შოთა არველაძე კვლავ თურქეთში - ქართველი სავარაუდო მწვრთნელთა სიაში პირველია

AutoSharing Option
გამოცემა "ფანატიკის" ინფორმაციით, თურქეთის სუპერლიგის ბინადარი "ქარაგუმრუკი" შოთა არველაძესთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და მთავარ მწვრთნელად დანიშვნის პირველი კანდიდატია.

მხარეებს შორის საწყისი შეხვედრა უკვე შედგა, რომელმაც საკმაოდ პოზიტიურად ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდის ვიცე-პრეზიდენტი აჩი არველაძეა, იჯარით კი გასულ სეზონში საქართველოს ნაკრების წევრი საბა ლობჟანიძე თამაშობდა.

შოთა არველაძე 2022 წლის მერე, მას შემდეგ, რაც "ჰალიდან" წამოვიდა, უმუშევარია. რაც შეეხება "ქარაგუმრუკს", კლუბმა გასული სეზონის ბოლოს არადაკმაყოფილებელი შედეგების გამო ანდრეა პირლო დაითხოვა და ახალი დამრიგებლის ძიებაშია.
მკითხველის კომენტარები / 6 /
იმედია წარმატებული იქნება!
Irakli
12 ივნისი 2023 11:52
1
სუსტს ვერ იტყვი. მარა არასტაბილურია. თუ მოუძებნა რო გუნდმა სტაბილური შედეგი აჩვენოს კარგი მწვრთნელი დადგება
მათე
11 ივნისი 2023 01:02
1
გინდ ისე თქვი გინდ ასე,სუსტი მწვრთნელია ძალიან.
Lobotka
09 ივნისი 2023 21:14
8
მწვრთნელობაში არსად არ გაუმართლა
დავით 67
09 ივნისი 2023 18:58
3
იქაც ტუ მიიგეს მადლობა ტქვას
ar dabloko tu zma xar
09 ივნისი 2023 15:28
12
წარმატრბები ჯიმა
kaka
09 ივნისი 2023 13:21
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული