"დილამ" კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკური დაკ-ის ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე უკრაინულ "ვორსკლას" დაუპირისპირდება - 27 ივლისს გასვლაზე და 3 აგვისტოს სახლში.
პოლტავურ გუნდს საშინაო შეხვედრის უჟგოროდში ჩატარება უნდოდა, მაგრამ უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო ეს შეუძლებელია და "დილას" პოლონეთის ქალაქ ტიხის მიევსკის სახელობის 15-ათასიან სტადიონზე უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, "დილას" მწვრთნელი უკრაინელი ანდრეი დემჩენკოა და გუნდში მისი ორი თანამემამულე თამაშობს - მეკარე ევგენი კუჩერენკო და თავდამსხმელი მიკოლა კოვტალიუკი.