"საფრთხედ მივიჩნევთ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც საქართველოს ევროპულ გზას საფრთხეს შეუქმნის" - თბილისის "დინამოს" განცხადება

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" "აგენტების კანონპროექტთან" დაკავშირებით კლუბის "ფეისბუქის" გვერდზე განცხადება გაავრცელა:

"დინამო თბილისი, როგორც საქართველოს იდენტობის ერთ-ერთი მთავარი მატარებელი, არის და იქნება ქართველი ხალხის თვითგამოხატვის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. ჩვენი კლუბი, დინამოს დიდი ოჯახი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას და საფრთხედ მივიჩნევთ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ამ გზას საფრთხეს შეუქმნის.

როგორც ჩვენს ფეხბურთს, ისევე ჩვენს ქვეყანას სჭირდება მეტი განვითარება და საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა არაერთხელ დააფიქსირა, რომ ამ განვითარების საშუალებას მხოლოდ ევროპულ ოჯახთან ერთად ხედავს. ევროკავშირში გაწევრიანება უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი
მთავარი მიზანი და ამ გზის მართებულობა არ უნდა დაექვემდებაროს გადახედვას".

მკითხველის კომენტარები / 57 /
დინამო-ნაცების დაკრიშული- რუსეთიდან მოსული პრეზიდენტით,რომელიც ადრე ვორონეჟის ფაკელის მფლობელი იყო. ბევრმა იცოდა და ბევრმაც დღეს გაიგო ეს.არ გაწყობთ თანხების გამჭვირვალობა? ამერიკაშიცაა ზუსტად ეს კანონი და ევროპული გზიდან გადახვევა რა შუაშია? ფეხბურთს ხო მიხედეთ უკვე და ახლა პოლიტიკასაც მაგრად მიხედავთ. ამიტომ არაფერი გვეშველება რაა.
ზეზვა
07 მარტი 2023 03:26
31
განცხადება ნახე რა -"დინამო თბილისი, როგორც საქართველოს იდენტობის ერთ-ერთი მთავარი მატარებელი, არის და იქნება ქართველი ხალხის თვითგამოხატვის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა." სირცხვილი არ გაქვთ საერთოდ?შუბლის ძარღვი გაწყვეტილი გაქვთ ხომ? ნეტავ თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს? ყაზახეთს და ესტონეთს ვერ უგებთ, ფარერებზე ხო ბაზარი აღარ არის. წადით ბიძიკო და ივარჯიშეთ. რა გინდათ თქვენ ევროპაში?მთელი საქართველო რომ შევიდეს თავის აფხაზეთით და სამაჩაბლოთი, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე თქვენ მაინც უნდა დაგტოვონ გარეთ. თქვენ უნდა თამაშობდეთ ჩებოქსარის და ტიუმენის გუნდებთან მეტის ღირსები არ ხართ.
ძველი დინამოს გულშემატკივარი.
06 მარტი 2023 22:36
29
ჯერ ხომ გააბანძეთ ამხელა ტრადიციების მქონე კლუბი და ახლა პოლიტიკური განცხადებებით გაიბანძეთ თავი, ვაი ტქვენს პატრონს...
ჩელენჯერი
07 მარტი 2023 01:27
20
თქვენ თავს საქართველოს იდენტობას ეძახით?!ესე იგი ყოველწლიურად,საქართველოს თავს ლაფს რომ ასხამთ,ამასაც თავს ლაფდასხმულის იდენტობის განსამტკიცებლად აკეთებთ?თქვე ფარერებზე დაჩინჩლულებო თქვენა!ძაღლი შინ არ ვარგოდა,სანადიროდ გარბოდაო,თქვენზეა ნათქვამი.ჯერ ფეხბურთის თამაში ისწავლეთ და სხვაზე მერე დაიწყეთ, ენის ტლიკინი.
სოსო
07 მარტი 2023 00:54
26
ბატონებო, დიდი ბოდიში ჩემი კომენტარისთვის: მე მგონი, ლუსტრაცია გრძელდება, დაიწყო მიჰამ და გაგრძელდა ენჯეოების ლაგამამოსადები კანონის მიღებით,
მე ჯერ აქამდე, არ გამიგია დინამო თბილისის წარმატებები უშუალოდ ფეხბურთში, გარდა ავადსახსენებელი მოგონებებისა, ერთი რამეს ვხვდები, რაც ცუდია ენჯეოებისთვის და მათი სანათესაოებისთვის, ის კარგია ხალხისთვის. გამგებმა გაიგოს.
შალვა
06 მარტი 2023 23:29
33
გენაცვალე აზროვნებაში, მარტო ნჯო-ები არა, სადაც ნაციონალებიც აპროტესტებენ კანონს ესეიგი ის კანონი მართლა არის ქვეყნის ინტერესების გამტარებელი
შალვას
07 მარტი 2023 00:21
22
ცოცხებს და სადისტობას არ მიიჩნევდით საფრთხედ? და არა ევროპულად? თუ მაშინ დაკრიშულები იყავით? ფიფია რუსი ბიზნესმენი იყო სულ და დღეს გახდა ევროპელი? ამერიკულ კანონს რუსულს ეძახით, ფეხბურთს მიხედეთ ბიძიკო,ფეხბურთს
ზეზვა
07 მარტი 2023 01:57
23
ფეხბურთს მიხედეთ, ფეხბურთს....
ემზარი
06 მარტი 2023 22:28
27
ბრავო დინამო. ჩვენ ვართ საქართველო. უგუნურ ქოცებს და არქიფოს თუ ხელი წაუცდებათ სანანებლად დარჩებათ მთელი ცხოვრება. ხალხის ნებას ევროპისკენ გზას ვერავინ დაუდგება.
G.LA
06 მარტი 2023 22:17
36
ფეხბურთი ითამაშეთ თქვე ლუზერებო, პოლიტიკას პოლიტიკოსები მიხედავენ! საქართველოს იდენტობა არა კვახი, ჯერ რუსული სახელი მოიცილეთ, რაღაც წარმატებას მიაღწიეთ და მერე იბაქი-ბუქეთ, გამოვიდნენ პატრიოტები, კუმ ფეხი გამოყო პენალტი დამარტყმევინეთო, საკუთარი გულშემატკივრებიც კი არ გყავთ, ოჯახის წევრებიც კი არ დადიან თქვენს თამაშებზე!...
ელგუჯა
06 მარტი 2023 22:14
27
პოლიტიკოსი ყაველაშვილი :) ტიპს განათლების დამადასტურებელი საბუთი არ მოეპოვება და ეს მიხედავს საქმესო. არქიფო სეთურის ფერმად გადაიქცა აქაურობა. სპირიდონა სულანჯიები კი გვყავს ბლომად.
ციციკორე
06 მარტი 2023 23:56
20
ეს ყველა ხელმოცარული ლუზერი ასე რატომ ეტმასნება ევროპას?))
თგკ
06 მარტი 2023 22:17
32

სიახლეები პოპულარული