
საქმე იმაშია, რომ კლუბს 30 ივლისს ყაზახეთის პრემიერ ლიგის მე-17 ტურის შეხვედრა "კასპიისთან" არ გადაუდეს.
"აქტობემ" 27 ივლისს ქუთაისში უნდა ითამაშოს, შემდეგ ჩარტერული რეისით პირდაპირ ქალაქ აქტაუში ჩაფრინდება, სადაც ზემოთ ნახსენები "კასპიი" თამაშობს.
ამის შემდეგ კლუბი საკუთარ ქალაქში დაბრუნდება და "ტორპედოსთან" განმეორებითი შეხვედრისთვის მოემზადება, რომელიც 3 აგვისტოს შედგება.
რა თქმა უნდა, ეს ქუთაისელებისთვის უპირატესობა იქნება. "აქტობე" უფრო დაღლილი იქნება, ჩვენს გუნდს კი 3 აგვისტომდე მატჩი და დამატებითი მოგზაურობა არ უწევს.