"შეგვიძლია ვივარაუდოთ, ხვიჩა და გიორგი რომ გვყოლოდნენ, მეოთხედფინალს მოვიგებდით, ან..." - დავით მუჯირმა კვარაცხელიასა და მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
გადაცემა "სპორტი იმედზე" სტუმარი სფფ-ის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი გახლდათ, რომელმაც ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე და საქართველოს ნაკრების ასპარეზობაზე ისაუბრა. ვეტერანმა ფეხბურთელმა კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძეზეც გააკეთა.

მოგეხსენებათ, ამ ფეხბურთელების ახალგაზრდულ ნაკრებში არყოფნამ, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მუჯირის თქმით, არსებობს გარემოებები, რომლებზეც თავად ვერ ისაუბრებს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელები ამ გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებენ. არის დატვირთული სეზონი, შემდეგ სანაკრებო პაუზა.

ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, ხვიჩა და გიორგი რომ გვყოლოდა, მეოთხედფინალს მოვიგებდით, ან შეიძლება ჯგუფიდან ვერ გავსულიყავით... ამაზე საუბარი რთულია. ძალიან ბევრი
გარემოებებია, რომელზეც ჩემგან საუბარი არ იქნება სწორი, თუმცა მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ფეხბურთელს, რომელიც ჩვენი ნაკრების ღირსებას იცავს. მადლობა იმ გულშემატკივრებს, რომლებიც მათ ამხნევებენ", - განაცხადა დავით მუჯირმა.

altდავით მუჯირი სტუმრად გადაცემა "სპორტალში" [VIDEO]

altდავით მუჯირი: ნაკრებში დროებითი მწვრთნელის დანიშვნა გამორიცხული არაა

altდავით მუჯირი: ეროვნული ლიგის შეხვედრებზე მაყურებლის დასწრების საკითხი ასე გადაწყდება...

მკითხველის კომენტარები / 45 /
ეს ბიჭი კიდე ბევრჯერ გაგვახარებს ნაკრებთან ერთად რაც შეეხება 21წ. თამაშს რა არი აქ გაუგებარი? გადაღლილი იყო და ეს ეტყობოდა და ისეც მართლა ყველგან ხომ არ შეეტენება? სხვებმა რა დააშავა მთელი წელი რომ ყველაფერს აკეთებდნენ ამ ჩემპიონატზე რომ ეთამაშა? დასვენებას რომ თავი დავანებოთ ტრავმის ალბათობაც დიდი იყო და შეიძლება კიდე საერთოდ ვერ გავსულიყავით ჯგუფიდან ან ეროვნულზე თამაშზე თქვა როდისმე უარი? და ნუ გაატრაკეთ აქ ზოგიერთებმა ერთი ხეც რომ არ გაქვთ ცხოვრებაში დარგული და მხოლოდ სხვისგან რომ ითხოვთ თავდადებას.
ქართველი
11:44 11-07-2023
0
სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელები ევრო 21-ს არ თამაშობენ. ჩვენ კი გვინდა, რომ ეთამაშა, მაგრამ....
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული