"ოლიმპიადა გაცვალეთ კვიპროსის სამ ქულაში! ოცნებების სასაფლაოა ქართული ფეხბურთის დამოუკიდებელი ცხოვრება" - ლევან სალუქვაძე

AutoSharing Option
სპორტული ჟურნალისტი და ტელეკომენტატორი ლევან სალუქვაძე ყოველთვის გამოირჩევა პირდაპირობით და დაუფარავად ამბობს სათქმელს...

ამჯერად, მან სანაკრებო ბატალიები შეაფასა - ისრაელთან მარცხი და ოლიმპიადაზე მოხვედრის ხელიდან გაშვებული შანსი...

- ძალიან გულდაწყვეტილი ვართ, წავაგეთ პენალტების სერიაში... მაგრამ წავაგეთ არა ერთი მატჩი, არამედ წავაგეთ ოცნება... ოცნებების სასაფლაოა მთელი ქართული ფეხბურთის დამოუკიდებელი ცხოვრება. ჯერ ქინქლაძისა და არველაძეების თაობის გვჯეროდა, მერე იყო კიდევ სხვა გამონათებები...

მერე მაკედონიასთან მატჩის გვჯეროდა... მერე ამ თამაშის გვჯეროდა... თან ბოლო ორივე დიდი მატჩი თბილისში იყო, ჩვენს ხელში იყო ყველაფერი... მაგრამ
ორივეჯერ რაღაც დავაკელით, ამიტომაც არ ვიმსახურებდით მოგებას! პირველში დავაკელით ის, რომ უეფას მიერ სანქცირებული მაყურებლების რაოდენობა არ შევუშვით სტადიონზე, რომის პაპზე უფრო კათოლიკეები აღმოვჩნდით და წავაგეთ ის თამაში...

მე არ ვამბობ, რომ აუცილებლად მოვიგებდით, ასეთ რამეებზე ვერ გამომედავებით, მაგრამ უფრო მეტი შანსი გვექნებოდა, ხალხი რომ შეგვეშვა... მეორე იყო და, აგერ, ევროპის ჩემპიონატი, ოლიმპიადა... მთელი მსოფლიო აქ იყო, ჩვენ კი ორ საუკეთესო მოთამაშეს არ ვათამაშებთ...

მე არ ვიცი, ეს მოთამაშეების გადაწყვეტილება იყო, იმათი კლუბების, მენეჯერების, ფედერაციის, მწვრთნელების, სანიოლის თუ ვისი... არ მაინტერესებს...

მთავარი არის, ვისაც ეხებოდა ამის დარეგულირება, იმას უნდა ექნა ყველაფერი, რომ ამათ ეთამაშათ... როგორ მოხდებოდა? იმიტომ არის იქ ის ხალხი, იმიტომ მართავენ, რომ თვითონ უნდა იცოდნენ...

მესმის, რომ გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო, მესმის, რომ მე არ შემეკითხებოდა ვინმე, როგორ მოვქცეულიყავით და არც მაქვს ამის პრეტენზია, მაგრამ პრეტენზია იმაზე მაქვს, დამდგარ შედეგზე შეფასება გავაკეთო...

და ამ შედეგზე პასუხისმგებლობა აიღოს იმ ხალხმა, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. და გითხრათ, რა შედეგი გაქვთ? - ოლიმპიადა გაცვალეთ კვიპროსის სამ ქულაში!..

თუ ეს არის თქვენი მენეჯმენტი, მაშინ ასე გააგრძელეთ. გაუფუჭეთ ხასიათი ყველას! გადაღლილი-გადმოღლილი... პატარა ბიჭები არიან და დალაპარაკებოდით... 20 წუთით რომ შემოსულიყვნენ ისრაელთან კვარაცხელია და მიქაუტაძე, გაარღვევდნენ შუაზე ისრაელის დაცვას და გავიდოდით...

თქვენც კარგად იცით, რომ ასეა, მაგრამ იხტიბარს არ იტეხთ. ვისი გადაწყვეტილებაც იყო, ახლა ეს კვიპროსის 3 ქულა სადაც გინდათ, იქ წაიღეთ. გავუშვით ხელიდან ოლიმპიადა და ევროპის ჩემპიონატი...

რომელი ჯობდა? ამას დიდი რაღაც არ სჭირდება, გააჩერეთ ხალხი ქუჩაში და ჰკითხეთ. ნახევარფინალი კი არა, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა გაგვიხდება აუხდენელი ოცნება...

რატომ არ იყო სანიოლი ჯგუფური ეტაპის თამაშებზე? მთელი მსოფლიო აქ იყო ფეხბურთის საყურებლად... თბილისში იცხოვრებსო. თბილისში ცხოვრება იმიტომ კი არ მინდა, "შარდენზე" კაფეში დაჯდეს...

ნაკრების მწვრთნელი ამაზე უკეთეს ადგილას სად წავიდოდა? სხვა ქვეყანაში რომ ჩატარებულიყო, იქ წავიდოდი საყურებლად სანიოლის ადგილას...

ჯერ ერთი, 10 ფეხბურთელი ამ ნაკრებში ჰყავს, და მერე, ვინც არ არის, პოტენციურად ეროვნულ ნაკრებში მისაწვევია ხვალ და ზეგ... დაგიბერდათ იქ მოთამაშეები, ასაკში არიან... კანკავა რომ წავიდა, სხვები ნაკლები კი არ არიან ასაკით, უკვე მოდის მათი შეცვლის დრო და ამ ნაკრებიდან უნდა შეცვალოთ...

...და დიდი აფიშები - "სანიოლი ისრაელთან მატჩს დაესწრება". დიდი მადლობა! გქონდეთ ახლა კვიპროსის 3 ქულა და ვნახოთ, რაში გამოგადგებათ მაგ ჯგუფში, - თქვა ლევან სალუქვაძემ.


წყარო: Lelo
მკითხველის კომენტარები / 127 /
ვეთანხმები აბსოლუტურად სანიოლის არ დასწრების კრიტიკას, ყოველ შემთხვევაში სანამ დამაჯერებელ არგუმენტებს არ მოვისმენთ. აი რაც შეეხება კვარასა და მიქაუტაძის მონაწილეობას, იმთავითვე არ ვეთანხმებოდი. ამის მიზეზი რამდენიმეა. მესმის მარცხით გამოწვეული ემოციები, მაგრამ მოდი შევხედოთ ცივი გონებით: კვარას ჰქონდა დაუჯერებელი, ზღაპრული სეზონი, რომელმაც კოლოსალური გავლენა იქონია არათუ პატარა ჯვაროსნებზე, არამედ მთლიანად ქართულ ფეხბურთზე. სიმართლე ვთქვათ, მიუხედავად საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ცნობადობისა, ქართულ ფეხბურთს დიდი მსოფლიოს კარი კვარამ შეუღო, არც მეტი არც ნაკლები. ეს შედეგი თავისთავად ხომ არ დამდგარა, ის თანგანწირული შრომის და ზღვა ემოციური დატვირთვის შედეგია. სეზონის ბოლოს მისი ფიზიკური და ემოციური მდგომარება აღარ იყო მისი დონის შესაბამისი. ეს აშკარად ჩანდა ბოლო თამაშებში. აქედან გამომდინარე მისი დაყენება ამ ტურნირზე არ მიმაჩნდა გამართლებულად. ფეხბურთელი ან არის სათამაშო ფორმაში, ან გადის რეაბილიტაციის, რელაქსაციის პროცესს. არ ხდება ისე, რომ შევა რამდენიმე წუთი და თამაშს გააკეთებს. ძალიან დიდი იქნებოდა ტრამვის რისკი. მითუმეტეს მის წინააღდეგ, სტატუსიდან გამომდინარე მოწინააღმდეგეები განსაკუთრებით მოინდომებდნენ. სტატიაში არის რიტორიკა და მეც ასე დავსვამდი საკითხს: გვიღირდა კი ჩვენ ეს ოლიმპიადა იმად, რომ ფორმაში არ მყოფი ხვიჩას ჯანმრთელობა გაგვერისკა? მითუმეტეს არაფერი იყო გარანტირებული შედეგის თვალსაზრისით. პ.ს. მედალს ორი მხარე აქვს.
ამატაკი
04 ივლისი 2023 13:04
16
ვინც საქართველოს არ გამოადგება ყველას გავკარი ჩემიანსაც და სხვისასაც.ოლიმპიადა გავმაზეთ იმიტომ რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავმა არ ითამაშა.ახლა ირბინეთ ყელმოღერებულმა უტვინო ქართველებმა ნეაპოლში ქართული დროშებით და იტრაბახეთ.საქართველოს რა ხეირი./სხვათაშორის დასადგენია უარის მიზეზი/
ერთი უბრალო პატრიოტი
05 ივლისი 2023 14:25
4
ვინც იმას იძახით რომ ფეხბურთშო ოლიმპიადა მეორეხარისხოვანიაო, ის მაინც დააყოლეთ ვისთვის არის მეორეხარისხოვანი, ჩვენნაირი ქვეყნისთვის ყველა ტურნირი სადაც მონაწილეობას მივიღებთ არის პირველხარისხოვანი, მეორეხარისხოვანი შეიძლება იყოს გერმანიისთვის, ბრაზილიისთვის, ინგლისისთვის და ასე შემდეგ.
მამუკა
05 ივლისი 2023 07:07
2
Ხვიჩას რომ ეთამაშა და თამაში არ წასვლოდა, რაც მოსალოდნელი იყო მისი ბოლოდროინდელი ცუდი ფორმის გამო, მერე გენახათ ხვიჩას გინება... Ხმას როგორ იღებთ ხვიჩას საწინააღმდეგოდ, თქვე დაუნახავებო...
Დათო
04 ივლისი 2023 17:38
8
აზზე არ არიან ბიჭო, მარტო ყვირილი შეუძლიათ. 21 წლამდელთა ჩემპიონატი და ოლიმპიადაზე მოხვედრა დიდი რამე ჰგონიათ..წინა 21 ჩემპიონი ვინ არის რო კითხო 90% არც ეცოდინება..
Gambler
04 ივლისი 2023 19:19
7
რაზე კამათობთ ფეხბურთელმა უნდა ითამაშოს ფეხბურთი რა მოთხოვეს მეტი?
რუბიკონი
04 ივლისი 2023 15:44
2
დილეტანტური მსჯელობაა ძალიან, კომენტარადაც არ ღირს. უბრალოდ ამ ვითომპატრიოტილმა ზერელე მსჯელობამ ბევრჯერ გაგვიწია დათვური სამსახური და მაინც იგივე წრეზე უნდათ რომ გვატრიალონ. რას ქვია კვიპროსის 3 ქულაში გაცვლა, იქნებ შოტლანდიაშიც მოგვეგო? დიდი ნაკრების 6 ქულაში და ჯგუფიდან გასვლის შანსში გაცვლა რატომ იქნებოდა ცუდი? ან წინასწარ ვინ მოგვცა გარანტია, რომ კვარა თუ იქნებოდა u21 თუნდაც ჯგუფიდან გავიდოდა? იქნებ სულ კვარაზე აეწყო და მისი ფორმიდან გამომდინარე ჯგუფიდანაც ვერ გავსულიყავით? ამ გადატრიალებულ ურემზე რო მაგრები ხართ ხოლმე რა

