"ასტანას" კარში გოლის ავტორმა კამარამ კარიერის ყაზახეთში გაგრძელების ვარიანტი არ გამორიცხა

AutoSharing Option
თბილისში "ასტანას" კარში ერთადერთი გოლის ავტორი უსმან კამარა მატჩის შემდეგ ყახახურმა პრესამ ძალიან აქო.

Meta-ratings.kz-მ შეხვედრის დასრულების მერე 24 წლის გვინეელი ჩაწერა და შეეკითხა, რა აზრისაა კარიერის მათ ქვეყანაში გაგრძელებაზე.

"ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია. ორ დღეში შესაძლოა, სხვა გუნდში ან თუნდაც რომელიმე ყაზახურ კლუბში აღმოვჩნდე. ამიტომ ვიმეორებ, რომ ფეხბურთში ყველაფერი ხდება.

რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, სამწუხაროდ, ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგა დასრულდა... ინიციატივა გვქონდა, პირველმა გოლმა წნეხი მოგვიხსნა და მეორის შეგდება გვინდოდა, მაგრამ შემდეგ მეტოქისგან მოულოდნელად 2 მივიღეთ.

ესაა ფეხბურთი, შესაძლოა, რამდენიმე წუთში
ყველაფერი თავდაყირა დადგეს. ვერ გაიტან - გაგიტანენ. "ასტანა" ჩვენზე გამოცდილი გუნდია და ეს ყველას კარგად უნდა ესმოდეს.

ახლა ჩვენც გამოცდილება მივიღეთ, კონფერენს ლიგაზე წარმატებით თამაშს და მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას ვეცდებით", - თქვა კამარამ.
მკითხველის კომენტარები / 9 /
Raoo astanao chvenze gamocdili gundiaoo vai. Saqartvelo
Koba
22:28 20-07-2023
4
კაია მიბრძანდეს! ისედაც სავსეა აფრიკელებით გუნდები. ქართველ ახალგაზრდებზე გააკეთეეთ აქცენტი, ვიდრე დაბალი დონის, მუქთახორა აფრიკელებზე, რაზეც სულ ტყუილად იხარჯება თანხები!
ქართველი.
20:25 20-07-2023
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული