სფფ-ში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა

AutoSharing Option
23 თებერვალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შესახებ იმსჯელეს, მათ შორის, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტების დამტკიცების შესახებ.

აღმასკომმა უცვლელი შემადგენლობით დაამტკიცა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტები:

კახა ჭუმბურიძე - პირველი ვიცე-პრეზიდენტი

ალექსანდრე იაშვილი - ვიცე-პრეზიდენტი

აკაკი ალადაშვილი - ვიცე-პრეზიდენტი

ნიკოლოზ ჯღარკავა - ვიცე-პრეზიდენტი


ამასთან, აღმასრულებელმა კომიტეტმა 2023 წლის საშეჯიბრო დებულება დაამტკიცა.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰო არაფერი შეცვალოთ თორემ, თავზე დაგვემხობა ეს საათივით აწყობილი საქართველოს ჩემპიონატი და ფედერაცია.
მაცი ხვიტია
10:50 24-02-2023
0

სიახლეები პოპულარული