"დინამოს" შეფასება - გამოცდილების უარყოფითი ეფექტი და მეტი დრო ახალგაზრდებს! - რა არის ჩვენი მისია

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" განვლილ მატჩზე მსჯელობა ასე უნდა დავიწყოთ - საქართველოს ჩემპიონმა შეხვედრის საშინელი სტარტიდან, სტუმრად ჩატარებულის ფაქტორიდან და ძლიერი სიცხიდან გამომდინარე, დამაკმაყოფილებელ შედეგს მიაღწია - "ასტანასთან" სტუმრად (1:1) ფრე. მაგრამ სათქმელი გაცილებით მეტია. თანაც, ახლა არც ძველი წესია, როცა სახლში უგოლო ფრე შემდეგ ეტაპზე გაგვიყვანდა.

Sportall.Ge

ყაზახთა მწვრთნელმა ზუსტად იცოდა, სწრაფ გოლში მათი შანსი ყველაზე მეტად რომ იყო, მიზნის მიღწევის შემთხვევაში კი საკუთარ შესაძლებლობებს შესაბამისად გადაანაწილებდნენ. ამავდროულად, თბილისელები. ელოდნენ, რომ საწყისი წუთები მოწინააღმდეგის იქნებოდა, მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმაც ხომ მშვენივრად უწყის,
მის გუნდს 90 წუთი პრესინგი და ტემპის კონტროლი გაუჭირდებოდა. ისე გამოვიდა, მასპინძლებმა შეხვედრა იდეალური პირობებით დაიწყეს - "დინამოელების" მარტივი შეცდომები, მალევე დაწინაურება, ამით ფსიქოლოგიური უპირატესობის მოპოვება და ბევრმა პირველი მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილადაც კი მიიჩნია. მართალია, ბაბაიანის გუნდმა პოზიციები დათმო და ჩვენს სისწრაფითა და ფანტაზიით ნაკლებად გამორჩეულ შეტევებს ფრთხილად იგერიებდა, თუმცა ის, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა შოკიდან გამოსვლა შეძლეს და უპირატესობასაც დაეუფლნენ, ეს აღნიშვნის ღირსია. ისევ გამოჩნდა, რომ ეროვნულ ლიგაში მაღალ ინტენსივობას მიუჩვევლებს საერთაშორისო დონეზე სათანადო მოძრაობა გვიჭირს. იოლად ამოიცნობდით მათ, ვინც შესაძლოა, შიდა ჩემპიონატში გამოირჩევა, თუმცა ახლა...

ის შემადგენლობა, რომელსაც ჭიაბრიშვილი დაეყრდნობოდა, ფაქტობრივად, ზუსტად გამოვიცანით. კარგია, შეცდომების გამოსასწორებლად მწვრთნელი ზედმეტად დიდ დროს რომ არ ანიავებს. 21-წლამდელთა ნაკრების რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული კალანდაძის შემოსვლისა და ტაქტიკის შეცვლის შემდეგ, დაცვის ხაზი უფრო საიმედო გახდა და ამავდროულად, ჭიაბრიშვილმა რამაზ სვანაძის ერთი მეთოდი გამოიყენა - როცა შეტევას ვიწყებდით, კალანდაძე ფლანგისკენ იწევდა და მისი ამ უნარის გამოყენებას ცდილობდა. იმავეს ვიტყოდით საბა ხვადაგიანზეც, რომელიც ახალგაზრდულ ნაკრებში ფრთაზე მოქმედებდა. თბილისელთა მიზანი ბოლოს უფრო ანგარიშის შენარჩუნება იყო. ამავდროულად, უნდა აღვნიშნოთ, რომ კარგია გამოცდილი ფეხბურთელებით გაძლიერება; კარგია, როცა მწვრთნელი კარგად გიცნობს, მაგრამ თუკი მათ საუკეთესო ფორმა უკვე გადავლილი აქვთ, ახალგაზრდებზე მეტი ნდობა უნდა გამოცხადდეს, რაც გაბრიელ სიგუას შემთხვევაში სრულად გამართლდა, ის ჩვენი მთავარი ნათელი წერტილი იყო!..

Sportall.Ge

სულ აღვნიშნავთ, რომ მომავალ თაობაზე აქცენტის გაკეთება, რომლებიც შემდეგ კარგი ლეგიონერები გახდებიან და ნაკრებს გამოადგებიან, ამ ეტაპზე იქნებ ჩვენი კლუბების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყოს. ამავდროულად, კონფერენს ლიგის ჯგუფში გასვლა ამ ბარიერის გავლის შემთხვევაში საკმაოდ რეალურია. ორივე გუნდის შემადგენლობაში ორი ვეტერანის მაღალ კლასს გამოვარჩევდით - მეკარე გიორგი ლორია და ხორვატი შემტევი მარინ ტომასოვი.

უფრო მეტი განმეორებითი მატჩის შემდეგ ვთქვათ, ახლა კი ვისურვოთ, ერთ კვირაში გულშემატკივრობაც შესაბამისი იყოს და ჩვენმა გუნდმა საკუთარ მოედანზე მეტოქეს თამაში თავს უფრო მოახვიოს. ამავდროულად, კონტრშეტევებზე მოწინააღმდეგეს შანსები უნდა შევუმციროთ. იმედია, პერიოდულ აფეთქებებს მეტად, "დინამოსგან" დომინანტურობასა და სტაბილურობას ვიხილავთ!..

alt"დინამომ" "ასტანასთან" ფრეს მიაღწია - ყველაფერი თბილისში გადაწყდება [VIDEO]

altჭიაბრიშვილი: მოედნის და სიცხის გამო მძიმე მატჩი გამოვიდა

მკითხველის კომენტარები / 15 /
აი ჯენერი ხორავა რომ ყოფილიყო მსაჯი აუცილებლად მოიგონებდა რაღაცას დინამოს სასარგებლოდ, ასე იცის საკუთარ ქვეყანაში ჩემპიონატი რომ არ გაქვს და მსაჯების დახმარებით რომ ხდებიან ჩემპიონები.
ვანო
13:18 20-07-2023
0
კი მეგობარო რეგიონალური პრინციპია კენჭისყრისას, ანუ ჩვენ უნდა ვეთამაშოთ მეზობლებს ყაზახებს,აზერებს,თურქებს,უკრაინას, მოლდოვას... მაგათ მერე მოდიან ბერძნები,რუმინელები,ბალკანელები... და ამ დროს ვინც შედარებით სუსტია საწყის ეტაპზე უელსი,ჩრ.ირლანდია,ისლანდია....ესენი თამაშობენ ლატვიასთან,ლიტვასთან, გიბრალტართან...და შედეგად ჯგუფში გავიდა ჟალგირისი,გიმრალტარის გუნდიც და კიდევ სხვებიც გავლენ...თავს არ ვიმართლებ მაგრამ ესეც მოქმედებს საერთო რეიტინგი რომ გვიუარესდება თანდათან.
Givi
19:05 13-07-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული