საქართველოს ნაკრებმა მზადება თბილისში პირველ მარტს დაიწყო, დღეს კი ოლიმპიურ სასახლეში ღია ვარჯიში გამართა. ჩვენი გუნდი ბელგიაში 4 მარტს გაემგზავრება, სადაც სრული შემადგენლობით შეიკრიბება. ტრავმის გამო მოახლოებულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს ზვიად კუპატაძე ვერ დაეხმარება.
ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "რთული თამაში გვექნება, მაგრამ მზად ვართ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფი პირველ ადგილზე დავასრულოთ. რთული იქნება, მაგრამ
ირაკლი თოდუა (საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების წევრი): "ჩვენი მიზანი და გეგმა გვაქვს, რომელიც ბოლომდეა მისაყვანი. ვეცდებით, რომ ჯგუფი პირველ ადგილზე დავასრულოთ, რათა შემდგომ ეტაპზე მაღალი კალათიდან დავიწყოთ ასპარეზობა".
საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:
წინა ხაზი: შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ კეკელია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ირაკლი თოდუა (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), რონინიო (ანდერლეხტი, ბელგია), სიმი საიოტი(ელექტრიკო, პორტუგალია), ბრუნო გომესი (აპოსტოლი, ესპანეთი), ფერნანდო დრასლერი (ბეტისი, ესპანეთი), თალესი (კასკაველი, ბრაზილია), ელისანდრო (მაგნუსი, ბრაზილია), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ბრუნო პეტრი (რიბერა ნავარა, ესპანეთი)
საქართველოსა და ბელგიის ნაკრებებს შორის პირველი შეხვედრა ჩვენმა გუნდმა თბილისში 4:2 მოიგო. ამ დროისთვის ჯგუფს 9 ქულით საქართველოს ნაკრები ლიდერობს.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდის საგზურს 12 ჯგუფის გამარჯვებულები და ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს, დარჩენილი 8 მეორეადგილოსანი კი ელიტ-რაუნდის საგზურისთვის ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს.
nakrebi.ge