მარადიშვილის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ნათამაშები ლეო გოგლიჩიძეც ფიქრობს

AutoSharing Option
"ორენბურგის" 26 წლის მცველმა ლეო გოგლიჩიძემ შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს - ამის შესახებ მან RB Sport-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ფეხბურთელი აღნიშნავს, მას მამა ქართველი ჰყავს; თუ მოქალაქეობა შეიცვალა, ის რუსეთში ლეგიონერად ჩაითვლება და ერთგვარად პრობლემას შეუქმნის:

- ქართული ფესვები გაქვთ?

- დიახ, მამაჩემი ქართველია.

- ოდესმე გიფიქრიათ, რომ მოქალაქეობა შეგეცვალათ და ქართული პასპორტი აგეღოთ?

- სიმართლე გითხრათ, თავში ასეთი აზრები მართლაც მიტრიალებს, მაგრამ ვიცი, რომ შემდეგ რუსეთში ლეგიონერად ჩავითვლები და ეს ერთგვარად პრობლემა იქნება. სურვილი მაქვს, რომ საქართველოს მოქალაქე გავხდე
და იმედი მაქვს, ეს ახლო მომავალში მოხდება.

- საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან წინადადება არ მიგიღიათ?

- არა. პასპორტი არ მაქვს და შესაბამისად, მოწვევაში აზრსაც ვერ ვხედავ.

ინფორმაციისთვის, გოგლიჩიძეს მთელი კარიერა რუსეთში აქვს გატარებული. ის წარსულში "კრასნოდარის", "ნიჟნი ნოვგოროდის", "ჩაიკასა" და "ურალის" ღირსებასაც იცავდა. მას რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული.

შეგახსენებთ, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს მოქალაქეობას კონსტანტინ მარადიშვილი მიიღებს, რომელსაც ჩვენს ნაკრებში თამაში შეეძლება.
მკითხველის კომენტარები / 59 /
რას ნიშნავს - "მამაჩემი ქართველია"? თვითონ ჩინელია?
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
16 აგვისტო 2023 15:12
0
აუცილებელი არაა ყველა ნაკრებში ათამაშდეს, გაამაგრონ ქართული კლუბები, ორი სეზონით მაინც.
მერაბი
16 აგვისტო 2023 09:31
0
შენ თუ არ გაქვს პასპორტი ჩვენ გაჩვენებთ პასპორტებს არაა პრობლემა მამაჩემიაო ქართველი მე კი არაო. ნაქართველარი არ გამოდგება
თემო
16 აგვისტო 2023 08:06
0
რა თქმა უნდა, სასურველია ყველა ქართული გვარის მატარებელი პარალელურად საქართველოს მოქალაქეც იყოს, მაგრამ თუ სანაკრებო დონის არაა და მოქალაქეობის შეცვლით კარიერაში ხელი სეეშლება, ალბათ არ ღირს. მოქალაქეობის მიღება კარიერის დასეულების შემდეგაც შეიძლება.
ჟორა გაბრიჭიძე
20 ივლისი 2023 10:32
2
მისი გადასაწყვეტია!
სოსო
16 აგვისტო 2023 01:08
0
საერთოდ თუ იცი რას ნიშნავს გურჯი!?
საბა ს ა ზ ო ნ ო ვ ი ს თ ა ნ ა
გურჯი ვერასოდეს გახდები..
მამუკა
15 ივლისი 2023 16:35
3
"ჩაიკა" მიყვარს , თოლიების დიდი მოყვარული ვარ..
ღადაობთ?
15 ივლისი 2023 14:05
1
ეს ღრუსები რამდენი შევაგროვოთ.საზანოვი მარადოვი
გურჯი
15 ივლისი 2023 12:03
14
გავმაზავ რომ ქართველი არ ხარ!
ნუგზარი
19 იანვარი 2024 14:06
0
ეგრე პაპაჩემიც ქართველი იყო. მე ხომ აღარ ვარ?))))))
დედას გორჯისტანა
15 ივლისი 2023 11:48
1
მამაᲩემი ქარᲗველიაოო?? Შე Ჩემისა მამაᲨენი კიარა Შენც ქარᲗველი ხარ,
Gel-100
15 ივლისი 2023 09:17
1
წაიღეს თბილისი რუსებმა, ახლა ნაკრებიც მიაქვთ
ლადო
15 ივლისი 2023 02:42
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული