საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის დასკვნით შეხვედრას ბელგიაში გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი მეტოქეს 7 მარტს დაუპირისპირდება.
ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ჩვენმა გუნდმა თბილისში 4:2 მოიგო. ამ დროისთვის ჯგუფს 9 ქულით საქართველოს ნაკრები ლიდერობს. საქართველოს ნაკრებმა მატჩისთვის მზადება პირველ მარტს, თბილისში დაიწყო.
საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: თორნიკე ბუკია (კსუ, თბილისი), ბექა ტყემალაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი)
წინა ხაზი: შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია
(ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ კეკელია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ირაკლი თოდუა (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), რონინიო (ანდერლეხტი, ბელგია), სიმი საიოტი (ელექტრიკო, პორტუგალია), ბრუნო გომესი (აპოსტოლი, ესპანეთი), ფერნანდო დრასლერი (ბეტისი, ესპანეთი), თალესი (კასკაველი, ბრაზილია), ელისანდრო (მაგნუსი, ბრაზილია), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ბრუნო პეტრი (რიბერა ნავარა, ესპანეთი)
მსოფლიო ჩემპიონატის საკვლიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდის საგზურს 12 ჯგუფის გამარჯვებულები და ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს, დარჩენილი 8 მეორეადგილოსანი კი ელიტ-რაუნდის საგზურისთვის ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს.
nakrebi.ge