12:43
0
Maxsovs dekanosidze tamashobda fiurtshi, romelsac cota daaklda tu zustad maxsovs me 4 iko da 3 gadadioda...
Givi
02 თებერვალი 2023 12:41
0

სიახლეები პოპულარული