მარადიშვილის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ნათამაშები ლეო გოგლიჩიძეც ფიქრობს

AutoSharing Option
"ორენბურგის" 26 წლის მცველმა ლეო გოგლიჩიძემ შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს - ამის შესახებ მან RB Sport-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ფეხბურთელი აღნიშნავს, მას მამა ქართველი ჰყავს; თუ მოქალაქეობა შეიცვალა, ის რუსეთში ლეგიონერად ჩაითვლება და ერთგვარად პრობლემას შეუქმნის:

- ქართული ფესვები გაქვთ?

- დიახ, მამაჩემი ქართველია.

- ოდესმე გიფიქრიათ, რომ მოქალაქეობა შეგეცვალათ და ქართული პასპორტი აგეღოთ?

- სიმართლე გითხრათ, თავში ასეთი აზრები მართლაც მიტრიალებს, მაგრამ ვიცი, რომ შემდეგ რუსეთში ლეგიონერად ჩავითვლები და ეს ერთგვარად პრობლემა იქნება. სურვილი მაქვს, რომ საქართველოს მოქალაქე გავხდე
და იმედი მაქვს, ეს ახლო მომავალში მოხდება.

- საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან წინადადება არ მიგიღიათ?

- არა. პასპორტი არ მაქვს და შესაბამისად, მოწვევაში აზრსაც ვერ ვხედავ.

ინფორმაციისთვის, გოგლიჩიძეს მთელი კარიერა რუსეთში აქვს გატარებული. ის წარსულში "კრასნოდარის", "ნიჟნი ნოვგოროდის", "ჩაიკასა" და "ურალის" ღირსებასაც იცავდა. მას რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული.

შეგახსენებთ, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს მოქალაქეობას კონსტანტინ მარადიშვილი მიიღებს, რომელსაც ჩვენს ნაკრებში თამაში შეეძლება.
მკითხველის კომენტარები / 59 /
რას ნიშნავს - "მამაჩემი ქართველია"? თვითონ ჩინელია?
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
15:12 16-08-2023
0
აუცილებელი არაა ყველა ნაკრებში ათამაშდეს, გაამაგრონ ქართული კლუბები, ორი სეზონით მაინც.
მერაბი
09:31 16-08-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული