ამ გუნდების პირველი შეხვედრა ქუთაისში 2:2 დასრულდა. ბოსნიაში მასპინძლები მე-12 წუთზე ზილკიჩმა დააწინაურა. კომპენსირებულ დროში საჯარიმოდან არაბიძის ჩაწოდებულ ბურთს გიგაურმა თავით საჰინოვიჩის კარში მიუჩინა ადგილი და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.
ექსტრა-ტაიმებში გუნდებს დაღლა დაეტყოთ, თამაშის ტემპი დაეცა. "ტორპედოდან" არაბიძე აქტიურობდა, რომელსაც ძალიან ეუხეშებოდნენ. "სარაევომ" კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, როდესაც მეკარე კლიაიჩთან პირისპირ გასულმა კერემემ ბურთი მიზანს ააცილა, პენალტების სერიაში კი კლიაიჩმა ორი დარტყმა მოიგერია და "ტორპედომ" გაიმარჯვა.
ტურნირზე ასპარეზობას სამი ქართული გუნდი გააგრძელებს - „ტორპედო“ ყაზახურ „აკტობეს“, თბილისის „დინამო“ მალტის „ჰამრუნს“, ხოლო „დილა“ უკრაინის „ვორსკლას“ დაუპირისპირდება. მატჩები 27 ივლისს და 3 აგვისტოს ჩატარდება.
სარაევო. „ასიმ ფერხატოვიჩ ჰასე“
სარაევო - ტორპედო 1:1 (პენ 2:4)
გოლები: 1:0 ზილკიჩი (12), 1:1 გიგაური (90+2)