"ოლიმპიადა გაცვალეთ კვიპროსის სამ ქულაში! ოცნებების სასაფლაოა ქართული ფეხბურთის დამოუკიდებელი ცხოვრება" - ლევან სალუქვაძე

AutoSharing Option
სპორტული ჟურნალისტი და ტელეკომენტატორი ლევან სალუქვაძე ყოველთვის გამოირჩევა პირდაპირობით და დაუფარავად ამბობს სათქმელს...

ამჯერად, მან სანაკრებო ბატალიები შეაფასა - ისრაელთან მარცხი და ოლიმპიადაზე მოხვედრის ხელიდან გაშვებული შანსი...

- ძალიან გულდაწყვეტილი ვართ, წავაგეთ პენალტების სერიაში... მაგრამ წავაგეთ არა ერთი მატჩი, არამედ წავაგეთ ოცნება... ოცნებების სასაფლაოა მთელი ქართული ფეხბურთის დამოუკიდებელი ცხოვრება. ჯერ ქინქლაძისა და არველაძეების თაობის გვჯეროდა, მერე იყო კიდევ სხვა გამონათებები...

მერე მაკედონიასთან მატჩის გვჯეროდა... მერე ამ თამაშის გვჯეროდა... თან ბოლო ორივე დიდი მატჩი თბილისში იყო, ჩვენს ხელში იყო ყველაფერი... მაგრამ
ორივეჯერ რაღაც დავაკელით, ამიტომაც არ ვიმსახურებდით მოგებას! პირველში დავაკელით ის, რომ უეფას მიერ სანქცირებული მაყურებლების რაოდენობა არ შევუშვით სტადიონზე, რომის პაპზე უფრო კათოლიკეები აღმოვჩნდით და წავაგეთ ის თამაში...

მე არ ვამბობ, რომ აუცილებლად მოვიგებდით, ასეთ რამეებზე ვერ გამომედავებით, მაგრამ უფრო მეტი შანსი გვექნებოდა, ხალხი რომ შეგვეშვა... მეორე იყო და, აგერ, ევროპის ჩემპიონატი, ოლიმპიადა... მთელი მსოფლიო აქ იყო, ჩვენ კი ორ საუკეთესო მოთამაშეს არ ვათამაშებთ...

მე არ ვიცი, ეს მოთამაშეების გადაწყვეტილება იყო, იმათი კლუბების, მენეჯერების, ფედერაციის, მწვრთნელების, სანიოლის თუ ვისი... არ მაინტერესებს...

მთავარი არის, ვისაც ეხებოდა ამის დარეგულირება, იმას უნდა ექნა ყველაფერი, რომ ამათ ეთამაშათ... როგორ მოხდებოდა? იმიტომ არის იქ ის ხალხი, იმიტომ მართავენ, რომ თვითონ უნდა იცოდნენ...

მესმის, რომ გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო, მესმის, რომ მე არ შემეკითხებოდა ვინმე, როგორ მოვქცეულიყავით და არც მაქვს ამის პრეტენზია, მაგრამ პრეტენზია იმაზე მაქვს, დამდგარ შედეგზე შეფასება გავაკეთო...

და ამ შედეგზე პასუხისმგებლობა აიღოს იმ ხალხმა, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. და გითხრათ, რა შედეგი გაქვთ? - ოლიმპიადა გაცვალეთ კვიპროსის სამ ქულაში!..

თუ ეს არის თქვენი მენეჯმენტი, მაშინ ასე გააგრძელეთ. გაუფუჭეთ ხასიათი ყველას! გადაღლილი-გადმოღლილი... პატარა ბიჭები არიან და დალაპარაკებოდით... 20 წუთით რომ შემოსულიყვნენ ისრაელთან კვარაცხელია და მიქაუტაძე, გაარღვევდნენ შუაზე ისრაელის დაცვას და გავიდოდით...

თქვენც კარგად იცით, რომ ასეა, მაგრამ იხტიბარს არ იტეხთ. ვისი გადაწყვეტილებაც იყო, ახლა ეს კვიპროსის 3 ქულა სადაც გინდათ, იქ წაიღეთ. გავუშვით ხელიდან ოლიმპიადა და ევროპის ჩემპიონატი...

რომელი ჯობდა? ამას დიდი რაღაც არ სჭირდება, გააჩერეთ ხალხი ქუჩაში და ჰკითხეთ. ნახევარფინალი კი არა, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა გაგვიხდება აუხდენელი ოცნება...

რატომ არ იყო სანიოლი ჯგუფური ეტაპის თამაშებზე? მთელი მსოფლიო აქ იყო ფეხბურთის საყურებლად... თბილისში იცხოვრებსო. თბილისში ცხოვრება იმიტომ კი არ მინდა, "შარდენზე" კაფეში დაჯდეს...

ნაკრების მწვრთნელი ამაზე უკეთეს ადგილას სად წავიდოდა? სხვა ქვეყანაში რომ ჩატარებულიყო, იქ წავიდოდი საყურებლად სანიოლის ადგილას...

ჯერ ერთი, 10 ფეხბურთელი ამ ნაკრებში ჰყავს, და მერე, ვინც არ არის, პოტენციურად ეროვნულ ნაკრებში მისაწვევია ხვალ და ზეგ... დაგიბერდათ იქ მოთამაშეები, ასაკში არიან... კანკავა რომ წავიდა, სხვები ნაკლები კი არ არიან ასაკით, უკვე მოდის მათი შეცვლის დრო და ამ ნაკრებიდან უნდა შეცვალოთ...

...და დიდი აფიშები - "სანიოლი ისრაელთან მატჩს დაესწრება". დიდი მადლობა! გქონდეთ ახლა კვიპროსის 3 ქულა და ვნახოთ, რაში გამოგადგებათ მაგ ჯგუფში, - თქვა ლევან სალუქვაძემ.


წყარო: Lelo
მკითხველის კომენტარები / 127 /
ხვიᲩას ხსენება, მიᲗუმეტეს კრიტიკა მკაცრად ტაბუირებულია! მე ეგეᲗი 2 ვიციდი, ერᲗი საერო, მეორე საეკლესიო, ეხლა სპორტიდანაც გვყავს! მაᲗი ხსენება არანაირ კონტექსტᲨი აკრᲫალულია.
ირაკლი
05 ივლისი 2023 17:47
9
ვეთანხმები ძირითადში, მაგრამ ჩემი აზრით არაფერი პრობლემა არ იყო ეროვნულში და ახალგაზრდულში ორივეგან თამაში. ხვიჩა როცა დაგვჭირდა შოტლანდიის თამაშის მერე ორი კვირა იყო გასული რა შუაშია ერთმანეთთან. ეგ ერთი და მეორე კიდე ის, რომ ამ შემადგენლობითაც მშვენიერი შანსი გვქონდა. გაეყვანა გაგუა და მაგის ადგილას გულიაშვილი დაეყენებინა, მაინცდამაინც მიქაუტაძე უნდა იყოს გვარად რომ ანდონ თამაში? ან დავითაშვილი დაეყენებინა თავის ფლანგზე, ვერ თამაშობს ამ მარცხენას და ძალაა? მასე კვარაცხელიას თუ დაცვაში დააყენებდა ვერც ეგ მოიტანდა შედეგს.
უვიცი
04 ივლისი 2023 17:30
4
ხვიჩას და ჯორჟის ამბავი გადაწყვიტეს მათმა ოჯახებმა და აგენტებმა, რა შუაშია აქ ფედერაცია, როგორ უნდა ეთამაშებინათ თუ ფეხბურთელებმა თავად თქვეს უარი თამაშზე, რა ბორკილებით დაებათ გასახდელში.უბრლოდ ოჯახმა გადაწყვიტა რომ მათ შეიძლება მომავალი სეზონი ჩაუვარდეთ გადაღლილობის გამო, ეს იყო და ეს.
მამუკა
04 ივლისი 2023 15:39
7
ოცნება რომ წამგებიანია,ეს რატომ არი გაუგებარი?!
ჯაბა
04 ივლისი 2023 15:31
6
კვარას ართამაშს, რაღაც ლოგიკა უდავოდ აქვს, არავინ იცის, ამ არს რომ ეთამაშა, გავიდოდით კი ჯგუფიდან. მაგრამ ჩემი აზრით, საქმე სხვა რამეშია, მიზეზი, მიზეზი, თუ რატომ არ თამაშობ. ის რომ დაიღალე, არის ძალიან დიდი სირცხვილი. შეიძლებოდა სხვანაირად ახსნა ამ ყველაფრის, და არა ისე, როგორც ხვიჩამ თქვა. ეს არის სირცხვილი, სამშობლოსთვის არ იღლებიან. მე არც კვიპროსთან და შოტლანდიასთან მომეწონა, აღარქონდა თვალებში ნაპერწკლები, როგორც ადრე. ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს თავის პირადში. თუმცა სამშობლო, სულ სხვა რამ არის და სამწუხაროდ ძალიან ბევრს, ეს არ ესმის.
დიდება საქართველოს!
ლევანი
06 ივლისი 2023 14:48
2
ათამშებსს ერთ ადგილს უნამუსო
ირაკლი
04 ივლისი 2023 14:37
14
მომწონსა ეს კაცი და პატივს ვცემდი მაგრამ ძალიან არაადეკვატური კომენტარია. მალე ისეთ შედეგებზე გავალთ ეროვნული ნაკრებით რომ ეს ახალგზრდული ჩემპიონატი აღარავის არ გაახსენდება.
აკო
04 ივლისი 2023 14:17
28
ჯერ ავოეეე! მერე-ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახე! და ბოლოს - ჯგუფიდან გავალთ არა კვახი კიდევ!
რომელი გადამწყვეტი თამაში მოუგიათ ჩვენ ფეხბურთელებს დამისახელეთ ერთი მაინც და ხმას არ ამოვიღებ. უჯიგროები! ჰიმნის სიმღერა უტყდებათ ბიჭებს, ლუღლუღებენ რაღაცას ცხვირში, ნაკრებშიც მხოლოდ იმიტომ თამაშობენ რომ პერსპექტიული კონტრაქტი დაითრიონ რომელიმე კლუბთან, თავისას რომ გაისწორებენ მერე რაღად უნდათ ნაკრები, კამერების წინ ,,ვინუჟდენში" ჰიმნის ღნავილი და ვითომ პატრიოტების თამაში აღარ სჭირდებათ მერე. ვინც თამაშობს ისიც მხოლოდ თვის თავის გამო თამაშობს და არა ქვეყნის სიყვარულით. ბოლო დროს ცნობილი ქართველი ფეხბურთელებიდან მთელი გულით კანკავა თამაშობდა და მანამდე ქეცბაია. მორჩა! სხვა არავინ! ეს არი ჩვენი ფეხბურთი! მარტო ტკივილი და იმედგაცრუებაა სწორედ იმ მიზეზით რაც ვთქვი.
ქორ-პარიკმახერი
04 ივლისი 2023 15:06
5
მე ერთი რამე ვიცი, ჩვენ ზომა-წონა არ ვიცით. ან ცამდე ავიყვანთ, ან ძირს დავანარცხებთ. ზედმეტი იყო ეს ჩარტერული რეისები და ზღვარგადასული ისტერიები. ისე, როგორც ზედმეტია კვარაცხელიაზე ყველა უბედურების დაბრალება. ბებია რომ ბაბუა ყოფილიყო, იმ ანეკდოტს ჰგავს. ლევანს ბევრ რამეში ვეთანხმები, მაგრამ იქ რომ მიიწვევს ფედერაციის ჩინოვნიკებს, მაშინ უნდა გამოიჩინოს პრინციპულობა და დასვას მწვავე კითხვები.
ციციკორე
05 ივლისი 2023 11:07
5
სკუდეტოს გაუმარჯოს რაც მთავარია. ოლიმპიადისნაირი ბანძი ტურნირების დედაც ჯეკ .....
დინამოელი
05 ივლისი 2023 09:03
18
ჩემს კომენტარზე იმდენი დისლაიქია ქართველები არ ხართ?? სულ რომ აბსურდი იყოს და თუნდაც სანმარინოს დონის გუნდი გვყვავდეს, კომენტარზე სადაც წერია რომ მოვიგებთ და ასე შემდეგ დისლაიქი როგორ უნდა დაწერო.
აკო
04 ივლისი 2023 15:33
5

სიახლეები პოპულარული