"ოლიმპიადა გაცვალეთ კვიპროსის სამ ქულაში! ოცნებების სასაფლაოა ქართული ფეხბურთის დამოუკიდებელი ცხოვრება" - ლევან სალუქვაძე

AutoSharing Option
სპორტული ჟურნალისტი და ტელეკომენტატორი ლევან სალუქვაძე ყოველთვის გამოირჩევა პირდაპირობით და დაუფარავად ამბობს სათქმელს...

ამჯერად, მან სანაკრებო ბატალიები შეაფასა - ისრაელთან მარცხი და ოლიმპიადაზე მოხვედრის ხელიდან გაშვებული შანსი...

- ძალიან გულდაწყვეტილი ვართ, წავაგეთ პენალტების სერიაში... მაგრამ წავაგეთ არა ერთი მატჩი, არამედ წავაგეთ ოცნება... ოცნებების სასაფლაოა მთელი ქართული ფეხბურთის დამოუკიდებელი ცხოვრება. ჯერ ქინქლაძისა და არველაძეების თაობის გვჯეროდა, მერე იყო კიდევ სხვა გამონათებები...

მერე მაკედონიასთან მატჩის გვჯეროდა... მერე ამ თამაშის გვჯეროდა... თან ბოლო ორივე დიდი მატჩი თბილისში იყო, ჩვენს ხელში იყო ყველაფერი... მაგრამ
ორივეჯერ რაღაც დავაკელით, ამიტომაც არ ვიმსახურებდით მოგებას! პირველში დავაკელით ის, რომ უეფას მიერ სანქცირებული მაყურებლების რაოდენობა არ შევუშვით სტადიონზე, რომის პაპზე უფრო კათოლიკეები აღმოვჩნდით და წავაგეთ ის თამაში...

მე არ ვამბობ, რომ აუცილებლად მოვიგებდით, ასეთ რამეებზე ვერ გამომედავებით, მაგრამ უფრო მეტი შანსი გვექნებოდა, ხალხი რომ შეგვეშვა... მეორე იყო და, აგერ, ევროპის ჩემპიონატი, ოლიმპიადა... მთელი მსოფლიო აქ იყო, ჩვენ კი ორ საუკეთესო მოთამაშეს არ ვათამაშებთ...

მე არ ვიცი, ეს მოთამაშეების გადაწყვეტილება იყო, იმათი კლუბების, მენეჯერების, ფედერაციის, მწვრთნელების, სანიოლის თუ ვისი... არ მაინტერესებს...

მთავარი არის, ვისაც ეხებოდა ამის დარეგულირება, იმას უნდა ექნა ყველაფერი, რომ ამათ ეთამაშათ... როგორ მოხდებოდა? იმიტომ არის იქ ის ხალხი, იმიტომ მართავენ, რომ თვითონ უნდა იცოდნენ...

მესმის, რომ გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო, მესმის, რომ მე არ შემეკითხებოდა ვინმე, როგორ მოვქცეულიყავით და არც მაქვს ამის პრეტენზია, მაგრამ პრეტენზია იმაზე მაქვს, დამდგარ შედეგზე შეფასება გავაკეთო...

და ამ შედეგზე პასუხისმგებლობა აიღოს იმ ხალხმა, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. და გითხრათ, რა შედეგი გაქვთ? - ოლიმპიადა გაცვალეთ კვიპროსის სამ ქულაში!..

თუ ეს არის თქვენი მენეჯმენტი, მაშინ ასე გააგრძელეთ. გაუფუჭეთ ხასიათი ყველას! გადაღლილი-გადმოღლილი... პატარა ბიჭები არიან და დალაპარაკებოდით... 20 წუთით რომ შემოსულიყვნენ ისრაელთან კვარაცხელია და მიქაუტაძე, გაარღვევდნენ შუაზე ისრაელის დაცვას და გავიდოდით...

თქვენც კარგად იცით, რომ ასეა, მაგრამ იხტიბარს არ იტეხთ. ვისი გადაწყვეტილებაც იყო, ახლა ეს კვიპროსის 3 ქულა სადაც გინდათ, იქ წაიღეთ. გავუშვით ხელიდან ოლიმპიადა და ევროპის ჩემპიონატი...

რომელი ჯობდა? ამას დიდი რაღაც არ სჭირდება, გააჩერეთ ხალხი ქუჩაში და ჰკითხეთ. ნახევარფინალი კი არა, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა გაგვიხდება აუხდენელი ოცნება...

რატომ არ იყო სანიოლი ჯგუფური ეტაპის თამაშებზე? მთელი მსოფლიო აქ იყო ფეხბურთის საყურებლად... თბილისში იცხოვრებსო. თბილისში ცხოვრება იმიტომ კი არ მინდა, "შარდენზე" კაფეში დაჯდეს...

ნაკრების მწვრთნელი ამაზე უკეთეს ადგილას სად წავიდოდა? სხვა ქვეყანაში რომ ჩატარებულიყო, იქ წავიდოდი საყურებლად სანიოლის ადგილას...

ჯერ ერთი, 10 ფეხბურთელი ამ ნაკრებში ჰყავს, და მერე, ვინც არ არის, პოტენციურად ეროვნულ ნაკრებში მისაწვევია ხვალ და ზეგ... დაგიბერდათ იქ მოთამაშეები, ასაკში არიან... კანკავა რომ წავიდა, სხვები ნაკლები კი არ არიან ასაკით, უკვე მოდის მათი შეცვლის დრო და ამ ნაკრებიდან უნდა შეცვალოთ...

...და დიდი აფიშები - "სანიოლი ისრაელთან მატჩს დაესწრება". დიდი მადლობა! გქონდეთ ახლა კვიპროსის 3 ქულა და ვნახოთ, რაში გამოგადგებათ მაგ ჯგუფში, - თქვა ლევან სალუქვაძემ.


