"ასტანასთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხების შემდეგ კომენტარი თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა გააკეთა:
"მოედანზე ორი თანაბარი დონის გუნდი იყო, ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე უკეთესი იყო. ამ ეტაპზე დიდ როლს ერთი წუთი თამაშობს, როდესაც ორი გოლი გავუშვით.
ეს გამოცდილებას საჭიროებს. ჩვენ ახალგაზრდა გუნდი ვართ, ამ დონეზე აქამდე არ გვითამაშია. თუ მეტოქე კონცენტრაციის დაკარგვას სხვა ტურნირზე გპატიობს, აქ არ გაპატიებს.
ახლა შემდეგ მატჩებზე გადავერთვებით და შევეცდებით, ეს შეცდომები არ დავუშვათ. უკვე ერთი წელია ვმუშაობთ, რაღაც გამოვასწორეთ, რაღაც ვერა და ვფიქრობ, მალე
ფსიქოლოგია და მენტალიტეტი - ეს ორი მნიშვნელოვანი რამაა. ეს უბრალოდ ლაპარაკი არაა. ჩვენ გამარჯვებულის ფსიქოლოგია არ გვაქვს, თვითკმაყოფილები ვართ და ეს დიდი პრობლემაა".