იური სიომინი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელებს რუსეთის ჩემპიონატში ეპატიჟება

AutoSharing Option
ცნობილი რუსი მწვრთნელის, იური სიომინის თქმით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელებს, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე თავი კარგად წარმოაჩინეს, შეუძლიათ რუსეთის პრემიერლიგაში ითამაშონ.

"რაც შეეხებათ ქართველ ახალგაზრდებს, ისინ ყოველთვის თამაშობდნენ რუსეთის ჩემპიონატში. ნაკრებში ორი მოსკოვის "დინამოელი" ასპარეზობდა - გაგნიძე და საზონოვი. მათ გარდა, ამ ნაკრებში რამდენიმე ძვირად ღირებული ფეხბურთელია.

მაგალითად, გიორგი მამარდაშვილი, რომელიც "ვალენსიაში" თამაშობს. რა თქმა უნდა, მას რუსეთის ჩემპიონატში ვერ გადმოვიყვანთ, თუმცა ნიჭიერი ახალგაზრდა საქართველოში ბევრია.

საქართველომ ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა ეს ჩემპიონატი. ყველაფერი მაღალ დონეზე იყო, ორგანიზება, სავსე სტადიონები და
გუნდების მოტივაცია. როდესაც შენ მხარდასაჭერად 45 ათასი გულშემატკივარი მოდის, რასაკვირველია, ეს შენს მოტივაციას აორმაგებს და თავის როლს თამაშობს.

თუმცა, მეორე მხრივ, ეს ნერვიულობასაც მატებს მოთამაშეებს, რაც ისრაელთან პენალტების სერიაში გამოჩნდა, როცა გულშემატკივარი მათგან მხოლოდ გამარჯვებას ელოდა. ეს მათ არ გამოუვიდათ, პენალტები ხომ ლატარიაა".

სიომინის აზრით, საქართველოს ნაკრების წარმატებაში დიდი როლი ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიას კარგმა თამაშმა "ნაპოლიში".

"თავდაპირველად, ის ჩვენს ჩემპიონატში თამაშობდა, შემდეგ იტალიაში წავიდა და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე გახდა. რა თქმა უნდა, ეს დიდი მოტივაციაა ყველა იმ ბავშვისთვის, ვინც დღეს ეზოში თამაშობს ფეხბურთს", - აქვეყნებს სიომინის სიტყვებს "რია ნოვოსტი".
მკითხველის კომენტარები / 46 /
ფეხბურთელები მანდ არ უნდა წამოვიდნენ ეს ასიანი, მაგრამ იური პალიჩი თუ წამოვა ჩვენს ჩემპიონატში, მაგალითად დინამო ბათუმში, ეს მშვენიერი იქნება.
ბათუმელი ექსპერტი
15:37 06-07-2023
12
დავაი დოსვიდანია რაა იური. რაღა დროს თქვენი ჩემპიონატია? საზონოვი იქნებ მართლა წამოვიდეს მაგ ჭაობიდან და მერე გაგნიძეც რამენაირად ევროპაში წავიდეს. ამ ახალგაზდულებისათვის სასაფლაუ ნამდვილად არ გვინდა რუსეთი.

პ.ს. წერე ჩემი სახელით რამდენიც გინდა ვითომ G.LA.
G.LA
14:45 06-07-2023
8

სიახლეები პოპულარული