"როდესაც საქართველოს ნაკრებიდან დამიკავშირდნენ, ქვეყნისა და ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი" - სანიოლმა საქართველოს ნაკრებზე, ქართველ ფეხბურთელებსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ფრანგულ გამოცემა sofoot-თან სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრა.

სანიოლის თქმით, თავის დროზე ხვიჩა კვარაცხელია რამდენიმე ფრანგულ კლუბს შესთავაზა, თუმცა ყველა მათგანისგან უარი მიიღო.

ნორვეგიასთან დაპირისპირებასა და საქართველოს ნაკრების მიზნებზე

"რა თქმა უნდა, ჩვენს ჯგუფში მთავარი ფავორიტი ესპანეთის ნაკრებია. ნორვეგიას ჰოლანი ჰყავს, რომელიც დიდებული ფეხბურთელია, თუმცა მხარს ძლიერი თანაგუნდელებიც უბამენ; ასევე - შოტლანდია, ყველამ იცის, მათთან გლაზგოში თამაში როგორი რთულია. კვიპროსიც არ უნდა გამოგვრჩეს. ჯგუფიდან გასვლას ვეცდებით. იმედია, ტრავმებს ავირიდებთ. 18-20 ფეხბურთელი დამჭირდება, რათა მეტოქეებს პრობლემები
შევუქმნათ.

4-წლიანი პაუზა სამწვრთნელო კარიერაში

პირადი მიზეზების გამო გაჩერება გადავწყვიტე. ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა წინადადება მივიღე როგორც კლუბებისგან, ასევე ნაკრებებისგან. ფეხბურთისგან შორს მაინც არ ვიყავი, რადგან RMC-ზე მიმომხილველად მუშაობა დავიწყე და სპორტის ამ სახეობასთან კავშირი მუდამ მქონდა. ვაღიარებ, როდესაც საქართველოს ნაკრებისგან წინადადება მივიღე, არც ქვეყნისა და არც შიდა ჩემპიონატის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. ლევან კობიაშვილი დამიკავშირდა. მას მოედანზე ბევრჯერ შევხვედრივარ, როდესაც ორივე ბუნდესლიგაში ვთამაშობდით. სიმართლე გითხრათ, წინადადებას მაშინვე დავთანხმდი.

საქართველოსა და თბილისზე...

საქართველოში დაახლოებით 7 თვეს ვატარებ. ჩემპიონატისა და თასის მატჩებს თვალყურს ვადევნებ. საქართველო ულამაზესი ქვეყანაა დიდი ისტორიითა და მდიდარი კულტურით, ასევე სტუმართმოყვარე და თბილი ხალხით. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა, მანქანის გასაღები შეგიძლიათ დაივიწყოთ. თბილისი შესანიშნავი, ცოტათი ხმაურიანი და ტრადიციული ქალაქია.

ხვიჩა კვარაცხელიაზე

რასაც ხვიჩა იტალიაში აკეთებს, გასაოცარია. მისმა ტრანსფერმა ხელი სხვა ქართველ ფეხბურთელებსაც შეუწყო, რადგან ევროპულ კლუბებს მათ მიმართ ინტერესი გაუჩნდათ. "კვარას" აყვანა თავის დროზე რამდენიმე ფრანგულ გუნდს შევთავაზე, თუმცა ყველა მათგანისგან უარი მივიღე. ახლა კი ისინი მიკავშირდებიან და შემტევის შესახებ ინფორმაციას მეკითხებიან. საქართველოს მხოლოდ 3.7 მილიონი მოქალაქე ჰყავს, ამიტომ რაოდენობრივად ყველა მათგანის ტოპ-5 საუკეთესო ლიგაში ხილვა რთული იქნება.

საქართველოში ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს, ნაკრების თამაშებზე ტრიბუნები მუდამ სავსეა, მოთამაშეებზე ძალიან დიდი ზეწოლაა, გადაჭარბებულიც კი, მაგრამ ამის გარეშე შედეგი არ მიიღწევა. ადრე ჩემზე, როგორც "ბაიერნის" ყოფილ ფეხბურთელზე, ისე საუბრობდნენ, დღესდღეობით კი ყველა ეროვნული ნაკრების წევრად აღმიქვამს" - განაცხადა სანიოლმა ინტერვიუს დასასრულს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები მონღოლეთთან ამხანაგურ შეხვედრას 25 მარტს გამართავს, 28 მარტს კი ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიას დაუპირისპირდება.


alt"ჰოლანი? ჩვენ კაშია გვყავს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

altნეაპოლში კვარაცხელიას ალექსანდრე იაშვილი და ვილი სანიოლი ესტუმრნენ

altფრანგულ გუნდებს მის დამატებას ვთავაზობდი, მაგრამ არც კი მომისმინეს, რიბერის ძალიან ჰგავს - ვილი სანიოლი ხვიჩაზე საუბრობს



მკითხველის კომენტარები / 10 /
თქვენ ბატონო სანიოლ ზოგადად ფეხბურთის შესახებ არაფერი იცოდით. ეს ზუსტად აღნიშნეთ. ოღონდ ქართული ფეხბურთისს შესახებ კი არა, ზოგადად ფეხბურთის შესახებ არაფერი იცოდით.
ჭორიკანა
13:22 23-03-2023
5
კარგი ქნა უსაფრთხოებაზე რომ გააკეთა კომენტარი, უზარმაზორი ფაქტორია ტურიზმისთვის და ზოგადად ქვეყნის იმიჯისთვის. ინგლისელებმა პირიქით, თბილისში ფრთხილად იყავითო გულშემატკივრებს უთხრეს. მერე ბოდიში კი მოიხადეს, მაგრამ რამდენად ეშველა კაცმა არ იცის.
შეტევა
08:44 23-03-2023
0

სიახლეები პოპულარული