წყარო: Lelo
მკითხველის კომენტარები / 127 /
50ათასი ადამიანი რო მიდის სტადიონზე ესეიგი ხალხს აინტერესებს ეს ტურნირი... პლაკატებზე კვარა და ჟორჟი რო გამოაკრეს რის გამო გამოაკრეს?მარტო ხალხის მისაზიდად? მე ვერ დავიჯერებ მეც ვაკრიტიკებ კვარას და ნახევარი საქართველოც უბრალოდ არ მჯერა რომ ამ ბიჭებმა თავისი სურვილით თქვეს თავის ძმების დახმარებაზე უარი... არარსებულია მომკალით და ვერ დავიჯერებ! ისრაელთან წაგებულ თამაში კვარა თუარ განიცდიდა ამას მაშინ არ გაიშვას მისი ქართველობა არსად! უბრალოდ ხალხს თვალში ნაცარი არუნდა შეაყაროთ მესმის მაფიოზები მართავენ ფედერაციას მაგრამ ხალხმა სიმართლე უნდა იცოდეს რატომ აღარ ათამაშეს კვარა და ჟორჟი????? ქვეყანას ეხლა ქონდა შანსი ოდესმე რამისთვის მიეღწია და ჩაუსვარეთ ხალხს ოცნებებში... კვარა მაფიოზები არაფრის მთქმელი არიან შენ უნდა გეყოს კაცობა და ქართველ ხალხს უთხრა რა იყო მიზეზი დაღლა და ზღაპრები ბავშვებს მოუყევი.. ტონალმა შენზე მეტი ითამაშა სერია ა შიც ლიგაზეც და მაინც აქ იყო...ესეიგი შენც შეგეძლო
Roni
04 ივლისი 2023 13:49
2
tavshiaq avardnili cadi shens xelburts micede isic ar gesmis vin motria saertod an dinamoshi ra undoda an fexburtis vitom eqspertad
Iberia
04 ივლისი 2023 13:48
8
ჩვენი დიდი პარტიული სალამი,ამხანაგ სალუქვაძეს! სალუქვაძე საქართველოში ცნობილია როგორც დიიიიიდი ანალიტიკოსიიიი,ქართული ფეხბურთის მამა! ის არის ციცერონი, არისტოტელე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ! ვაი მაგის პატრონს?
გიგა
04 ივლისი 2023 13:44
23
შენ ვიღა ხარ შე ჟღვინტლო რას წამოადგენ საერთოდ სპორტის რა სახეობაში მოღვაწეობ
ჰა მეთქი გიგლა ბიჭო
04 ივლისი 2023 15:45
8
ნეტა ყველამ თქვენ საქმეს მიხედოთ.ბატონ ლევანს კი ურჩევდი თამაშის წაყვანა ისწავლოს მაგრამ რაღა დროსია.სპორტულმა ჟურნალისტმა და კომენტატორმა რომ არ იცი კვარამ და ჟორჟმა რატო არ ითამაშეს,რაღაზე უნდა გველაპარაკო.ჩვენ შეიძლება არ ვიცოდეთ და რაღაცეებს ვარაუდობდეთ მაგრამ თქვენ ვალდებული ხართ ამ ინფორმაციას იძიებდეთ და ზუსტათ იცვოდეთ რატომ არ ითამაშეს,არა ის რო არ იცი რატო არ ითამაშეს მაგრამ მაინც აკრიტიკებ.
B
04 ივლისი 2023 13:43
9
ბატონო ლევან, თქვენი ფეხბურთში გარკვეულბის ხარისხი არის 0!!!! ემოციური გამოფიტვა იცით რა არის??!!! გაგიგიათ ასეთი რამე??!! თუ გგონიათ გამოფიტვა თვითონ ადამიანის ნება-სურვილზეა დამოკიდებული, ან რა შედეგები მოსდევს ამას?!! ადამიანია, 22 წლისაა. ფსიქიკა აქვს. 2 წლიანი დაუსვენებელი თამაშის შემდეგ, მითუმეტეს ნაპოლში, რაც მას ამ ერთი წლის განმავლობაში თავს გადახდა, გადახარშვა ხომ უნდა.
თუ, გვერჩია რომ ახლა ეთამაშა და მერე დაემთავრებია კარიერა?!!! სათადარიგოთა სკამზე ჯდომა, თუნდაც ტრბნებზე ყოფნა, არ არის ფეხბურთელისთვის დასვენება!!!!
მაინცდამაინც უნდა წაიქცეს თუ აღარ გვჭირდება ნაკრებში??!!! ხვიჩას რუსეთის 2021-2022 წწ ჩემპიონატის დაწყების შემდეგ არ დაუსვენია, ჩემპიონატების დაწყების დროიდან გამომდინარე. ანუ დაიწყო რუბინში 2021 წელს, იქიდან პირდაპირ ბათუმში. ჩემპიონატის ბოლოს გადავიდა ნაპოლიში და პირდაპირ შეკრებაზე. ანუ 2022 ში საერთოდ არ დაუსვენია. ახალგაზრდულში რომ ეთამშა, მორჩებოდა თუ არა აქ, ნაპოლიში მაგ დროს უკვე იწყება შეკრება და პირდაპირ იქ უნდა წასულიყო. ანუ 2021 წლის რუსეთის ჩემპიონატის შესვენების შემდეგ 2024!!!!! წლის ზაფხულამდე არ უნდა დაისვენოს, 22 წლის ბიჭმა, რომელსაც არც კუნთოვანი და არც ძვლოვანი მასა ბოლომდე ჩამოყალიბებული არ აქვს.
პატარა დატვირთვაზეც კი გარანტირებული ტრავმაა!!!
ყენია არანაკლებ ნიჭიერი იყო. 17 წლისა, ნაკრების ლიდერი იყო და შალკეში რაკიტიჩი სკამზე ჰყავდა დასმული, მაგრამ სამ ნაკრებში ერთდროულად თამაშმა და ზედმეტმა დატვირთვებმა დაუნგრიეს კარიერა. თვითონაც ამბობს ამაზე ინტერვიუში. გამოცდილება არ მქონდა და უარს არაფერზე ვამბობდიო. რაღაც არ მახსოვს თქვენი წუხილი "პატარა ბიჭს" ცუდად მოვექეცით და დავუნგრიეთ კარიერა და უკან დავხიეთ ქართული ფეხბურთიო.
ნუგზარი
04 ივლისი 2023 13:39
23
კვარა ნუგზარის სახელით ნუ წერ. :)
აბა ნუგზარამ რა იცის ემოციურად გამოიფიტე თუ კუნთების მასა გაგეზარდა. გამოდი და ბოდიში მოუხადე ხალხს და ახსენი რატომ არ ითამაშე! თავიდანვე გეთქვა მიზეზი (ოღონდ რეალური) და თუ ფედერაციის ან სხვა თემა იყო, ეგეც გეთქვა. აბა ესე მოკუმულები ვიჯდეთ და ვუყუროთ როგორ ეხნება დე.. ქართულ ფეხბურთს? გამოდი და ილაპარაკე. ეგებ გაიძულეს არ გეთამაშა, ეგეც თქვი, თორემ დუმილი ნიშნავს, რომ ამათთან შეკრული ხარ ან მართლა ამჯობინე გარუჯვა ნაკრების სახელით თამაშს. შენც ხომ იცი, რომ ოლიმპიადა ფაიზაღი გვექნებოდა და დიიიდი შანსიც იყო იმისა, რომ ჩემპიონატი მოგვეგო? არ გინდა რიჟა ბაზარი!
ნუგზარს
04 ივლისი 2023 16:24
6
მესმის რომ შეიძლება დაიღალა კვარაცხელია, მაგრამ, ვფიქრობ, უნდა ეთამაშა, თუნდაც თითო ტაიმი, თუნდაც ბოლო 10-15 წუთი, სხვა თუ არაფერი, ფსიქოლოგიურად უდიდესი მუხტი იქნებოდა გუნდისთვის. დიდი ალბათობით, არც კვარაცხელიას და არც არავის არ ჯეროდა არათუ ნახევარფინალის შანსი, ჯგუფიდან გასვლაც კი, ამიტომაც დაიკიდა ნაკრები. დარწმუნებული ვარ, პირველივე თამაშის მერე ინანა, მაგრამ... კვარაცხელიამ უკვე მეორედ მიქარა, ერთი როცა პუტჩისტებს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა, მეორე, როცა ნაკრები, თუნდაც ახალგაზრდული, ღიად დაიკიდა. აშკარად წინსვლა აქვს კვარას, მალე პრაიდზეც ვიხილავთ ალბათ ცისარტყელა დროშით
ლუკა
04 ივლისი 2023 13:34
20
პუჩისტებს? პროღრუსუნა სპორტულ საიტზე რა გესაქმება?
ლუკას
04 ივლისი 2023 14:21
11
მეც მიმაჩნია რომ ახალ თაობზე უნდა გაკეთდეს აქცენტები, ერთჯერადი შედეგები ცალკეულ თამაშებში და ვაი ვაიგლახით მოპოვებული ქულები მეორე პლანზე უნდა გადავიდეს. მიუუხედავ გამოვარდნისა მაინც დიდ გამოცდილება მიიღო 21 წლამდე ფეხბურთელებმა და მათი გამოძახება უნდა დაიწყონ
სებო
04 ივლისი 2023 13:31
1
რა შუაშია კლუბისათვის თავის შენახვა , აზრზე ხართ საერთოდ ფეხბურთის ?! ეროვნული ნაკრები კვარაცხელიას და მიქაუტაძის გარეშე წარმოადგენს დღეს რაიმეს ? ცოტა საპასუხისმგებლო თამაში აქვს ქვეყნის მთავარ გუნდს ? კლუბს რაც შეეხება , კარგ კლუბში თუ არ იქნა კვარაცხელია , განვითარდება და რაიმე სარგებელის მომტანი იქნება ან თავისთვის , ან ქვეყნისთვის ? ფიზიკურად კიდევ , ტრაქტორი ხო ასრ არის გაფუჭებული ნაწილი რომ გამოუცვალო და ისევ ამუშაო . ადამიანი არაა და დასვენება არ უნდა 21 წლის ბიჭს ? 2 წელი არ დაუსვენია საერთოდ , არ იცით ? სალუქვაძე იმაზე რას გვეტყვის , მაგის დინამოში ყოფნის პერიოდში ოხრახუშის ფასად რომ ყიდიდენ 17-18 წლის ბიჭებს და დაშლილი გუნდი , მეცხვარეებთან და მეთევზეებთან რომ აგებდა და ქართულ ფეხბურთს თავს სჭრიდა საქვეყნოდ ?
ტარიელი
04 ივლისი 2023 13:31
12
კვიპროსმა დაგვახია ბურტი ტავზე კვიპროს როგორ ედარებიტ
davit
04 ივლისი 2023 13:12
4
აბა ყვავ-ყორნებო! დაესიეთ ბიჭებს, თქვენ ხო მეტი არაფერი იცით? ეს სალუქვაძე კი მეცამეტე გოჭივით რო გამოხტება და თავის ბრძნულ აზრებს აფრქვევს და აფრქვევს, თავი ნამეტანი ჭკვიანი გონია?
შოთი
04 ივლისი 2023 13:06
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული