ამჯერად, მან სანაკრებო ბატალიები შეაფასა - ისრაელთან მარცხი და ოლიმპიადაზე მოხვედრის ხელიდან გაშვებული შანსი...
- ძალიან გულდაწყვეტილი ვართ, წავაგეთ პენალტების სერიაში... მაგრამ წავაგეთ არა ერთი მატჩი, არამედ წავაგეთ ოცნება... ოცნებების სასაფლაოა მთელი ქართული ფეხბურთის დამოუკიდებელი ცხოვრება. ჯერ ქინქლაძისა და არველაძეების თაობის გვჯეროდა, მერე იყო კიდევ სხვა გამონათებები...
მერე მაკედონიასთან მატჩის გვჯეროდა... მერე ამ თამაშის გვჯეროდა... თან ბოლო ორივე დიდი მატჩი თბილისში იყო, ჩვენს ხელში იყო ყველაფერი... მაგრამ
მე არ ვამბობ, რომ აუცილებლად მოვიგებდით, ასეთ რამეებზე ვერ გამომედავებით, მაგრამ უფრო მეტი შანსი გვექნებოდა, ხალხი რომ შეგვეშვა... მეორე იყო და, აგერ, ევროპის ჩემპიონატი, ოლიმპიადა... მთელი მსოფლიო აქ იყო, ჩვენ კი ორ საუკეთესო მოთამაშეს არ ვათამაშებთ...
მე არ ვიცი, ეს მოთამაშეების გადაწყვეტილება იყო, იმათი კლუბების, მენეჯერების, ფედერაციის, მწვრთნელების, სანიოლის თუ ვისი... არ მაინტერესებს...
მთავარი არის, ვისაც ეხებოდა ამის დარეგულირება, იმას უნდა ექნა ყველაფერი, რომ ამათ ეთამაშათ... როგორ მოხდებოდა? იმიტომ არის იქ ის ხალხი, იმიტომ მართავენ, რომ თვითონ უნდა იცოდნენ...
მესმის, რომ გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო, მესმის, რომ მე არ შემეკითხებოდა ვინმე, როგორ მოვქცეულიყავით და არც მაქვს ამის პრეტენზია, მაგრამ პრეტენზია იმაზე მაქვს, დამდგარ შედეგზე შეფასება გავაკეთო...
და ამ შედეგზე პასუხისმგებლობა აიღოს იმ ხალხმა, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. და გითხრათ, რა შედეგი გაქვთ? - ოლიმპიადა გაცვალეთ კვიპროსის სამ ქულაში!..
თუ ეს არის თქვენი მენეჯმენტი, მაშინ ასე გააგრძელეთ. გაუფუჭეთ ხასიათი ყველას! გადაღლილი-გადმოღლილი... პატარა ბიჭები არიან და დალაპარაკებოდით... 20 წუთით რომ შემოსულიყვნენ ისრაელთან კვარაცხელია და მიქაუტაძე, გაარღვევდნენ შუაზე ისრაელის დაცვას და გავიდოდით...
თქვენც კარგად იცით, რომ ასეა, მაგრამ იხტიბარს არ იტეხთ. ვისი გადაწყვეტილებაც იყო, ახლა ეს კვიპროსის 3 ქულა სადაც გინდათ, იქ წაიღეთ. გავუშვით ხელიდან ოლიმპიადა და ევროპის ჩემპიონატი...
რომელი ჯობდა? ამას დიდი რაღაც არ სჭირდება, გააჩერეთ ხალხი ქუჩაში და ჰკითხეთ. ნახევარფინალი კი არა, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა გაგვიხდება აუხდენელი ოცნება...
რატომ არ იყო სანიოლი ჯგუფური ეტაპის თამაშებზე? მთელი მსოფლიო აქ იყო ფეხბურთის საყურებლად... თბილისში იცხოვრებსო. თბილისში ცხოვრება იმიტომ კი არ მინდა, "შარდენზე" კაფეში დაჯდეს...
ნაკრების მწვრთნელი ამაზე უკეთეს ადგილას სად წავიდოდა? სხვა ქვეყანაში რომ ჩატარებულიყო, იქ წავიდოდი საყურებლად სანიოლის ადგილას...
ჯერ ერთი, 10 ფეხბურთელი ამ ნაკრებში ჰყავს, და მერე, ვინც არ არის, პოტენციურად ეროვნულ ნაკრებში მისაწვევია ხვალ და ზეგ... დაგიბერდათ იქ მოთამაშეები, ასაკში არიან... კანკავა რომ წავიდა, სხვები ნაკლები კი არ არიან ასაკით, უკვე მოდის მათი შეცვლის დრო და ამ ნაკრებიდან უნდა შეცვალოთ...
