დინამოელებმა თურქულ შეკრებაზე მეექვსე სპარინგი ჩრდ. მაკედონიის ჩემპიონ შკუპისთან გამართეს. მატჩი რომელიც გარდამავალი უპირატესობით წარიმართა ჩვენმა გუნდმა 0-2 დათმო.
დინამოელებმა ორივე ტაიმი განსხვავებული შემადგენლობით ითამაშეს. ანგარიში შეხვედრის დებიუტში მამადუ დანფამ გახსნა, მეორე გოლი კი პენალტით სანდეი ადეტუნჟიმ გაიტანა. დინამოელებს პირველ ტაიმშივე შეეძლოთ გოლების გატანა, თუმცა რამდენიმე ხელსაყრელ ეპიზოდში ანზორ მექვაბიშვილს, ზორან მარუშიჩს და ნიკა უგრეხელიძეს ზუსტი დარტმა არ გამოუვიდათ. მეორე ტაიმში თბილისელებმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს, მწვავე შეტევებმაც იმატა, თუმცა გოლის გატანა რამდენიმე რეალური მომენტის მიუხედავად მაინც ვერ შეძლეს. დავით სხირტლაძეს,
მომდევნო შეხვედრას დინამოელები 8 თებერვალს დონეცკის შახტართან ჩაატარებენ.
დინამო 0-2 შკუპი
დინამო: კერესელიძე, კალანდაძე, ხვადაგიანი, კობოური, მაისურაძე, მექვაბიშვილი, უგრეხელიძე, მოისწრაფიშვილი, კამარა, ოდიშარია, მარუშიჩი
მეორე ტაიმში შევიდნენ: კუტალაძე, მალი, ტაბიძე, ნზაბა, სიგუა, ოსიყმაშვილი, იმრანი, გონსალვეში, სხირტლაძე (კობოურმა და კამარამ სრულად ჩაატარეს შეხვედრა).
fcdinamo.ge