
როგორც ფეხბურთელი აღნიშნავს, მას მამა ქართველი ჰყავს; თუ მოქალაქეობა შეიცვალა, ის რუსეთში ლეგიონერად ჩაითვლება და ერთგვარად პრობლემას შეუქმნის:
- ქართული ფესვები გაქვთ?
- დიახ, მამაჩემი ქართველია.
- ოდესმე გიფიქრიათ, რომ მოქალაქეობა შეგეცვალათ და ქართული პასპორტი აგეღოთ?
- სიმართლე გითხრათ, თავში ასეთი აზრები მართლაც მიტრიალებს, მაგრამ ვიცი, რომ შემდეგ რუსეთში ლეგიონერად ჩავითვლები და ეს ერთგვარად პრობლემა იქნება. სურვილი მაქვს, რომ საქართველოს მოქალაქე გავხდე
- საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან წინადადება არ მიგიღიათ?
- არა. პასპორტი არ მაქვს და შესაბამისად, მოწვევაში აზრსაც ვერ ვხედავ.
ინფორმაციისთვის, გოგლიჩიძეს მთელი კარიერა რუსეთში აქვს გატარებული. ის წარსულში "კრასნოდარის", "ნიჟნი ნოვგოროდის", "ჩაიკასა" და "ურალის" ღირსებასაც იცავდა. მას რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული.
შეგახსენებთ, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს მოქალაქეობას კონსტანტინ მარადიშვილი მიიღებს, რომელსაც ჩვენს ნაკრებში თამაში შეეძლება.