...და დიდი აფიშები - "სანიოლი ისრაელთან მატჩს დაესწრება". დიდი მადლობა! გქონდეთ ახლა კვიპროსის 3 ქულა და ვნახოთ, რაში გამოგადგებათ მაგ ჯგუფში, - თქვა ლევან სალუქვაძემ.
წყარო: Lelo
უკვე ფეხბურთშიც მასტერობ? კლავიატურის ლომო :):):)
თავისუფალი მედიის , ,, თავისუფალი " ვებ-გვერდის ადმინისტრატორი იმედია არ დაბლოკავს ჩემ კომენტარს
რომელი გადამწყვეტი თამაში მოუგიათ ჩვენ ფეხბურთელებს დამისახელეთ ერთი მაინც და ხმას არ ამოვიღებ. უჯიგროები! ჰიმნის სიმღერა უტყდებათ ბიჭებს, ლუღლუღებენ რაღაცას ცხვირში, ნაკრებშიც მხოლოდ იმიტომ თამაშობენ რომ პერსპექტიული კონტრაქტი დაითრიონ რომელიმე კლუბთან, თავისას რომ გაისწორებენ მერე რაღად უნდათ ნაკრები, კამერების წინ ,,ვინუჟდენში" ჰიმნის ღნავილი და ვითომ პატრიოტების თამაში აღარ სჭირდებათ მერე. ვინც თამაშობს ისიც მხოლოდ თვის თავის გამო თამაშობს და არა ქვეყნის სიყვარულით. ბოლო დროს ცნობილი ქართველი ფეხბურთელებიდან მთელი გულით კანკავა თამაშობდა და მანამდე ქეცბაია. მორჩა! სხვა არავინ! ეს არი ჩვენი ფეხბურთი! მარტო ტკივილი და იმედგაცრუებაა სწორედ იმ მიზეზით რაც ვთქვი.
აი 10 მილიონის გადახდა კი მთლად სათანადოდ ვერ გააფიშირდა და ამას აქვს გარკვეული მიზეზი, ეს უბრალოდ არაპროფესიონალური გადაცდომაა, სამსახურებრივი შეცდომა, რაც კრიჟანმა ნაპოლიმ ხელიდან არ გაუშვა...
ასე რომ, ასე იაფს რომ გიხდის კლუბი წელიწადში, რა თანხასაც უმრავლესობა საშუალო დონის ფეხბურთელებისა თვეში იღებს (ამას ხომ მოხერხება უნდა), ბევრი არ უნდა დააყოვნო მანდ...
ეს იყო ისტორიული შანსი, რომელიც როგორც ყოველთვის მიზეზთა გამო ქარმა წაიღო. აწი ველოდოთ ამისთანა შანს...! გული დამწყდა მაგრად.. სადღაც , მუდამ უაზრო მიზეზით ვიჩაგრებით. წარმატებას ვუსურვებ ყველა სპორცმენს. უბრალოდ არის მომენტი, რომელიც ხელიდან არ უნდა გავუშვათ.
სინამდვილეში თუ რატომ თქვა უარი კვარამ, სიმართლეს ხალხი ვერ გაიგებს. მენეჯმენტის კუთხით, ალბათ უფრო ფეხბურთელების გაყიდვა უნდოდათ, ვიდრე ევროპის ჩემპიონატის თუგინდ მოგება და ოლიმპიადაზე გასვლა!
აი უკრაინამ თავისი მუდრიკიანად რომ მოიგოს, ჩვენმა ფედერაციამ უყუროს ენაგადმოგდებულმა (ან თქვენც მიხვდებით თუ რაგადმოგდებულმა). მართლაც შეიძლებოდა სულაც სათადარიგოები ყოფილიყვნენა და შეცვლებზე ეთამაშათ დიდ ენერგიაზე მყოფებს. მიქაუტაძეს კი გაუგებ კაცი. სანდო წყაროს მიხედვით ბოლო ორი თამაში მცირე ტრავმით უთამაშია, მაგრამ კვარას მიმართ დარჩება კითხვები და ტყუილს მოკლე ფეხები აქვს...
პ. ს. აქ უმალ მახსენდება ნაპოლის პრეტენზია კოკა-კოლას მფლობელის, ჭყონიას მისამართით, როდესაც ნაპოლიმ უჩივლა კოკა-კოლას კვარას სურათის ბოთლის ეტიკეტზე გამოყენების გამო და ჯარიმის სახით 10 მილიონი გადაახდევინაო...