U17 | სომხეთი 0:4 საქართველო

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა სომხეთის ასაკობრივ გუნდთან მეორე მატჩი გამართა. პირველი ამხანაგური შეხვედრის მსგავსად, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 5:0 მოიგო, სალომე ხუბულურის გუნდმა ერევანში ამჯერადაც დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა - 4:0.

გატანილი გოლების გარეშე დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ანგარიში მეორე ტაიმის დასაწყისში გახსნა. 49-ე წუთზე თავი ლიზი კანკიამ გამოიჩინა, რომელმაც ერთ წუთში დუბლი შეასრულა. 61-ე წუთზე საქართველოს ნაკრების უპირატესობა სამამდე თინათინ ამბალიამ გაზარდა, ხოლო შეხვედრის საბოლოო ანგარიში ნინო ბუხრიკიძემ დააფიქსირა 86-ე წუთზე გატანილი გოლით.

სომხეთის 17-წლამდე ნაკრებთან ამხანაგური მატჩები ჩვენი
გუნდისთვის გაზაფხულზე გასამართი ოფიციალური შეხვედრებისთვის მოსამზადებელი ეტაპია. 12 და 15 მარტს, საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბ ლიგის ფარგლებში ისრაელს და შოტლანდიას დაუპირისპირდება. საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს შოტლანდია უმასპინძლებს.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბრავო გოგონებს! წინა თამაშიც დიდი ანგარიშიც ახლაც. წარმატებები მომავალშიც და მათ იმედზეა ეროვნული ნაკრები
Nick
18:45 25-02-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული