"ოლიმპიადა გაცვალეთ კვიპროსის სამ ქულაში! ოცნებების სასაფლაოა ქართული ფეხბურთის დამოუკიდებელი ცხოვრება" - ლევან სალუქვაძე

AutoSharing Option
სპორტული ჟურნალისტი და ტელეკომენტატორი ლევან სალუქვაძე ყოველთვის გამოირჩევა პირდაპირობით და დაუფარავად ამბობს სათქმელს...

ამჯერად, მან სანაკრებო ბატალიები შეაფასა - ისრაელთან მარცხი და ოლიმპიადაზე მოხვედრის ხელიდან გაშვებული შანსი...

- ძალიან გულდაწყვეტილი ვართ, წავაგეთ პენალტების სერიაში... მაგრამ წავაგეთ არა ერთი მატჩი, არამედ წავაგეთ ოცნება... ოცნებების სასაფლაოა მთელი ქართული ფეხბურთის დამოუკიდებელი ცხოვრება. ჯერ ქინქლაძისა და არველაძეების თაობის გვჯეროდა, მერე იყო კიდევ სხვა გამონათებები...

მერე მაკედონიასთან მატჩის გვჯეროდა... მერე ამ თამაშის გვჯეროდა... თან ბოლო ორივე დიდი მატჩი თბილისში იყო, ჩვენს ხელში იყო ყველაფერი... მაგრამ
ორივეჯერ რაღაც დავაკელით, ამიტომაც არ ვიმსახურებდით მოგებას! პირველში დავაკელით ის, რომ უეფას მიერ სანქცირებული მაყურებლების რაოდენობა არ შევუშვით სტადიონზე, რომის პაპზე უფრო კათოლიკეები აღმოვჩნდით და წავაგეთ ის თამაში...

მე არ ვამბობ, რომ აუცილებლად მოვიგებდით, ასეთ რამეებზე ვერ გამომედავებით, მაგრამ უფრო მეტი შანსი გვექნებოდა, ხალხი რომ შეგვეშვა... მეორე იყო და, აგერ, ევროპის ჩემპიონატი, ოლიმპიადა... მთელი მსოფლიო აქ იყო, ჩვენ კი ორ საუკეთესო მოთამაშეს არ ვათამაშებთ...

მე არ ვიცი, ეს მოთამაშეების გადაწყვეტილება იყო, იმათი კლუბების, მენეჯერების, ფედერაციის, მწვრთნელების, სანიოლის თუ ვისი... არ მაინტერესებს...

მთავარი არის, ვისაც ეხებოდა ამის დარეგულირება, იმას უნდა ექნა ყველაფერი, რომ ამათ ეთამაშათ... როგორ მოხდებოდა? იმიტომ არის იქ ის ხალხი, იმიტომ მართავენ, რომ თვითონ უნდა იცოდნენ...

მესმის, რომ გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო, მესმის, რომ მე არ შემეკითხებოდა ვინმე, როგორ მოვქცეულიყავით და არც მაქვს ამის პრეტენზია, მაგრამ პრეტენზია იმაზე მაქვს, დამდგარ შედეგზე შეფასება გავაკეთო...

და ამ შედეგზე პასუხისმგებლობა აიღოს იმ ხალხმა, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. და გითხრათ, რა შედეგი გაქვთ? - ოლიმპიადა გაცვალეთ კვიპროსის სამ ქულაში!..

თუ ეს არის თქვენი მენეჯმენტი, მაშინ ასე გააგრძელეთ. გაუფუჭეთ ხასიათი ყველას! გადაღლილი-გადმოღლილი... პატარა ბიჭები არიან და დალაპარაკებოდით... 20 წუთით რომ შემოსულიყვნენ ისრაელთან კვარაცხელია და მიქაუტაძე, გაარღვევდნენ შუაზე ისრაელის დაცვას და გავიდოდით...

თქვენც კარგად იცით, რომ ასეა, მაგრამ იხტიბარს არ იტეხთ. ვისი გადაწყვეტილებაც იყო, ახლა ეს კვიპროსის 3 ქულა სადაც გინდათ, იქ წაიღეთ. გავუშვით ხელიდან ოლიმპიადა და ევროპის ჩემპიონატი...

რომელი ჯობდა? ამას დიდი რაღაც არ სჭირდება, გააჩერეთ ხალხი ქუჩაში და ჰკითხეთ. ნახევარფინალი კი არა, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა გაგვიხდება აუხდენელი ოცნება...

რატომ არ იყო სანიოლი ჯგუფური ეტაპის თამაშებზე? მთელი მსოფლიო აქ იყო ფეხბურთის საყურებლად... თბილისში იცხოვრებსო. თბილისში ცხოვრება იმიტომ კი არ მინდა, "შარდენზე" კაფეში დაჯდეს...

