მატჩის წინ მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ბაბაიანმა იმედი გამოთქვა, რომ ანშლაგი იქნებოდა, მაგრამ სტადიონი არ გაივსო. „ასტანა“ დებიუტიდანვე დაეუფლა ინიციატივას და პირისპირ გასულ ამანოვიჩს გატანა მეკარე ლორიამ არ დაანება. „დინამო“ ბევრ შეცდომას უშვებდა, საკუთარ კარს იყო მიჯაჭვული და აიმბეტოვისგან გოლი მიიღო. ამის შემდეგ ქართულმა გუნდმა მეტოქის ნახევარზე გადასვლა მოახერხა და სხირტლაძის დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს, მერე შანსი კამარამაც ვერ გამოიყენა. ყაზახური კლუბი კვლავ უფრო აქტიურად
ასტანა. „ასტანა არენა“
ასტანა - დინამო (თბ)
გოლი: აიმბეტოვი (11)
დინამო (თბ): ლორია, მალი, მარგველაშვილი, ტაბიძე, კობოური, ოსეი, იმრანი, ხარაიშვილი, სიგუა, კამარა, სხირტლაძე