საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, პირველ ტაიმში, გოლები ვახტანგ კეკელიამ და ირაკლი თოდუამ გაიტანეს. შესვენების შემდეგ სადებიუტო სანაკრებო გოლი საბა ტყეშელაშვილმა მიითვალა.
მოლდოვის ნაკრებთან ამხანაგური მატჩები საქართველოს ნაკრებმა ლეგიონერების გარეშე ჩაატარა. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ საქართველოს ფუტსალის ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელები იყვნენ.
მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის ფარგლებში, ბელგიის წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს. მატჩი 7 მარტს გაიმართება.
nakrebi.ge