მშვენიერი შედეგი დაიდო, გამოსაჩენი ფეხბურთელები გამოჩნდნენ, კვიპროსის 3 ქულასაც თავისი დანიშნულება ქონდა, თუნდაც ფსიქოლოგიური და კვარაც დაისვენებს თუ ტვინს არ შეუჭამთ და აცლით ცხოვრებას 22 წლის ბიჭს. არუმდა ეს ტრაგედიების შეთხზვა რა
ჩეტო
05 ივლისი 2023 07:02
9
გულშემატკივრები გვყავს 60/70 წელა მიხწეული და და ბოლპ 33 წელია ელოდება რქღაცა ღირებულს ჩვენი გყნდებისგან და ეხკა რქღაც შანსი იყო, და ყვეოფერი გააკეთეს რომ ეს არ მომხდარიყო! ორჯერ ჩაგვისაქმეს ამ ბოლო 5 წელიწადში ერთხელ მაკედონიასთან და ეხლა ისრაელთან! / ჩვენ გენეტიკურად გვაქ ეგ პრობლემა, ნაადრევად ზეიმი, და საქმის ბოლომდე არ მიყვანა!/ მე იმას კი არ ვაიძახი რომ არ ვაფასებ ამ ჯგუგიდან გასვლას, პირიქით ვაფასებ ძალიან, უბრალოდ გული იმაზე მწყდება რომ არავინ არ ვართ საფეხბურთო სამყაროში, ვართ ნოლი და საიდანღაც ხომ უნდა დაიწყო, საიდღაც ხიმ უნდა მოხვდე? როცა შენი ქვეყანა ასე ახლოს არია რაღაც გრქნდიოზულთან და ცოტა მეტი დაფირქება მართებდათ კვარასაც და ჟორჟისაც! მეტად შეუვალები უნდა ყოფილიყვნენ თავიან გადაწყვეტილებაში, ეს ორი ბიჭი დაამუშავეს კარგად და ათქმევინეს და დაითანხმეს უარზე, დააჯერეს რომ ნაკრებისთბის და ქვეყნისთბის და თავიანთო საკლუბო კატიეტისთბის ასე იყო უკეთესი!/ საბოლოოდ გამოვიდა ისე რომ ჩაბისვარეთ, დავრჩით ჩალა გამოვლებულები და მიდის მოღმის ნთხევა კვარაზე და ჟორჟიზე, ის ვინც ამ ყველაფერში მონაწილეობდა და დაგეგმა ამათი არგამოძახება ის , ჩუმათა და შეაინდა ხელი ამ ორ ახალგაზრდას! ვერც ვერაფეტს იტყვიან, და ვერც ბოდიშს მოიხდიან იმიტომ რომ ამათ სხვანაიტად დააჯერეს!/ მე ვიძახდი რომ ნუ მოპარავთ ამ ბოჭებს ამ ევროპოს ჩემპიონატს და ოლიმპიადქზდ თამაშის საშვალებას, კარიერა ხანმოკლეა და ინანებენ მეთქი!!!
Vasili
04 ივლისი 2023 22:45
7
მე მაინც მგონია რომ არ უნდა ეთამაშა არც კვარას არც მიქაუტაძეს. ეს გუნდი ამ ბიჭებმა შექმნეს და ამათი სათამაშო იყო. რაც მოხდა მოხდა. ჯგუფში 3 ფავორიტი გვყავდა ემოციური ფონი ძალიან დიდი იყო. რაც გააკეთეს ამისთვისაც დიდი მადლობა. მომავალი ჩვენია
ლაშა
04 ივლისი 2023 20:30
19
რა გუნდი შექმნეს ერთი. ამათაც მინდორზე არ მოეპოვებინათ ევროპის ჩემპიონატის საგზური.
ჯონი
04 ივლისი 2023 23:02
4
ქოცებს სპორტშიც უჯიშო ბოტები ყოლიათ.ლევანს როგორც ნორმალურ პატრიოტს ქართველს გული დაწყდა რომ ევროპაზე და ოლიმპიადაზე ვერ მოვხდით და რა პონტში ლანძღავთ?ლეღვის ფოთლებივით რომ გადაეფარეთ ამ სამარცხვინო ფედერაციის ჩინოვნიკებს.
ვა რა დონეა
04 ივლისი 2023 16:53
9
ამ ჩემპიონატზე ტონალის მსგავსად, რომელიც 23 წლისაა, ჩაკვეტაძესაც შეეძლო გამოსვლა...
სინამდვილეში თუ რატომ თქვა უარი კვარამ, სიმართლეს ხალხი ვერ გაიგებს. მენეჯმენტის კუთხით, ალბათ უფრო ფეხბურთელების გაყიდვა უნდოდათ, ვიდრე ევროპის ჩემპიონატის თუგინდ მოგება და ოლიმპიადაზე გასვლა!
აი უკრაინამ თავისი მუდრიკიანად რომ მოიგოს, ჩვენმა ფედერაციამ უყუროს ენაგადმოგდებულმა (ან თქვენც მიხვდებით თუ რაგადმოგდებულმა). მართლაც შეიძლებოდა სულაც სათადარიგოები ყოფილიყვნენა და შეცვლებზე ეთამაშათ დიდ ენერგიაზე მყოფებს. მიქაუტაძეს კი გაუგებ კაცი. სანდო წყაროს მიხედვით ბოლო ორი თამაში მცირე ტრავმით უთამაშია, მაგრამ კვარას მიმართ დარჩება კითხვები და ტყუილს მოკლე ფეხები აქვს...
პ. ს. აქ უმალ მახსენდება ნაპოლის პრეტენზია კოკა-კოლას მფლობელის, ჭყონიას მისამართით, როდესაც ნაპოლიმ უჩივლა კოკა-კოლას კვარას სურათის ბოთლის ეტიკეტზე გამოყენების გამო და ჯარიმის სახით 10 მილიონი გადაახდევინაო...
ლაშა
04 ივლისი 2023 14:04
4

სიახლეები პოპულარული