მარადიშვილის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ნათამაშები ლეო გოგლიჩიძეც ფიქრობს

AutoSharing Option
"ორენბურგის" 26 წლის მცველმა ლეო გოგლიჩიძემ შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს - ამის შესახებ მან RB Sport-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ფეხბურთელი აღნიშნავს, მას მამა ქართველი ჰყავს; თუ მოქალაქეობა შეიცვალა, ის რუსეთში ლეგიონერად ჩაითვლება და ერთგვარად პრობლემას შეუქმნის:

- ქართული ფესვები გაქვთ?

- დიახ, მამაჩემი ქართველია.

- ოდესმე გიფიქრიათ, რომ მოქალაქეობა შეგეცვალათ და ქართული პასპორტი აგეღოთ?

- სიმართლე გითხრათ, თავში ასეთი აზრები მართლაც მიტრიალებს, მაგრამ ვიცი, რომ შემდეგ რუსეთში ლეგიონერად ჩავითვლები და ეს ერთგვარად პრობლემა იქნება. სურვილი მაქვს, რომ საქართველოს მოქალაქე გავხდე
და იმედი მაქვს, ეს ახლო მომავალში მოხდება.

- საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან წინადადება არ მიგიღიათ?

- არა. პასპორტი არ მაქვს და შესაბამისად, მოწვევაში აზრსაც ვერ ვხედავ.

ინფორმაციისთვის, გოგლიჩიძეს მთელი კარიერა რუსეთში აქვს გატარებული. ის წარსულში "კრასნოდარის", "ნიჟნი ნოვგოროდის", "ჩაიკასა" და "ურალის" ღირსებასაც იცავდა. მას რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული.

შეგახსენებთ, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს მოქალაქეობას კონსტანტინ მარადიშვილი მიიღებს, რომელსაც ჩვენს ნაკრებში თამაში შეეძლება.
მკითხველის კომენტარები / 59 /
გახდა 26 წლის, მიხვდა რო ამის რუსეთის ნაკრებში მიმწვევი აღარავინაა და გაახსენდა სამშობლო. დაეტიე სადაც ხარ."ჩაიკას" და "ნიჟნი ნოვგოროდის" დონის კლუბები აქაც გვყავს და ვინმე ახალგაზრდა პატრიოტს გამოვიძახებთ
Superman
13:14 14-07-2023
11
რომ გაიძახით რა მნიშვნელობა აქვს როგორ იტყოდაო.ძან დიდი მნიშვნელობა აქვს რა ნათქვამია დიახ მამაჩემი არის ქართველი. მეც ანალოგიური სიტუაცია მაქვს მეც დედა მყავს რუსი დავიბადე და გავიზარდე მოსკოვში თექვსმეტ წლამდე. არასოდეს არ მითქვამს არც ბაღში და არც სკოლაში რო მე არ ვარ ქართველი პირიქით ამაყად ვამბობდი რომ მე ვიყავი ქართველი და არა იმას რომ მამაჩემია ქართველი.კიდევ ის რომ 2008 წლის მერე მამაჩემმა მოკიდა მთელ ოჯახს ხელი და წამოგვიყვანა სამშობლოში მიუხედავად იმისა რომ სულ თავიდან დაგვჭირდა ცხოვრების აწყობა აქ.იქ კი აწყობილი კარიერა მიატოვა
Beqa
20:38 14-07-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული