"ასტანას" ნახევარმცველი: "დინამოსთან" მატჩის შესვენებაზე მწვრთნელმა ეს გვითხრა

AutoSharing Option
"ასტანას" სერბმა ნახევარმცველმა დუშან იოვანიჩმა meta-ratings.kz-სთან საუბარში თბილისის "დინამოსთან" მატჩი შეაფასა:

"ორივე თამაში ძალიან რთული გამოვიდა. პირველ ტაიმში "დინამო" გვჯობდა, რაც მათ მიერ გოლის გატანასა და თამაშის წაყვანაში გამოისახა.

არ დავნებდით, ინიციატივა ავიღეთ და 2 სწრაფი გოლი გავიტანეთ. შესვენებაზე მწვრთნელმა ყველა ერთად გაგვაერთიანა და გვითხრა, რომ ჩვენი შანსები აუცილებლად უნდა გამოგვეყენებინა.

საბოლოოდ, ასეც გამოვიდა... 2-ჯერ ავიღეთ მეტოქის კარი და შემდეგი ეტაპის საგზურიც მოვიპოვეთ", - თქვა იოვანოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ "ასტანამ" "დინამოს" თბილისში 2:1, ორი მატჩის ჯამში კი 3:2 სძლია.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ორივე გოლის ეპიზოდში,დაცვა უბრალოდ იდგა და უყურებდა.ზოგიერთი კი,მაინც მეკარის დანაშაულზე ლაპარაკობს.ლორია ბურთს რომ შეეხო,ასე ძლიერად დარტყმულზე ,მაგის მოსწრებაც კი ძალიან ძნელი იყო და გასაკვირი არაა,ხელის გამაგრება რომ ვერ მოასწრო.თუმცა ,რა თქმა უნდა, მაინც შეიძლება შეცდომად შეუფასონ.უბრალოდ დაცვის პასიურობაა პირველ რიგში აღსანიშნავი და მხოლოდ შემდეგ,ლორიას თამაში.
სოსო
14:32 20-07-2023
0
მარგველაშვილი არყოფილიყო საერთოდ გოლს ვერ გაიტანდით!!
beqa
14:41 20-07-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული