"ასტანას" კარში გოლის ავტორმა კამარამ კარიერის ყაზახეთში გაგრძელების ვარიანტი არ გამორიცხა

AutoSharing Option
თბილისში "ასტანას" კარში ერთადერთი გოლის ავტორი უსმან კამარა მატჩის შემდეგ ყახახურმა პრესამ ძალიან აქო.

Meta-ratings.kz-მ შეხვედრის დასრულების მერე 24 წლის გვინეელი ჩაწერა და შეეკითხა, რა აზრისაა კარიერის მათ ქვეყანაში გაგრძელებაზე.

"ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია. ორ დღეში შესაძლოა, სხვა გუნდში ან თუნდაც რომელიმე ყაზახურ კლუბში აღმოვჩნდე. ამიტომ ვიმეორებ, რომ ფეხბურთში ყველაფერი ხდება.

რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, სამწუხაროდ, ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგა დასრულდა... ინიციატივა გვქონდა, პირველმა გოლმა წნეხი მოგვიხსნა და მეორის შეგდება გვინდოდა, მაგრამ შემდეგ მეტოქისგან მოულოდნელად 2 მივიღეთ.

ესაა ფეხბურთი, შესაძლოა, რამდენიმე წუთში
ყველაფერი თავდაყირა დადგეს. ვერ გაიტან - გაგიტანენ. "ასტანა" ჩვენზე გამოცდილი გუნდია და ეს ყველას კარგად უნდა ესმოდეს.

ახლა ჩვენც გამოცდილება მივიღეთ, კონფერენს ლიგაზე წარმატებით თამაშს და მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას ვეცდებით", - თქვა კამარამ.
მკითხველის კომენტარები / 9 /
რა აზრი აქ ამ დაბალი დონის ლეგიონერების ჩამოყვანას შედეგი მაინც არაა ამას ჯობია ქართველი ახალგაზრდები ათამაშონ შანსი მიცენ
levo
17:50 20-07-2023
2
საქართველოს ჩემპიონატის დონე ისეთი დაცემული და ფინანსების ისეთი დეფიციტია საშუალოზე საშუალო ევროპულ ჩემპიონატებთან შედარებითაც კი რა გასაკვირია უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში გადავიდეს, თან გუშინ მაინც კუდამოძუებული დატოვა ფორმაში არ მყოფმა ყაზახებმა კლასის ხარჯზე ქართული "ფლაგმანი".
Almagro
17:14 20-07-2023
2

სიახლეები პოპულარული