საქართველოს 17 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ერევანში სომხეთის ასაკობრივ ნაკრებთან პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. სალომე ხუბულურის გუნდმა მეტოქე დიდი ანგარიშით, 5:0 დაამარცხა.
მატჩის მე-13 წუთზე ზუსტად შესრულებული პენალტით ანგარიში ნინო ბუხრიკიძემ გახსნა. 34-ე წუთზე საქართველოს ნაკრების უპირატესობა ორამდე ნათია ჯოჯუამ გაზარდა. 47-ე წუთზე ლიზი კანკიამ მესამე გოლი გაიტანა მასპინძელთა კარში. 52-ე წუთზე ნინო ბუხრიკიძემ დუბლი გაიფორმა, ხოლო მატჩის საბოლოო ანგარიში თინათინ ამბალიამ დააფიქსირა.
საქართველოს და სომხეთის 17-წლამდელთა ნაკრებების მეორე ამხანაგური მატჩი 25 თებერვალს, კვლავ ერევანში გაიმართება.
სომხეთის 17-წლამდელთა ნაკრებთან ამხანაგური მატჩები
ჩვენი გუნდისთვის გაზაფხულზე გასამართი ოფიციალური შეხვედრებისთვის მოსამზადებელი ეტაპია. 12 და 15 მარტს საქართველოს 17 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის "ბ" ლიგის ფარგლებში ისრაელს და შოტლანდიას დაუპირისპირდება.
მატჩის მე-13 წუთზე ზუსტად შესრულებული პენალტით ანგარიში ნინო ბუხრიკიძემ გახსნა. 34-ე წუთზე საქართველოს ნაკრების უპირატესობა ორამდე ნათია ჯოჯუამ გაზარდა. 47-ე წუთზე ლიზი კანკიამ მესამე გოლი გაიტანა მასპინძელთა კარში. 52-ე წუთზე ნინო ბუხრიკიძემ დუბლი გაიფორმა, ხოლო მატჩის საბოლოო ანგარიში თინათინ ამბალიამ დააფიქსირა.
საქართველოს და სომხეთის 17-წლამდელთა ნაკრებების მეორე ამხანაგური მატჩი 25 თებერვალს, კვლავ ერევანში გაიმართება.
სომხეთის 17-წლამდელთა ნაკრებთან ამხანაგური მატჩები
nakrebi.ge
ვაი თქვნეს პატროოონს. რა გეშველებათ იმენა 5 ქულით გაანადგურეს და იამზე ნერვიულობთ რო არ წავბილწოთ?