დანაკლისით ასტანაში - მეტოქემ თბილისის "დინამო" შეისწავლა და აცხადებს, რომ ვალდებული არიან, გაიმარჯვონ

AutoSharing Option
11 ივლისს, თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის გასამართად ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჩარტერული რეისით ჩავიდა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ყაზახეთს 21 ფეხბურთის შემადგენლობით ეწვია. ტრავმების გამო თბილისურ კლუბს ვიცე-კაპიტანი ანზორ მექვაბიშვილი, თორნიკე კირკიტაძე და ზორან მარუშიჩი ვერ დაეხმარებიან. ამის თაობაზე "დინამო" თავისი საიტით იტყობინება.

მომავალი შეხვედრის შესახებ "ასტანას" მწვრთნელმა გრიგორი ბაბაიანმა და გუნდის კაპიტანმა აბზალ ბეისებეკოვმა ისაუბრეს.

ბაბაიანი: "რა თქმა უნდა, ძალიან რთულ მატჩს ველით. ვიცით, როგორი ძლიერი გუნდია "დინამო". ღრმა ანალიზი ჩავატარეთ, მეტოქე ძალიან სერიოზული ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ახლახან სუპერთასი
მოიგეს და ფორმაში არიან. ამასთან, გვესმის, რომ სახლში საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ვითამაშებთ. შეხვედრის წინ ქალაქში გარკვეული აჟიოტაჟი იგრძნობა. ხალხს უნდა, გუნდს მხარი დაუჭიროს და იმედი მაქვს, ხვალ სავსე სტადიონი იქნება. მოწინააღმდეგისათვის არცთუ სასიამოვნო ატმოსფეროს შევქმნით.

მიმაჩნია, რომ შანსები 50/50-ზეა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სახლში ვთამაშობთ, ვალდებული ვართ, გავიმარჯვოთ. თუმცა, ასევე უნდა გვესმოდეს, რომ პირველ რიგში, ორგანიზებულად მოქმედება გვჭირდება. მხოლოდ იმის გამო, რომ მასპინძლები ვართ, უბრალოდ წინ არ უნდა გავიქცეთ, ვინაიდან "დინამოს" ძალიან ძლიერი შემტევი ჯგუფი ჰყავს და დაცვაში მკაცრად თამაშია აუცილებელი, რამეთუ შემდეგ ეტაპზე ორრაუნდიან ბრძოლაში გამარჯვებული გადის".

ბეისებეკოვი: "ჩვენი გუნდი ამ მატჩს წლის დასაწყისიდან ელოდა. სრულად მზად ვართ. "დინამოს" თამაშს ორი დღე ვსწავლობდით. ჩვენი ბევრი ფეხბურთელი ევროპაში ასპარეზობდა, კარგ ლიგებში, გამოცდილება გააჩნიათ. არავისი არ გვეშინია, მხოლოდ წინ!"

მკითხველის კომენტარები / 15 /
ერთ მნიშვნელოვან რაღაცას დავწერ.
თამაშს არც ევროპული გამოცდილება იგებს და არც კორეული,
თამაშს იგებს ჟილკა,ჩვენს ფეხბურთელებს ჟილკა აკლიათ-ქეცბას და ჯანაშიას მერე არ გვყოლია ჟილკიანი ფეხბურთელი,დემეტრაძეც იყო ჟილკიანი,სხვაზე ვერ ვიტყვი.
კანკავა მებრძოლი იყო,მაგრამ მაინც არა ისეთი როგორც საჭიროა.
რითი მოგვიგო მაკედონიამ ფინალი?ჟილკით.
აი ამაში ვაგებთ.მორიდებული ფეხბურთელები გვყავს,არადა მგლებივით უნდა იყვნენ.
Levani
00:28 12-07-2023
2
მექვაბიშვილის იმედი მქონდა და თუ ესეც აღარაა.......ტფუ
ეეე
19:04 11-07-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული