საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ბ ლიგის პირველ ჯგუფში იასპარეზებს. ქართველ გოგონებთან ერთად ა ლიგაში გადასასვლელად კოსოვოს, ჩრდილოეთ მაკედონიის და სომხეთის 17-წლამდე ნაკრებები იბრძოლებენ. ა ლიგაში ჯგუფების გამარჯვებულები და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი აღზევდება.
ბ ლიგაში ითამაშებს საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები. ჩვენი გუნდი მეხუთე ჯგუფში მოხვდა, სადაც ბულგარეთს, ხორვატიას და ლატვიას დაუპირისპირდება. ა ლიგაში ჯგუფების გამარჯვებულები და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი გუნდი აღზევდება.
საკვავლიფიკაციო ეტაპის მატჩები შემოდგომაზე
გაიმართება. ჯგუფების მასპინძლები და მატჩების ჩატარების ზუსტი თარიღები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
Nakrebi.ge