მოგეხსენებათ, "ჩაკვე" "გენტს" ეკუთვნის და იჯარის ვადა 30 ივნისს ეწურება. გიორგის სატრანსფერო ფასი 2.2 მილიონი ევროა. ბელგიური კლუბი მას იოლად არ დათმობს, სლოვაკებისთვის კი ამხელა სატრანსფერო ფასის გადახდა მარტივი არ იქნება. იმასაც შეგახსენებთ, "გენტს" და მის
ჩვენებურთან დაკავშირებით გრძელვადიანი გეგმები არ აქვს და მანამდე ის გერმანულ "ჰამბურგში" ჰყავდათ განათხოვრებული. სპეციალისტი ბოლოს ამბობდა, რომ ქართველი ნახევარმცველის მუშაობითა და მონდომებით კმაყოფილი იყო, მაგრამ მას დროს მაინც არ აძლევდა.
ტრავმის შემდეგ, ჩაკვეტაძეს ბელგიურ კლუბში ყველაფერი აერია. მკურნალობის გზების, მეთოდებისა და დროის არასწორად შერჩევამ ტალანტს, რომელმაც მანამდე "ერთა ლიგაზე" იფრინა, ბევრი დააკარგვინა. ახლა მაინც უნდა მოხდეს სწორი პოზიციის დაკავება და თუკი ბელგიელებს მომავალი მასთან ერთად ვერ წარმოუდგენიათ (ეს ასეცაა), ახალი გუნდის შერჩევა ძალიან გააზრებულად და აუცილებელი გარანტიების მიღებით მოხდეს.
ჩაკვეტაძე ჯერ მხოლოდ 23 წლისაა. თუკი ის ადრე მარცხენა ფლანგიდან ძალიან აქტიური და შედეგიანი გვახსოვს, ვაისის გუნდში პლეიმეიკერის ფუნქციებს ითვისებს, ბურთსა და საკუთარი გუნდის თამაშს აკონტროლებს და შემტევები სახიფათო პოზიციებზე გაჰყავს. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ნორვეგიასთან ჩატარებული მატჩის შემდეგ თქვა, რომ "ჩაკვეს" დრო იმის გამო არ მისცა, მას ამ ეტაპზე დაცვასა და შეტევაში თანაბრად თამაში არ შეუძლია, თუმცა ფრანგი სპეციალისტის მხრიდან მის მიმართ თანადგომას ვხედავთ. გიორგის "ჯვაროსნების" მაისურით 7 გოლი აქვს გატანილი და უმეტესი მათგანი უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი იყო.
სტატისტიკურად, ქართველი ნახევარმცელის სლოვაკური მონაგარი ერთი მხოლოდ გოლი და 4 საგოლე პასია. მეტოქის კარის აღების შემდეგ ის "სლოვანისთვის" ტრადიციულ, გულშემატკივრების ლუდით გამასპინძლების აქციაში ჩაერთო. მისი თამაში უფრო საინტერესო და აზრიანია, ვიდრე ეს მწირი მონაცემები.
სად შეიძლება ითამაშოს გიორგიმ? - თავდაპირველად, შესაძლოა იმ აზრმა გაგვიელვოს, რომ ევროტურნირებზე რომელიმე ქართულ კლუბს შეუერთდეს. ეს რომ დავუშვათ, ამის შანსი მხოლოდ მის მშობლიურ თბილისის "დინამოში" იქნება, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა ითამაშოს. "გენტში" დაბრუნებას, რომელიც კონფერენს ლიგაზე გასვლას ცდილობს, ეს ნამდვილად სჯობს. ამაზე მნიშვნელოვანი ისაა, "სლოვანთან" იჯარის ამოწურვამდე შესაძლო ვარიანტებზე ბევრი მუშაობა იყოს. ამ საქმეში გიორგის საფეხბურთო მენეჯერთან ერთად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დახმარების იმედიც გვაქვს. ვიცით, რომ ბუდუ ზივზივაძე "კარლსრუეში" ალექსანდრე იაშვილის ჩართულობით ჩაირიცხა.
30 ივნისს მოუთმენლად დაველოდებით...
ამ ბიჭს სტაბილურობა სჭირდება, იქით აქეთ სიარული ჩაკვეს სტილი არ არის!
რაც შეეხება წასვლას ამ სეზონში ჩაკვეს ნამდვილად არ ქონია იმ ხარისხის და დონის თამაში რომ რომელიმე კარგმა ევროპულმა კლუბმა (ტოპ ლიგის) საშუალო ან მაღალი დონის კლუბმა იყიდოს და ათაამშოს ძირითადში აქედან გამომდინარე კიდევ ერთი სეზონი სლოვანში და ევროტურნირებზე თამაში ვფიქრობ ჩაკვესთვის უკეთესი იქნება რომ მომავალ სეზონში აჩვენოს უკვე ის დონე და ხარისხი და ითამაშოს ისე რომ მართლა კარგმა გუნდმა წაიყვანოს თავისთან 44 მატჩში ერთი გოლი სტატისტიკურადაც არ არის ის შედეგი რომ რომელიმე კარგი გუნდი დაინტერესდეს ჩაკვეთი.
დაგავიწყდათ რა ბოსელი იყო გენტის?ჩაკვეს პასის უკან დამბრუნებელი რო არ ჰყავდა.
გუნდში არავინ არ იყო ფეხბურთის მოთამაშე, ბეზუსი,კაპიტანი რო იყო(საქ.ლიგა 2 დონის) გუნდი 3პასს ვერ აბავდა და ეგ კაცი ჩაკვეს აკრიტიკებდა-გუნდურად არ თამაშობსო.
ჩემი ვარაუდით სლოვანი 1,5 მილიონამდე შესთავაზებს გენტს,იმიტომ რომ ვაისმა იცის რა ალმასი შეიძლება ჩაიგდოს ხელში იაფად.