"ოლიმპიადა გაცვალეთ კვიპროსის სამ ქულაში! ოცნებების სასაფლაოა ქართული ფეხბურთის დამოუკიდებელი ცხოვრება" - ლევან სალუქვაძე

AutoSharing Option
სპორტული ჟურნალისტი და ტელეკომენტატორი ლევან სალუქვაძე ყოველთვის გამოირჩევა პირდაპირობით და დაუფარავად ამბობს სათქმელს...

ამჯერად, მან სანაკრებო ბატალიები შეაფასა - ისრაელთან მარცხი და ოლიმპიადაზე მოხვედრის ხელიდან გაშვებული შანსი...

- ძალიან გულდაწყვეტილი ვართ, წავაგეთ პენალტების სერიაში... მაგრამ წავაგეთ არა ერთი მატჩი, არამედ წავაგეთ ოცნება... ოცნებების სასაფლაოა მთელი ქართული ფეხბურთის დამოუკიდებელი ცხოვრება. ჯერ ქინქლაძისა და არველაძეების თაობის გვჯეროდა, მერე იყო კიდევ სხვა გამონათებები...

მერე მაკედონიასთან მატჩის გვჯეროდა... მერე ამ თამაშის გვჯეროდა... თან ბოლო ორივე დიდი მატჩი თბილისში იყო, ჩვენს ხელში იყო ყველაფერი... მაგრამ
ორივეჯერ რაღაც დავაკელით, ამიტომაც არ ვიმსახურებდით მოგებას! პირველში დავაკელით ის, რომ უეფას მიერ სანქცირებული მაყურებლების რაოდენობა არ შევუშვით სტადიონზე, რომის პაპზე უფრო კათოლიკეები აღმოვჩნდით და წავაგეთ ის თამაში...

მე არ ვამბობ, რომ აუცილებლად მოვიგებდით, ასეთ რამეებზე ვერ გამომედავებით, მაგრამ უფრო მეტი შანსი გვექნებოდა, ხალხი რომ შეგვეშვა... მეორე იყო და, აგერ, ევროპის ჩემპიონატი, ოლიმპიადა... მთელი მსოფლიო აქ იყო, ჩვენ კი ორ საუკეთესო მოთამაშეს არ ვათამაშებთ...

მე არ ვიცი, ეს მოთამაშეების გადაწყვეტილება იყო, იმათი კლუბების, მენეჯერების, ფედერაციის, მწვრთნელების, სანიოლის თუ ვისი... არ მაინტერესებს...

მთავარი არის, ვისაც ეხებოდა ამის დარეგულირება, იმას უნდა ექნა ყველაფერი, რომ ამათ ეთამაშათ... როგორ მოხდებოდა? იმიტომ არის იქ ის ხალხი, იმიტომ მართავენ, რომ თვითონ უნდა იცოდნენ...

მესმის, რომ გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო, მესმის, რომ მე არ შემეკითხებოდა ვინმე, როგორ მოვქცეულიყავით და არც მაქვს ამის პრეტენზია, მაგრამ პრეტენზია იმაზე მაქვს, დამდგარ შედეგზე შეფასება გავაკეთო...

და ამ შედეგზე პასუხისმგებლობა აიღოს იმ ხალხმა, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. და გითხრათ, რა შედეგი გაქვთ? - ოლიმპიადა გაცვალეთ კვიპროსის სამ ქულაში!..

თუ ეს არის თქვენი მენეჯმენტი, მაშინ ასე გააგრძელეთ. გაუფუჭეთ ხასიათი ყველას! გადაღლილი-გადმოღლილი... პატარა ბიჭები არიან და დალაპარაკებოდით... 20 წუთით რომ შემოსულიყვნენ ისრაელთან კვარაცხელია და მიქაუტაძე, გაარღვევდნენ შუაზე ისრაელის დაცვას და გავიდოდით...

თქვენც კარგად იცით, რომ ასეა, მაგრამ იხტიბარს არ იტეხთ. ვისი გადაწყვეტილებაც იყო, ახლა ეს კვიპროსის 3 ქულა სადაც გინდათ, იქ წაიღეთ. გავუშვით ხელიდან ოლიმპიადა და ევროპის ჩემპიონატი...

რომელი ჯობდა? ამას დიდი რაღაც არ სჭირდება, გააჩერეთ ხალხი ქუჩაში და ჰკითხეთ. ნახევარფინალი კი არა, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა გაგვიხდება აუხდენელი ოცნება...

რატომ არ იყო სანიოლი ჯგუფური ეტაპის თამაშებზე? მთელი მსოფლიო აქ იყო ფეხბურთის საყურებლად... თბილისში იცხოვრებსო. თბილისში ცხოვრება იმიტომ კი არ მინდა, "შარდენზე" კაფეში დაჯდეს...

ნაკრების მწვრთნელი ამაზე უკეთეს ადგილას სად წავიდოდა? სხვა ქვეყანაში რომ ჩატარებულიყო, იქ წავიდოდი საყურებლად სანიოლის ადგილას...

ჯერ ერთი, 10 ფეხბურთელი ამ ნაკრებში ჰყავს, და მერე, ვინც არ არის, პოტენციურად ეროვნულ ნაკრებში მისაწვევია ხვალ და ზეგ... დაგიბერდათ იქ მოთამაშეები, ასაკში არიან... კანკავა რომ წავიდა, სხვები ნაკლები კი არ არიან ასაკით, უკვე მოდის მათი შეცვლის დრო და ამ ნაკრებიდან უნდა შეცვალოთ...

...და დიდი აფიშები - "სანიოლი ისრაელთან მატჩს დაესწრება". დიდი მადლობა! გქონდეთ ახლა კვიპროსის 3 ქულა და ვნახოთ, რაში გამოგადგებათ მაგ ჯგუფში, - თქვა ლევან სალუქვაძემ.


წყარო: Lelo
მკითხველის კომენტარები / 127 /
ამის პესიმისტობამ, ხო წაღი ტვინი რა? ყველა როგორ გამომიხვედით ჭკუის დამრიგებლები? დავიჯერო შენ გინდოდა მოგება და ბიჭებს არა? ყველაზე ძალიან ჩვენს ფეხბურთელებს უნდოდათ გამარჯვება! ბიჭების თავდადებას, ჟინს, ერთსულოვნებას, ნამდვილად არ და ვერ დავუკარგავ! ბიჭებო! ასეთ კომენტარებს როცა წაიკითხავთ (სალუქვაძის ნაირებს) გული არ გაიტეხოთ, თქვენ შეგვაყვარეთ თავი და დარწმუნებული ვართ, წინ კიდევ ბევრი სიხარული გველოდება! ამაყად კარგო ფეხბურთელებო!!!!!!
ლევან სალუქვაძე! გეყოს ტირილი და გოდება!
04 ივლისი 2023 12:27
32
ბიჭებს მოგება არ უნდოდათო სად ამოიკითხა? წაკითხული ასე გაიაზრე?
Bacho
04 ივლისი 2023 12:41
3
ზუსტად ეგ იყო ჩვენი შანსი ბელინგემი, გავი და ეგეთი მაგარი ბიჭები რო არ იყვნენ ევროპაზე, ეგ შანსი უნდა გამოგვეყენებინა..საპრიზოში უნდა შევსულიყავით, ოლიმპიადაც ჯიბეში გვედო.. მუდრიკი კაცი ყოფილა ძმაო!!!
ჯერ სად ხარ
05 ივლისი 2023 08:07
6
ათასი პროცენტი სიმართლე.ხალხს აბრიყვებენ ბილეთებს გადამყიდველებზე აძლევენ წინასწარ.მერე თამაშებს ყიდიან და სულში გვაფურთხებენ მაგრამ ქართველი ხალხი ჯიუტად მაინც იბრიყვებს თავს და ამ ნაძირლების მილიონების შოვნას აპრავებს.
ბაჯო
04 ივლისი 2023 12:19
16
თბილისის დინამო 1936 წელს გადავიდა უმაღლეს ლიგაში და მას შემდეგ ფეხბურთს მაღალ დონეზე ვთამაშობთ. გვყვანდნენ მსოფლიოს დონის ფეხბურთელები, ევროპის თასიც მოვიპოვეთ. გაუგებარია ზოგიერთი უვიცის აღტყინება იმისთვის, რომ საქართველო ჯგუფიდან გავიდა და ამას გმირობად თვლიან. მაშინ ისრაელის ნაკრები რა ყოფილა? ომში ჩართული ქვეყანა, რომელიც მოსახლეობით ჩვენი ნახევარია. ამას მე ორი თვის წინ ვწერდი, რომ ყველა ფეხბურთელი ახალგაზრდულისთვის უნდა მიეცათ და ოლიმპიადის საგზურზე გვებრძოლა, რაც რეალური იყო. ევროპაზე კი ლიგიდან გვეცადა სადაც ჩვენი შანსები უფრო დიდია. ასეთი უტვინობით დავკარგეთ ოლიმპიადის საგზური. მიზერულია შესარჩევიდან გასვლის შანსი და ამის გულისთვის ლიგის თამაშისთვის კარგად ვერ მოვემზადებით და მთლად ხელცარიელი დავრჩებით. ანუ უტვინო თავი, რომ ფეხებს ძალას აყენებს, ამა ჭეშმარიტებას ვერ გავცდით.
ჟორა გაბრიჭიძე
04 ივლისი 2023 20:57
2
ისრაელი,სამჯერ მეტია მოსახლეობით ჩვენზე! ეს ისე,ცნობისთვის!
ჟორა-ს
05 ივლისი 2023 07:59
1
აბა ყვავ-ყორნებო! დაესიეთ ბიჭებს, თქვენ ხო მეტი არაფერი იცით? ეს სალუქვაძე კი მეცამეტე გოჭივით რო გამოხტება და თავის ბრძნულ აზრებს აფრქვევს და აფრქვევს, თავი ნამეტანი ჭკვიანი გონია?
შოთი
04 ივლისი 2023 13:06
15
ვინც კვარას აკრიტიკებთ ხართ პლინტუსს ქვემოთ ყველანაირად. ახალგაზრდული ევროპა მთავრდება 15 ივლისს. 20 აგვისტოს იწყება იტალიის ჩემპიონატი. მანამდე ნაპოლიმ უნდა გაიაროს ორი შეკრება. დავუშვათ და პირველი შეკრება რომც გამოეტოვა, ამ შემთხვევაში ორი კვირა რჩებოდა მხოლოდ დასვენებისთვის, რაც ნებისმიერი სპორცმენი დამეთანხმება რომ არაფერია. მითუმეტეს რომ წინა სეზონი დასვენების გარეშე დაიწყო. ანუ ორ წელიწადში მხოლოდ ორი კვირა. და ისიც თუ პირველ შეკრებას გამოტოვებდა ნაპოლისას. რა გადასარევად ნიჭიერები ხართ სალუქვაძეები და მისნაირები.
ქუთაისი
05 ივლისი 2023 19:24
16
არ დაგიმალავ და მაგეად მკიდია იტალიის ფეხნურᲗი Თავისი "ნაპოლიᲚიᲗ", გინდა ᲮვიᲩა იყოს და გინდა გოᲩა საკუᲗარ ქვეყანას უნდა ემსახურო, როცა ყველაზე Ძაან Ჭირდებოდი ვალდებული ხარ. ᲗვიᲗონ პირადი აიწყო და მერე? მᲗელ Თაობას მოუსპო Შანსი ჯერ ევროზე და მერე ოლიმპიადაზე.
აი ეგრე
05 ივლისი 2023 22:12
5
ამდენი ქართველი რომ დადიოდა ნაპოლის თამაშებზე, შავტუხა ოსიმენის და ხოტორა სპალეტის გამო კი არ დადიოდა, იმიტომ დადიოდა რომ კვარა არის ქართველი და მთელი საქართველოს სიამაყე.

