გიორგი ჭიაბრიშვილი: გამარჯვებულის ფსიქოლოგია არ გვაქვს, რაც დიდი პრობლემაა

AutoSharing Option
"ასტანასთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხების შემდეგ კომენტარი თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა გააკეთა:

"მოედანზე ორი თანაბარი დონის გუნდი იყო, ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე უკეთესი იყო. ამ ეტაპზე დიდ როლს ერთი წუთი თამაშობს, როდესაც ორი გოლი გავუშვით.

ეს გამოცდილებას საჭიროებს. ჩვენ ახალგაზრდა გუნდი ვართ, ამ დონეზე აქამდე არ გვითამაშია. თუ მეტოქე კონცენტრაციის დაკარგვას სხვა ტურნირზე გპატიობს, აქ არ გაპატიებს.

ახლა შემდეგ მატჩებზე გადავერთვებით და შევეცდებით, ეს შეცდომები არ დავუშვათ. უკვე ერთი წელია ვმუშაობთ, რაღაც გამოვასწორეთ, რაღაც ვერა და ვფიქრობ, მალე
მივაღწევთ იმას, რისი მიღწევაც გვინდა.

ფსიქოლოგია და მენტალიტეტი - ეს ორი მნიშვნელოვანი რამაა. ეს უბრალოდ ლაპარაკი არაა. ჩვენ გამარჯვებულის ფსიქოლოგია არ გვაქვს, თვითკმაყოფილები ვართ და ეს დიდი პრობლემაა".

მკითხველის კომენტარები / 91 /
ჭია ამდენი ხანია დინამოში ხარ და 1 ტაქტიკა ვერ შეიმუშავე, ხან 3 მცველზე ხარ ხან 4 ზე.. თან ჩემპიონთა ლიგაზე შეიძლება წყობის ასე ცვლა? აირივნენ ფეხბურთელებიც (თავისი გაჭირვებიათ იმათ).. ტაქტიკა რომ გვერდზე გადავდოთ, რატომ არ დარბოდნენ? რატომ არ მოძრაობდნენ შენები? 2 გოლი უნდა გაგვიტანონ მაინც და მაინც რომ სირბილი დაიწყოთ? პ.ს. ვინც ვერ მიხვდა რას ვამბობ, დილას თამაში ნახოს გასვლაზე, ტიპები არ გაჩერებულან, უამრავი გამჭოლი ზუსტი პასი გააკეთეს , უამრავი კედელი გაითამაშეს, ბევრი ურტყეს, რავიცი ძმაო.. დინამოს არ გაუმართლაო )) არ გაუმართლა დილას თორემ ))
ilar10N YouTube
00:14 20-07-2023
3
გუნდში რო იმრანი გეყოლება ლეგიონერად ძირითადში მანდ უკვე წაგებულიგაქ. რა მოგყავთ სად პოულობთ ამ ფეღბურთელებს
იმრანი აღარ მინდა დინამოში
01:58 20-07-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული