მოახლოებულ ტურნირზე დინამო თბილისის გარდა იტალიური ჯენოა და მონცა, ესპანური სევილია, თურქული ბაშაქშეჰირი და აზერბაიჯანული ყარაბაღი იასპარეზებენ. მატჩები დინამოს აკადემიის მოედანზე ჩატარდება.
ვიტალი დარასელიას თასი ბოლოს 2019 წელს გათამაშდა და თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში დინამოელებმა ემპოლი 1-0 დაამარცხეს.
fcdinamo.ge