კვარას გარეშე ნაპოლის წარმატება სულ ცალ ფეხზე გვკიდია.

ჰოდა, უპირველესად სადაც კვარას და ჟორჟს გულით ვგულშემატკივრობთ, არის საქართველოს ნაკრებები. ეს იყო ბოლო შანსი გვეხილა ისინი ახალგაზრდულ ნაკრებებში. ეს იყო შანსი ეხილა კვარა, ვისაც ნაპოლიში წასვლის საშუალება არ აქვს. და ეს იყო უნიკალური შანსი გავსულიყავით ოლიმპიადაზე, რომელსაც ყავს 1 მილიარდი ტვ მატურებელი, და 500 000 მაყურებელი სტადიონზე და ამ დიდ ღონისძიებაზე გამოჩნდებოდა "საქართველო".

და ჩვენ ეს შანსი დ ა ვ კ ა რ გ ე თ. :(

"კვარა რომ ყოფილიყო" 12 ნოემბერს..
"კვარა რომ ყოფილიყო" 1 ივლისს..

ეს ფრაზები არ მინდა ისტორიას დარჩეს ცუდად გასახსენებლად, და ამისათვის, ბიჭებო, თავი უნდა გაიგიჟოთ, და ამ ევროპის ჩემპიონატზე უნდა გახვიდეთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება ამ მსხვერპლს გამართლება!

#გამარჯვებასაქართველოს
ქუთაისელი
05 ივლისი 2023 15:23
1
სალუქვაზე! შედი ბუტკაში!
გია
04 ივლისი 2023 14:00
20
ჩვენი დიდი პარტიული სალამი,ამხანაგ სალუქვაძეს! სალუქვაძე საქართველოში ცნობილია როგორც დიიიიიდი ანალიტიკოსიიიი,ქართული ფეხბურთის მამა! ის არის ციცერონი, არისტოტელე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ! ვაი მაგის პატრონს?
გიგა
04 ივლისი 2023 13:44
23
შენ ვიღა ხარ შე ჟღვინტლო რას წამოადგენ საერთოდ სპორტის რა სახეობაში მოღვაწეობ
ჰა მეთქი გიგლა ბიჭო
04 ივლისი 2023 15:45
8
რა შუაშია კლუბისათვის თავის შენახვა , აზრზე ხართ საერთოდ ფეხბურთის ?! ეროვნული ნაკრები კვარაცხელიას და მიქაუტაძის გარეშე წარმოადგენს დღეს რაიმეს ? ცოტა საპასუხისმგებლო თამაში აქვს ქვეყნის მთავარ გუნდს ? კლუბს რაც შეეხება , კარგ კლუბში თუ არ იქნა კვარაცხელია , განვითარდება და რაიმე სარგებელის მომტანი იქნება ან თავისთვის , ან ქვეყნისთვის ? ფიზიკურად კიდევ , ტრაქტორი ხო ასრ არის გაფუჭებული ნაწილი რომ გამოუცვალო და ისევ ამუშაო . ადამიანი არაა და დასვენება არ უნდა 21 წლის ბიჭს ? 2 წელი არ დაუსვენია საერთოდ , არ იცით ? სალუქვაძე იმაზე რას გვეტყვის , მაგის დინამოში ყოფნის პერიოდში ოხრახუშის ფასად რომ ყიდიდენ 17-18 წლის ბიჭებს და დაშლილი გუნდი , მეცხვარეებთან და მეთევზეებთან რომ აგებდა და ქართულ ფეხბურთს თავს სჭრიდა საქვეყნოდ ?
ტარიელი
04 ივლისი 2023 13:31
12

სიახლეები პოპულარული