ნაკრების მწვრთნელი ამაზე უკეთეს ადგილას სად წავიდოდა? სხვა ქვეყანაში რომ ჩატარებულიყო, იქ წავიდოდი საყურებლად სანიოლის ადგილას...

ჯერ ერთი, 10 ფეხბურთელი ამ ნაკრებში ჰყავს, და მერე, ვინც არ არის, პოტენციურად ეროვნულ ნაკრებში მისაწვევია ხვალ და ზეგ... დაგიბერდათ იქ მოთამაშეები, ასაკში არიან... კანკავა რომ წავიდა, სხვები ნაკლები კი არ არიან ასაკით, უკვე მოდის მათი შეცვლის დრო და ამ ნაკრებიდან უნდა შეცვალოთ...

...და დიდი აფიშები - "სანიოლი ისრაელთან მატჩს დაესწრება". დიდი მადლობა! გქონდეთ ახლა კვიპროსის 3 ქულა და ვნახოთ, რაში გამოგადგებათ მაგ ჯგუფში, - თქვა ლევან სალუქვაძემ.


წყარო: Lelo
მკითხველის კომენტარები / 127 /
ჯერ პირველ რიგში სხვა ადამიანს ზრდილობიანად უნდა მიმართო და ავოიეებით შენიანებს ელაპარაკე. შენნაირებს ცხოვრებაში ფეხბურთი არ უნდა ანახო. ადამიანს საკუთარი ქვეყნის წარმატება რო არ გაუხარდება და მთელი გულით იმას დაელოდება ნაკრებმა წააგოს. არ გრცხვენია მაინც??
ქორ-პარიკმახერს
04 ივლისი 2023 15:30
5
და სად ნახე რომ არ. გამეხარდება? ლოგიკა გაგიგია რა არის საერთოდ? ან ბოტი ხან ან ტროლი და რატო ვკარგავ შენისთანებზე დროს ჩემი თავის მიკვირს
ქორ-პარიკმახერი
04 ივლისი 2023 22:55
1
6 წლიდან გულშემატკივარი ვარ ფეხბურთის და მე ვარ ჩასაფრებული? კლავიატურის ლომო შენ მასწავლი ქვეყნის სიყვარულს? ჰიმნის სიმღერა რომ ეზარებათ იმათ იცავ და კიდევ მე მელაპარაკები ქვეყნის სიყვარულზე? მასეთებს რომ იცავ თვითონ მასეთი ხარ უეჭველი და შესაბამისად კიდევ იმაზე ზრდილობიანად გპასუხობ ვიდრე იმსახურებ. აქა გაქვთ გრძელი ენები, ჩასაფრებულიც მიწოდე, ბარემ ახლა ნაცობაც დამაბრალე, ან თუნდაც ქოცობა, გააჩნია თვითონ ვისი ტროლი ხარ. კონკრეტულ თემაზე მკითხე რა არ მოგეწონა ჩემს კომენტარში და გაგცემ პასუხს. რა არი ახლა ეგ ლაპარაკი? ,,ჩასაფრებული'' და ა.შ. ჩასაფრებულისაც და დამბრალებლისაცო ხომ გაგიგონია?
ქორ-პარიკმახერი
04 ივლისი 2023 22:48
0
tavshiaq avardnili cadi shens xelburts micede isic ar gesmis vin motria saertod an dinamoshi ra undoda an fexburtis vitom eqspertad
Iberia
04 ივლისი 2023 13:48
8
კვიპროსმა დაგვახია ბურტი ტავზე კვიპროს როგორ ედარებიტ
davit
04 ივლისი 2023 13:12
4
არ არის საჭირო ბევრი ჭკუის სწავლება თამაში მწვრთნელმა წააგო მას უნდა გამოეყვანა პირველ ტაიმში პორტუგალიის წინააღმდეგ ჩვენი შემადგენლობა, ხოლო მეორეში შემოეშვა ზურიკო და მოვიგებდით თამაშს...
rolo
04 ივლისი 2023 21:11
14
გვესმის ჩემო კარგო, თვითონ ოლიმპიადაა რასაც ყველა უყურებს...
Zviads
04 ივლისი 2023 21:00
4
ქორ-პარიკმახერს. მოდი ფესბუკზე დამიმატე და ვისაუბროთ ქართულ ფეხბურთზე. https://www.facebook.com/profile.php?id=100088214467710&mibextid=ZbWKwL გელოდები თუ გაქ მაგის ერთი ადგილი
აკო
04 ივლისი 2023 15:34
4
მუდრიკი ჩელსიში ყოფილა ნოლი და ახლა პელე გამხდარა.
ზლატან დროგბა
06 ივლისი 2023 10:33
1

სიახლეები პოპულარული