როგორც ფეხბურთელი აღნიშნავს, მას მამა ქართველი ჰყავს; თუ მოქალაქეობა შეიცვალა, ის რუსეთში ლეგიონერად ჩაითვლება და ერთგვარად პრობლემას შეუქმნის:
- ქართული ფესვები გაქვთ?
- დიახ, მამაჩემი ქართველია.
- ოდესმე გიფიქრიათ, რომ მოქალაქეობა შეგეცვალათ და ქართული პასპორტი აგეღოთ?
- სიმართლე გითხრათ, თავში ასეთი აზრები მართლაც მიტრიალებს, მაგრამ ვიცი, რომ შემდეგ რუსეთში ლეგიონერად ჩავითვლები და ეს ერთგვარად პრობლემა იქნება. სურვილი მაქვს, რომ საქართველოს მოქალაქე გავხდე
- საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან წინადადება არ მიგიღიათ?
- არა. პასპორტი არ მაქვს და შესაბამისად, მოწვევაში აზრსაც ვერ ვხედავ.
ინფორმაციისთვის, გოგლიჩიძეს მთელი კარიერა რუსეთში აქვს გატარებული. ის წარსულში "კრასნოდარის", "ნიჟნი ნოვგოროდის", "ჩაიკასა" და "ურალის" ღირსებასაც იცავდა. მას რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული.
შეგახსენებთ, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს მოქალაქეობას კონსტანტინ მარადიშვილი მიიღებს, რომელსაც ჩვენს ნაკრებში თამაში შეეძლება.
ყველაზე მეტად და პირველ რიგში ის იმსახურებს, ვიინც აქ დაიბადა, გაიზარდა, ეროვნული მენტალიტეტი აქვს, ვინც უფრო ნიჭიერი და პერსპექტიულია და , ბავშვობიდან ვინც ოცნებიობდა და არა დღეს ვინც გამოხატა ინტერესი.
კი ბატონო, მისაღებია, მაგრამ ჯერ განსახილველად, აგერ თვითონ რასაც ამბობს - ჯერ ბოლომდე ვერც გარკვეულა. წინ ის ბიჭები უნდა იყვნენ ვინც გარკვეულია და ასეთ ჩანს, რომ ბევრია