ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა მატჩის მასპინძელ არენაზე ივარჯიშა

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის ბოლო მატჩს ბელგიაში გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი მეტოქეს 7 მარტს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრებმა მზადება თბილისში პირველ მარტს დაიწყო, ბელგიაში კი 4 მარტს გაემგზავრა, სადაც სრული შემადგენლობით შეიკრიბა.

მატჩის წინა დღეს ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ არენაზე ივარჯიშა. ტრავმის გამო მოახლოებულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს ზვიად კუპატაძე ვერ დაეხმარება.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: თორნიკე ბუკია (კსუ, თბილისი), ბექა ტყემალაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი)

წინა ხაზი: შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი,
რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ კეკელია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ირაკლი თოდუა (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), რონინიო (ანდერლეხტი, ბელგია), სიმი საიოტი(ელექტრიკო, პორტუგალია), ბრუნო გომესი (აპოსტოლი, ესპანეთი), ფერნანდო დრასლერი (ბეტისი, ესპანეთი), თალესი (კასკაველი, ბრაზილია), ელისანდრო (მაგნუსი, ბრაზილია), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ბრუნო პეტრი (რიბერა ნავარა, ესპანეთი)

საქართველოსა და ბელგიის ნაკრებებს შორის პირველი შეხვედრა ჩვენმა გუნდმა თბილისში 4:2 მოიგო. ამ დროისთვის ჯგუფს 9 ქულით საქართველოს ნაკრები ლიდერობს, მეტოქეს კი 6 ქულა აქვს. საქართველოს ნაკრებთან შეხვედრამდე ბელგიამ ჯგუფის აუტსაიდერ ავსტრიას 6:1 სძლია.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს. დარჩენილი 8 მეორეადგილოსანი კი ელიტ-რაუნდის საგზურისთვის ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს.

ბელგია-საქართველოს შეხვედრა თბილისის დროით 22:30 წუთზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ჩვენს ვებგვერდზე შემოგთავაზებთ.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
კუპატას გარეშე მეეჭვება რა მოგება, იმედია 2 ზე მეტით არ წავაგებთ.
გფფ
09:58 07-03-2023
0
ეს მსოფლიოს ნაკრებია, თუ საქართველოსი?
ჟორჟეტა!
07:55 07-03-2023
7

სიახლეები პოპულარული