
როგორც იცით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საბა საზონოვი საქართველოს ნაკრებში ითამაშებდა, აქტიურად დაიწერა იმის შესახებაც, რომ მსგავს გადაწყვეტილებას მარადიშვილიც მიიღებდა.
მაგალითისთვის, გუშინ ცნობილმა რუსმა კომენტატორმა ალეკსეი ანდრონოვმა თქვა, რომ მისი ინფორმაციით, საზონოვის შემდეგ მარადიშვილი იქნება, რომელიც საქართველოს ნაკრების მაისურს მოირგებს.
აქვე გეტყვით, რომ მარადიშვილი ცსკა-ს აღზრდილია, რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში 5 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ის 2021 წელს "ლოკომოტივში"გადაბარგდა და გუნდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა...