მარადიშვილის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ნათამაშები ლეო გოგლიჩიძეც ფიქრობს

AutoSharing Option
"ორენბურგის" 26 წლის მცველმა ლეო გოგლიჩიძემ შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს - ამის შესახებ მან RB Sport-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ფეხბურთელი აღნიშნავს, მას მამა ქართველი ჰყავს; თუ მოქალაქეობა შეიცვალა, ის რუსეთში ლეგიონერად ჩაითვლება და ერთგვარად პრობლემას შეუქმნის:

- ქართული ფესვები გაქვთ?

- დიახ, მამაჩემი ქართველია.

- ოდესმე გიფიქრიათ, რომ მოქალაქეობა შეგეცვალათ და ქართული პასპორტი აგეღოთ?

- სიმართლე გითხრათ, თავში ასეთი აზრები მართლაც მიტრიალებს, მაგრამ ვიცი, რომ შემდეგ რუსეთში ლეგიონერად ჩავითვლები და ეს ერთგვარად პრობლემა იქნება. სურვილი მაქვს, რომ საქართველოს მოქალაქე გავხდე
და იმედი მაქვს, ეს ახლო მომავალში მოხდება.

- საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან წინადადება არ მიგიღიათ?

- არა. პასპორტი არ მაქვს და შესაბამისად, მოწვევაში აზრსაც ვერ ვხედავ.

ინფორმაციისთვის, გოგლიჩიძეს მთელი კარიერა რუსეთში აქვს გატარებული. ის წარსულში "კრასნოდარის", "ნიჟნი ნოვგოროდის", "ჩაიკასა" და "ურალის" ღირსებასაც იცავდა. მას რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული.

შეგახსენებთ, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს მოქალაქეობას კონსტანტინ მარადიშვილი მიიღებს, რომელსაც ჩვენს ნაკრებში თამაში შეეძლება.
მკითხველის კომენტარები / 59 /
ნუ დაივიწყებ ქართულ ფესვებს მაგას რა ჯობია, ოღონდ საქართველოს ნაკრებს მოშორდი.რამდენი თავის გამოჩენა მოუნდებათ მყისიერად ახსენდებათ თავიანთი ფესვები.
მეტის მეტია
15 ივლისი 2023 02:39
6
გაუჭირდათ და გაახსენდათ ქართული ფესვები... თქვენი კონფორმისტი...
ჩელენჯერი
14 ივლისი 2023 22:57
4
შერეული ოჯახების შვილები როცა საქართველოს არჩევენ მისასალმებელია ბევრი აღარ ქართველობს და მიტო
ერთაოზი
14 ივლისი 2023 22:39
3
აბა არ გასჭირვებოდათ?!
15 ივლისი 2023 00:15
5
აბა არ გაჭირვებოდათ?!გამომყენებლები,ზიზღს იწვევენ
15 ივლისი 2023 00:14
7
ძან მკაცრებიც ნუ იქნებით! ბავშვი დაიბადა რუსეთში რუსი დედის და ქარტველი მამისგან!მისი ბრალი არაა ეს! ის მრწამსიტ რუსია, ენიტაც, აღზრიდთაც, მისი სამშობლო რუსეტია და ეს მისი ბრალი არაა! კარიტ ხელი და ნამდვილ რუსებს ჩაეხუტეთ! აკი ამას აკეტებთ
lola
14 ივლისი 2023 21:34
4
რომ გაიძახით რა მნიშვნელობა აქვს როგორ იტყოდაო.ძან დიდი მნიშვნელობა აქვს რა ნათქვამია დიახ მამაჩემი არის ქართველი. მეც ანალოგიური სიტუაცია მაქვს მეც დედა მყავს რუსი დავიბადე და გავიზარდე მოსკოვში თექვსმეტ წლამდე. არასოდეს არ მითქვამს არც ბაღში და არც სკოლაში რო მე არ ვარ ქართველი პირიქით ამაყად ვამბობდი რომ მე ვიყავი ქართველი და არა იმას რომ მამაჩემია ქართველი.კიდევ ის რომ 2008 წლის მერე მამაჩემმა მოკიდა მთელ ოჯახს ხელი და წამოგვიყვანა სამშობლოში მიუხედავად იმისა რომ სულ თავიდან დაგვჭირდა ცხოვრების აწყობა აქ.იქ კი აწყობილი კარიერა მიატოვა
Beqa
14 ივლისი 2023 20:38
0
ვერაფრით ვერ ვხვდები იმ ხალხის ვინც იძახის რო რუსია გარუსებულია და რა უნდა ჩვენს ნაკრებში ბიჭი იქ დაიბადა და რა ქნას თუ აქ სურვილი საქართველოს ნაკრებში თამაშის,ჩემი ბავშვიც ფეხბურთს თამაშობს და ევროპაში დაიბადა და ვიზე ნაკლები უფლება ექნება ნაკრებში თამაშის თუ რათქმაუნდა მიიწვევენ და რა შუაშია თბილიში დაბადება პრაღაში თუ ვენაში
ლაშა
14 ივლისი 2023 20:13
6
გააჩნია თქვენ ბავშვს როგორ ზრდით, თუ იძახის რომ ქართველია და ამაყობს ამით ქართველია თუნდაც მისი გვარი საერთოდ არ იყოს ქართული, მაგრამ თუ იძახის რომ მამაჩემია ქართველიო, მაშინ საერთოდ არ გვაინტერესებს ვინ არი თუნდაც ბაგრატიონი იყოს გვარად, არაფერში გვჭირდება აქ მასეთები. მეორე თემაა ამ გოგლიჩიძეს რას ერჩით? რუსია ქართული გვარით (სირცხვილი მამამის), არანაირი პრეტენზია არ აქვს და ვერც ექნება ნაკრებში თამაშზე და მოქალაქეობას მიიღებს თუ არა მისი პირადი საქმეა და პირადად მე სულ არ მაინტერესებს.
ქორ-პარიკმახერი
15 ივლისი 2023 13:51
1
ნაკრებში კონკურენცია საწინდარია ხარისხის.. იყო მანამდე საუბრები საზონოვის შესახებაც. ფეხბურთელებს შეუძლიათ თავიანთი შესაძლებლობები დაამტკიცონ საფეხბურთო მოედნებზე. რაც მეტი ფეხბურთელი მით უკეთესი.
jorj
14 ივლისი 2023 20:00
1
საქართველოს მოქალაქეობა თუ უნდა, ამას წინ არაფერი უნდა დაუდგეს, მაგრამ ეს ინდულგენცია ვერ იქნება იმისა, რომ ნაკრებში მოხვდება. ამას სხვა პრობლემები ახლავს, რომელსაც მაღალ დონეზე თამაში ქვია.
ჟორა
14 ივლისი 2023 19:57
2
არც ამას არ უნდა მისცენ ქართული პასპორტი და არვ მარადიშვილისთვისარ უნდა მიეცათ !მარადიშვილი არ იყო რომ ამბობდა--რა საქართველოს ნაკრები გიჟები ხომ არ ხართ რა მინდა იქო ? ეხლა აეწვათ რუსული ფეხბურთი რომ გაირყა @ ჩემთვის "რუსი" საზონოვი გაცილებით დიდი ქართველია ვიდრე ეს ორივე "ქართველი" ორი ღერი ქართული რომ არ იციან და და საქართველოს ისტორიაზე რომ კითხო გეტყვიან საქართველო პირველი საუკუნიდან რუსეთის ტერიტორია იყოო @@
zura222
14 ივლისი 2023 18:50
8
„მამაჩემი ქართველია“ ჩემთვის აქ უველაფერი დამთავრდა :(
ზურა
14 ივლისი 2023 18:32
4
ანტუუუნი, შენ რო გკითხავენ,სადაური ხარო, რას ეტყვი, მამა მყავს ქართველიო? ჰოდა მაგაშია საქმე. არ თვლის ქართველად თავს ეგ კაცი
ანტონის
15 ივლისი 2023 02:41
1
და შენი მამა არაა ქართველი?
წაკითხულიდან აზრიც ვერ გამოგაქვთ.ვაი უბედურო სამშობლოვ .
ანტონი
14 ივლისი 2023 19:43
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული