
ის ტულას "არსენალის" აღზრდილია, ბოლოს სწორედ ამ კლუბში ასპარეზობდა, წარსულში კი იჯარით მოსკოვის "ტორპედოსა" და "ხიმიკ-არსენალის" რიგებშიც უთამაშია.
ინფორმაციისათვის, 27 ივლისს ქუთაისში გასამართი დაპირისპირების პირველი მატჩისთვის მსაჯების ვინაობა გახდა ცნობილი.
მთავარი არბიტრი ბელგიელი ჯონათან ლარდო იქნება, მას ფლორიან ლემარი და ქვენტინ ბლეიზი დაეხმარებიან, მეოთხე მსაჯი კი ბერტ პუტი იქნება.
27 ივლისს ქუთაისში პირველი შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება, "აქტობე" "ტორპედოს" 3 აგვისტოს უმასპინძლებს.